ქალი მსუბუქი არსებაა, რომელსაც მუდმივად ცვლილებები სურს. რატომ არ შევიმოკლოთ თმა? მოკლე ვარცხნილობა 2020 წლის მოდური ტრენდია. დიახ, დიახ გრძელ თმას შეგიძლიათ თამამად დაემშვიდობოთ, რადგან „პაპარაცმა“ თქვენთვის 6 წარმოუდგენელი ვარცხნილობა შეარჩია, რომლითაც ნამდვილად არ წააგებთ!
მოდური მოკლე ვარცხნილობები ქალებისთვის
1. ბობი
თქვენ ძალიან ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ელეგანტური ბობი მოდიდან გადავიდა. ეს მარტივი ვარცხნილობა თითქმის ყველას უხდება, ასაკის და წლის მიუხედავად. ამ ვარცხნილობის სიგრძე შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით შეარჩიოთ.
ტრადიციულ ბობს მოსავლელად კოლოსალური ძალისხმევა არ სჭირდება, რადგან ფორმას დავარცხნის შემდეგ ხანგრძლივი დროით ინარჩუნებს.
2. ლობი
ვარცხნილობა „ლობი“ კლასიკური ბობის დაგრძელებული ვარიანტია. ეს მისი ყველაზე ტრენდული ვარიაცია. ლობი გამონაკლისის გარეშე ყველას უხდება. ვარცხნილობა მფლობელის ქალურობას ხაზს უსვამს.
ვარცხნილობის სიგრძე მას უნივერსალურს და პრაქტიკულს ხდის: თმა შეგიძლიათ დაიხვიოთ, დაისწოროთ, მსუბუქი არეულობა ან ქაოსი შექმნათ. მოდური სტილი გარანტირებულად გექნებათ!
3. კარე
ნაზი კარე აქტუალურია. ეს 2020 წლის მოდური ჰიტია! ასეთი ვარცხნილობა პრაქტიკულად ყველა ქალს უხდება, რადგან მფლობელს წარმოუდგენლად მიმზიდველს ხდის და მის ქალურობას ხაზს უსვამს.
ამ სეზონზე განსაკუთრებით პოპულარულია ასიმეტრია, რაც ამ ვარცხნილობას ახალ აქცენტს მატებს.
4. გრადუირებული მოკლე ვარცხნილობა
ასეთი ვარცხნილობა იდეალური ვარიანტია მათთვის, ვინც მდიდარი თმით ვერ დაიკვეხნის. ვარცხნილობა უნივერსალურია და სხვადასხვა სტილის შექმნაში დაგეხმარებათ, გარეგნობის დეტალებს ხაზს გაუსვამს.
გრადუირებული ვარცხნილობა ნაოჭებიდან ყურადღების გადატანაში დაგეხმარებათ.
5. გარსონი
ამ ვარცხნილობის საშიში მოკლე სიგრძის მიუხედავად, მას მფლობელის ყველა ნაკვთის ნაზად გამოკვეთა შეუძლია. ასეტი ვარცხნილობა უხდება როგორც ახალგაზრდა გოგოებს, ასევე მოწიფულ ქალებს, რომლებიც წამებში ახალგაზრდავდებიან.
მთავარია – ყოველდღიურად დავარცხნა საჭირო არაა! თუ რამდენიმე კულულს დაიხვევთ, შეუდარებელ რომანტიკულ სტილს მიიღებთ!
6. პიქსი
60–იანი წლების მოდური ვარცხილობა 2020 წლის ნამდვილი ჰიტია. ვარცხნილობის დამახასიათებელი განსაკუთრებულობაა სხვადასხვა სიგრძის თმის შეხამება, შიშველი ყელი და ყურები. მოკლე კულულები სტილს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს.
ასეთი ვარცხნილობა თხელი თმის მფლობელებს იდეალურად მოუხდებათ, რადგან მათ სასურველ მოცულობას მარტივად მიანიჭებთ. თუ იმიჯის კარდინალურად შეცვლა გსურთ, პიქსის ვარცხნილობას გირჩევთ!
ყველა ეს ვარცხნილობა მოკლე სიგრძის მიუხედავად უნივერსალური და ძალიან ქალური. თმა ადვილად შრება, მარტივად ივარცხნება და აქტიური ცხოვრების წესში ხელს არ გიშლით. ეს თანამედროვე ქალის აღმოჩენაა!
ვიმედოვნებეთ, რომ ცვლილებები შთაგაგონეთ. მეგობრების შთაგონება არ დაგავიწყდეთ და სტატია მათ სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.