კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლება საწოლის თეთრეულის დაუთოვება, ხშირად იწვევს ცნობისმოყვარეობასა და გაუგებრობას. ეს გასაკვირი სულაც არაა, რამდენადაც, რეცხვის შემდეგ, აღნიშნული პროცედურა აუცილებლად ითვლება მრავალ ოჯახში. რეალურად, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც ქალებსა და მამაკაცებს ურჩევენ ამ პროცედურაზე უარის თქმას, რამდენადაც მასში ზიანი უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი.
რატომ არ უნდა დააუთოვოთ საწოლის თეთრეული
ამ სტატიის სათაურის წაკითხვისას, ბევრი დაფიქრდება იმაზე, თუ რამდენად საჭიროა თეთრეულის დაუთოვება რეცხვის შემდეგ და შეიძლება თუ არა ამ წამოწყებაზე უარის თქმა. ექსპერტები, რომლებიც ასეთ დასკვნამდე მივიდნენ, ასახელებენ რამდენიმე მიზეზს თავიანთ სასარგებლოდ.
აი, რატომ არ შეიძლება საწოლის თეთრეულის დაუთოვება
- სიცხეში დაუთოვებულ ქსოვილზე ძილი არაკომფორტულია. ქსოვილი, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების გამო, ისეთი რბილი აღარაა, მისი ბოჭკოები თითქოს ერთმანეთს შეეწება. ამის გამო, ქსოვილი კარგავს ჰიგროსკოპიურ უნარს (აღარ იწოვს ორთქლს);
- ეს ელექტროენერგიის ირაციონალური ფლანგვაა. ეს მიზეზი აქტუალურია დიდი ოჯახებისთვის, რომლებშიც მუდმივად ბევრი ნივთია დასაუთოვებელი. მსგავსი მოქმედებები ბიუჯეტის ეკონომიის კუთხითაც არაა მიზანშეწონილი;
- დაუთოვებას არ აქვს აზრი, თუ თეთრეული სწორად გარეცხეთ. სარეცხი მანქანების თანამედროვე მოდელების უმრავლესობა აღჭურვილია “მსუბუქი დაუთოვების” რეჟიმით, რომელიც დიასახლისებს საქმეს უმარტივებს;
- თუ დაუთოვებას შეწყვეტთ, გადაიჭრება სტატიკური ელექტრობის პრობლემაც. თეთრეულის დაუთოვება მავნე და უსარგებლოა, რამდენადაც ამ პროცესის დროს, ქსოვილში გროვდება სტატიკური ელექტრობა. იგი ადამიანს ღამით არ აძლევს ნორმალურად დასვენების საშუალებას.
ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, თავად გადაწყვიტოს, დააუთოვებს თუ არა თეთრეულს. ხანდახან, ეს ნამდვილად აუცილებელია. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, თეთრეულის მოვლის ამ ვარიანტს არავითარი სარგებელი არ მოაქვს.
რატომ აუთოვებენ თეთრეულს
ეს კიდევ ერთი კითხვაა, რომელზეც პასუხიც ყველა ქალისა და მამაკაცისთვის გასაგები არაა. ბევრი ამას მხოლოდ ავტომატურად აკეთებს იმიტომ, რომ ასე მისი მშობლები იქცეოდნენ და, პრინციპში, ესაა ნივთების მოვლის სტანდარტული ვარიანტი. რეალურად, პროცედურა, საკმაოდ ხშირად, სასარგებლოც კია. ამის შესახებ ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს.
თუ ზუსტად იცით, სწორად როგორ დააუთოვოთ საწოლის თეთრეული, საშინაო პირობებში შეძლებთ მის დეზინფექციას მავნე მიკროორგანიზმებისგან. თუმცა, ეს დაუთოვების ერთადერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ გახლავთ.
რომ გადაწყვიტოთ, დააუთოვოთ თუ არა საწოლის თეთრეული, გაეცანით პროცედურის დადებით მხარეებსაც:
- დაუთოვების შემდეგ, ნივთები უფრო სასიამოვნო შესახედავია.
- დაუთოვებული თეთრეული მარტივად იკეცება და ლამაზად ლაგდება, ამასთან, ნაკლებ ადგილს იკავებს.
- პროცედურა ქსოვილს ადეზინფიცირებს.
- დაუთოვების შემდეგ, თეთრეული რბილია ხელის შეხებისას.
- პროცედურის ხარჯზე, იზრდება მასალის სიმკვრივე, რამდენადაც მაღალ ტემპერატურაზე ბოჭკოები ერთმანეთს უახლოვდება.
- ცივ საღამოს ახალდაუთოვებულ თეთრეულზე დაწოლა ერთი სიამოვნებაა.
არც ის დაგავიწყდეთ, რომ ზოგიერთ ადამიანს თავად დაუთოვების პროცესი ანიჭებს სიამოვნებას. ამიტომ, ნუ ეტყვით საკუთარ თავს უარს. თუ დაუთოვება თქვენს გეგმებში არ შედის, უბრალოდ გაიხსენეთ, რატომ არ შეიძლება თეთრეულის დაუთოვება, და მიხვდებით, რომ ეს არც ისეთი აუცილებელია.