რა იწვევს მეტალო-პლასტმასის ფანჯრების დაორთქვლას და როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა.

1338

თანამედროვე ფანჯრის კონსტრუქციებს ახასიათებს საიმედოობა, ოთახის სრულყოფილად დაცვა ამინდის კაპრიზებისგან. ასეთ შემთხვევაში, კარგია იმის ცოდნა, თუ რატომ იორთქლება პლასტმასის ფანჯრები და როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომლებიც ამ მოვლენას ხსნის.

რატომ იორთქლება პლასტმასის ფანჯრები?

თავად კონსტრუქციას არ ახასიათებს ნესტის გამოყოფა ან შეწოვა – იგი მხოლოდ იცავს ოთახს სითხის გარედან მოხვედრისგან. ყველაზე გავრცელებული მიზეზები იმისა, თუ რატომ იორთქლება ზამთარში პლასტმასის ფანჯრები, მოიცავს:

  1. ოთახის მომატებული ნესტიანობა. ნესტი ჯდება ცივ ზედაპირებზე, მათ შორის, ფანჯრის შუშებზე. რაც უფრო დაბალია ტემეპრატურა ოთახში და მაღალია ნესტიანობა, მით უფრო მეტად იორთქლება პლასტმასის ფანჯრები.
  2. უხარისხოდ ჩასმული ჩარჩოები. ყველა ნაკერი დახურული და დათბილული უნდა იყოს.
  3. ოთახის არასაკმარისი ვენტილაცია.
  4. ფანჯრებისა და ფანჯრის რაფების არასწორი მონტაჟი.
  5. ერთკამერიანი მინაპაკეტის გამოყენება. ახლა ფანჯრის შუშებად, ხშირ შემთხვევაში, ორკამერიანი მინაპაკეტები გამოიყენება.

როგორ მოვაშოროთ კონდენსატი ფანჯრებს?

ყველაფერი შუშების დაორთქლვის მიზეზზეა დამოკიდებული. თუ არ იცით, რა მოუხერხოთ კონდენსატს ფანჯრებზე, თუ იგი ოთახის მომატებული ნესტიანობის გამო გაჩნდა, მიჰყევით შემდეგ რჩევებს:

  1. განიავება – მაშინაც კი, თუ გარეთ ყინავს, გაანიავეთ ოთახი, გარდა წვიმიანი ამინდისა.
  2. გამოშრობა – თუ ფანჯრებზე წყალი გაჩნდა, ჩართეთ გამათბობელი, რათა ოთახში ჰაერი დათბეს და გამოშრეს.
  3. ვენტილაცია – თუ მძლავრი გამწოვი გაქვთ, გამოიყენეთ.

როგორ ავიცილოთ პრობლემა თავიდან?

თუ ეს მოვლენა რეგულარულად იჩენს თავს, რეკომენდებულია ერთ-ერთი მოქმედების ან მოქმედებათა კომპლექსის შესრულება:

  1. კონდენსატის პროფილაქტიკა შეგიძლიათ გარე და შიდა ჩარჩოების დათბობა, თუ ეს მანამდე არ ან არასწორად გაკეთდა.
  2. ყურადღება მიაქციეთ ფანჯრის რაფის სიგანეს. თუ იგი ზედმეტად განიერია, შესაძლოა, ფანჯრებამდე თბილი ჰაერის მისვლას უშლის ხელს, რის გამოც შუშები ცუდად თბება. ამ შემთხვევაში, კონსტრუქციის შევიწროვება გახდება საჭირო.
  3. გაწმინდეთ სავენტილაციო სისტემა, თუ იგი გაჭედილია და ცუდად მუშაობს.
  4. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ იორთქლება სახლში პლასტმასის ფანჯრები, არის სუსტი გათბობა. ამ შემთხვევაში, მიზანმიმართულია ოთახის უზრუნველყოფა უფრო მძლავრი გამათბობლით ან სითბოს დამატებითი წყაროთი.
  5. თუ ერთკამერიანი მინაპაკეტია დამონტაჟებული, შეცვალეთ იგი ორკამერიანით, რომელიც ენერგომზოგავი შუშითაა აღჭურვილი.

საშუალებები, რომლებიც მინის დაორთქლვას შეუშლის ხელს:

1. ბრიზერი – ამ მოწყობილობას, რომელიც ოთახის გარე კედელზე ყენდება, ოთახში გარედან შეაქვს სუფთა ჰაერი. იგი აღჭურვილია ფილტრებით, რომლებიც წმენდს ჰაერს მავნე მინარევებისგან. ჩაშენებული გამათბობლის წყალობით, ჰაერს ოპტიმალური ტემპერატურა ეძლევა.

2. ნაკადის სარქველები – მინა რომ არ იორთქლებოდეს, მოწყობილობა მონტაჟდება ფანჯარაზე და ოთახს ჟღენთს სუფთა ჰაერით, ოთახსა და ქუჩაში არსებული ატმოსფერული წნევების სხვაობების ხარჯზე.

3. ჰაერის საშრობი – მოწყობილობა არეგულირებს ნესტიანობის დონეს. მისი განთავსება ფანჯრის რაფაზე შეიძლება.

რამდენიმე ხრიკი პრობლემის თავიდან ასაცილებლად:

  1. თუ ოთახში დაბალი ტემპერატურაა, შეურიეთ სპირტი და წყალი და გაწმინდეთ ამ ხსნარით შუშები.
  2. წყლისა და ცარცისგან შემდგარი ხსნარიც ხელს უშლის ფანჯრების დაორთქლვას.
  3. ჰაერის საშრობის სახით, ფანჯრის რაფაზე შეგიძლიათ ანთებული სანთლებიც დადოთ.
  4. ფანჯრების დაორთქლვას ხელს შეუშლის მარილის სუსტი წყალხსნარი. მთავარია, სითხეში მარილის კრისტალები არ დარჩეს.

აუცილებლად იპოვეთ და აღმოფხვერით მიზეზი, რადგან დაორთქლილი შუშა ხელს გიშლით ხედით ტკბობაში და სინათლეც ნაკლებად შემოდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს