ამ სტატიაში მოგიყვებით ტკბილი, ანუ ბულგარული წიწაკის დარგვის შესახებ. დარგული თესლი ამოვიდა, პირველი ნერგები კი ჯერ კიდევ მორიდებით მწვანდება ფანჯრის რაფაზე? ძალიან კარგი. ახლა დროა, მას მეტი დრო დაუთმოთ.
წიწაკის დარგვა
ჯერ ცოტა ისტორია: თვითონ მცენარე მექსიკიდან მე-15 საუკუნეში, ესპანეთში შემოვიდა. სწორედ აქედან გავრცელდა მთელ დასავლეთ ევროპაში, ჩვენთან კი ბულგარეთიდან მოხვდა. ამიტომ ვუწოდებთ წიწაკას ბულგარულს. კულინარებმა წიწაკა ფერთა სიმრავლის, ხოლო მებაღეებმა – უპრეტენზიო მოვლის გამო შეიყვარეს.
ტკბილი წიწაკის სახეობები ორ ნაწილად იყოფა: მცენარეები, რომელთა ნაყოფის ჭამაც ნედლად შეიძლება, და მცენარეები, რომელთა ნაყოფიც უკეთესია დასაკონსერვებლად.
საშინაო პირობებში, წიწაკის თესლის გაღვივება თებერვალში უნდა დაიწყოთ. იმედია, ამაზე უკვე იზრუნეთ. პატარა მცენარეებისთვის გადარგვა დიდი სტრესი იქნება, ამიტომ უმჯობესია, ამაზე წინასწარ იზრუნოთ და თესლისთვის ცალკე ჭურჭლები გამოიყენოთ.
რგოროც აღმოჩნდა, წიწაკას უყვარს “ურთიერთობა”. არა, მიკრო-მწვანილის მსგავსად, სხვა მცენარეებთან არ უნდა ჩარგოთ, თუმცა, თუ ერთ ჭურჭელში სხვა წიწაკის ნერგებიც იქნება, ამას თავისი უპირატესობები აქვს.
ბულგარული წიწაკის თესლი ერთ ქოთანში უნდა დაითესოს, თუმცა ერთმანეთისგან შორს, საპირისპირო კედლებთან.
როცა ნიადაგში წიწაკის გადარგვას დაიწყებთ, დაიცავით ასეთი ტექნოლოგია: ფრთხილად ამოიღეთ წიწაკის ნერგები ჭიქებიდან, არ დააზიანოთ, და ჩარგეთ ერთმანეთისგან 30 სმ-ის მოშორებით, 2-2 ნერგად, ჭადრაკის პრინციპით. რიგებს შორის დაშორება 70 სმ-ს უნდა შეადგენდეს.
ასე მცენარეებში აქტიურდება შეჯიბრების რეჟიმი. მათ მოსწონთ გვერდიგვერდ ყოფნა. ეს მათთვის კომფორტულ პირობებს ქმნის. მცენარეები ერთმანეთს ზრდაში ეხმარებიან, თუმცა, ამავე დროს, ცდილობენ, მეზობელს არ ჩამორჩნენ. კიდევ ერთი უპირატესობაა ერთი-მეორის დაფარვა მზის სხივებისგან. საერთო ჯამში, მათი ქცევა ადამიანებისას ჰგავს.
მთავარია, არ იჩქაროთ და წიწაკა ცივ ნიადაგში არ ჩარგოთ. შემოდგომაზე, თუ ამ მეთოდს მიჰყვებით, მცენარეები თითქმის არ დაიღუპება. მოსავალი კი ძალიან კარგი გამოვა – გამოცდილი ხერხია!
წიწაკის მულჩირებისთვის თივა გამოგადგებათ. იგი შესანიშნავად დაიცავს მცენარეებს სარეველებისგან და შეინარჩუნებს სიგრილეს. ასევე, ხმელი ბალახი აბსოლუტურად ორგანული პროდუქტია.
როგორც ხედავთ, ბულგარული წიწაკის დარგვასაც თავისი პროცედურები აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგს ვერ მიიღებთ. გამოიყენეთ თქვენი ძალისხმევა მაქსიმალურად ეფექტურად და შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს.
შემოდგომაზე უკვე მიიღებთ გემრიელ წიწაკებს, წიწაკის ტოლმას, ბერძნულ სალათს, გრილზე მომზადებულ წიწაკას ან კონსერვს. ხოლო თუ სხვა კარგი რეცეპტი იცით, აუცილებლად გაგვიზიარეთ.