როგორ შევინახოთ სიმინდი ქილებში ზამთრისთვის სწორად

3726

ზაფხული გახურებულია, ამიტომ არ იზარმაცოთ, რადგან დროა მთელი ოჯახისთვის ზამთრისთვის ბევრი ვიტამინი მოიმარაგოთ. დღეს „პაპარაცი“ სიმინდის ქილებში შენახვის რეცეპტს გთავაზობთ. სიმინდი შეგიძლიათ უბრალოდ გაყინოთ, მაგრამ მარინადთან ერთად უფრო გემრიელია.

რა თქმა უნდა, ეს პროდუქტი შეგიძლიათ სუპერმარკეტში შეიძინოთ, მაგრამ განა ნამდვილი დიასახლისი რაღაც გაუგებარს შეჭამს და ამით ოჯახს გამოკვებავს? მით უმეტეს, როცა გამოცდილი რეცეპტით საკუთარ ბოსტანში მოყვანილი სიმინდის შენახვა შეიძლება.

სიმინდი ზამთრისთვის

სჯობს ახალი რძიანი სიმინდი გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში სწრაფად (15-20 წუთი) მოიხარშება. გამოგადგებათ ყვითელი, მწიფე სიმინდიც, უბრალოდ მისი ხარშვა დიდხანს მოგიწევთ – დაახლოებით 1-1,5 საათით. აღსანიშნავია, რომ შეგიძლიათ იმდენი სიმინდი გამოიყენოთ, რამდენიც გსურთ. უბრალოდ იცოდეთ, რომ მარინადის მითითებული რაოდენობა ზუსტად 4 ნახევარლიტრიან ქილას ეყოფა.

მარინადის ინგრედიენტები:

  • 1 ლ წყალი
  • 30 გრ მარილი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 0,5 ჩ/კ ლიმონის მჟავა

მომზადება:

1. სიმინდი ფოთლებისგან გაასუფთავეთ და დატეხეთ ისე, რომ ქვაბში ჩაეტიოს. არ დაგავიწყდეთ გაფუჭებული ადგილების მოშორება, რადგან ასეთი ცუდი მარცვლები ქილების გახეთქვას იწვევენ.

2. სიმინდი ქვაბში მოათავსეთ, წყალი დაასხით და მომზადებამდე ხარშეთ. სიმინდი სჯობს ახალი რძიანი იყოს, ამ შემთხვევაში სწრაფად, 15-20 წუთში მოიხარშება. აი, ყვითელი, მწიფე სიმინდი 1-1,5 საათით ხარშვას საჭიროებს.

3. მოხარშული სიმინდი ცივი წყლით სავსე თასში გადაიტანეთ. გააგრილეთ და დაფშვენით – ეს საკმაოდ მარტივი საქმეა. სიმინდით სუფთა, სტერილური ქილები გაავსეთ.

4. ახლა მარინადი მოამზადეთ. ამისთვის წყალს მარილი, შაქარი და ლიმონის მჟავა დაუმატეთ, აურიეთ, ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და რამდენიმე წუთით ადუღეთ.

5. მზა მარინადით სიმინდით სავსე ქილები ბოლომდე გაავსეთ. 20-25 წუთით გაასტერილეთ და მოხუფეთ.

6. მზა ქილები გადააბრუნეთ და გააგრილეთ. სიმინდი გრილ ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით (სარდაფი ან საკუჭნაო) შეინახეთ.

როგორც ხედავთ, სახლის პირობებში სიმინდის მოხუფვა ძალიან მარტივია. ჩვენი რეცეპტით მომზადება აუცილებლად სცადეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს