როცა სარეცხი მანქანა იწყებს შეცდომების ამოგდებას მუშაობის დროს, ან სახეზეა თვალსაჩინო დაზიანებები, დიასახლისებს პანიკა ეწყებათ. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ადამიანთა უმეტერსობას თანამედროვე ცხოვრება სარეცხი მანქანის გარეშე ვერც კი წარმოუდგენია – მან ფესვები გაიდგა ჩვენს ყოფაცხოვრებაში და დიასახლისების შეუცვლელ დამხმარედ იქცა. თუმცა, ნუთუ ყველა გაუმართავობა ამდენად საშიშია? ყველამ უნდა იცოდეს, თუ როგორ სიტუაციებშია ხელოსნის გამოძახება საჭირო და რომელი პრობლემების გამოსწორება შეგვიძლია დამოუკიდებლად.
რა შემთხვევებში შეგვიძლია სარეცხი მანქანის შეკეთება დამოუკიდებლად
ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელსაც უკვე ძალიან ბევრი იცნობს ახლოდან – მანქანა წყვეტს წყლის გაწოვას ან ამას ძალიან ნელა აკეთებს. ამ შემთხვევაში, შემდეგნაირად უნდა მოიქცეთ:
- შეამოწმეთ, გახსნილია თუ არა წყლის მიწოდების ჭანჭიკი.
- გამოიღეთ და გაწმინდეთ ფილტრი.
- დარწმუნდით, რომ კარი დაკეტილია.
- შეამოწმეთ, წყლის მიღების ან გაწოვის შლანგი მოკეცილი ხომ არაა.
ესაა ყველა ის გავრცელებული მიზეზი, რომელთა გამოც მანქანა წყლის გაწოვას წყვეტს. თუ პრობლემა ამაში არ მდგომარეობდა, უკვე სრულყოფილი შეკეთება იქნება საჭირო.
სარეცხი მანქანის დაშლა ან დიაგნოზის დამოუკიდებლად დასმა საკმაოდ სარისკოა. დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს წყლის მიწოდების ტუმბოსთან ან ელექტრო-დაზიანებასთან.
მანქანა წყალს აღარ ათბობს
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ადამიანთა უმეტესობას არ ესმის, რომ მეგ-ი (მილისებრი ელექტროგამათბობელი) არის ნებისმიერი სარეცხი მანქანის სახარჯავი დეტალი. იგი გათვლილია გარკვეული რაოდენობის რეცხვისთვის, რაც პირდაპირაა დამოკიდებული წყლის ხარისხზე. ძირითად მიზეზებს შორის, მეგ-ის მწყობრიდან გამოყვანას შეიძლება იწვევდეს:
- მოკლე ჩართვა მოწყობილობაში;
- ძაბვის ცვლილებები;
- ექსპლუატაციის ვადის ლოგიკური დასასრული;
- ხისტი წყალი.
მეგ-ის გამოცვლა დამოუკიდებლადაც შეიძლება, ამ პროცედურაში რთული არაფერია. მთავარია, გქონდეთ ცოტაოდენი თავისუფალი დრო და ძირითადი ინსტრუმენტების ნაკრები. თუმცა, ყველას უნდა ესმოდეს, რომ სარეცხი მანქანის პრობლემა მხოლოდ მეგ-ის მწყობრიდან გამოსვლას არ უკავშირდება.მაგალითად, ზოგიერთი მანქანა მაშინვე იწყებს წყლის გაწოვას ისე, რომ არ აცლის გათბობას.
კიდევ ერთი ხშირი პრობლემაა თერმორეგულატორის მწყობრიდან გამოსვლა, რომელსაც უბრალოდ არ ესმის, როდის უნდა ჩაირთოს. ამიტომ, თუ მანქანა შეწყვეტს წყლის გათბობას, მიმართეთ სახელოსნოს, ნუ ეცდებით პრობლემის დამოუკიდებლად გამოსწორებას.