საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვების სტატისტიკის თანახმად, ბოლო წლებში სულ უფრო მეტი მომხმარებელი ანიჭებს უპირატესობას “nofrost” მაცივრებს, ხელით გალღობის მოძველებული სისტემის წინაშე. მიზეზი მარტივია: ასეთ მოდელებში მითითებული პროცედურა უკიდურესად შრომატევადია და უამრავ დროს მოითხოვს. ამასთან, მისი თავიდან აცილება და უბრალოდ თაროების გადაწმენდა შეუძლებელია, რამდენადაც ნესტი, რომელიც კამერის შიდა კედლებზე კონდენსირდება, ჩვეულებრივ, ნალექად იქცევა. ეს უკანასკნელი ამცირებს აპარატის შრომისუნარიანობას და პროდუქტის გაფუჭებას იწვევს.
საყოფაცხოვრებო მაცივრები აღჭურვილია სითხის გალღობის წვეთოვანი ტიპი (და ჭირხლის მცირე ფენაც), რომელიც გროვდება უკანა ზედაპირზე და აბსოლუტურად ნორმალურია. ჭირხლის წარმოქმნაზე პასუხს აგებს აპარატის გამაგრილებელი ელემენტი, რომელიც ამ ადგილასაა დამონტაჟებული. წყლის წვეთები, რომლებიც ჭირხლს ანაცვლებს, კომპრესორის კარგ მუშაობაზე მეტყველებს. როცა აგრეგატი ჩერდება, ყინული იწყებს დნობას და იღვრება სპეციალურ ადგილას, საიდანაც სითხე ამაორთქლებელ ჭურჭელში ხვდება და ბუნებრივი გზით “ორთქლდება”.
სულ სხვა საქმეა ნამდვილი “ტბა”, რომელიც ბოსტნეულის პლასტმასის უჯრის ქვეშ დგება. ეს ტექნიკაში არსებულ სერიოზულ პრობლემაზე მეტყველებს. ახლა ამ პრობლემებზე ვისაუბრებთ.
რატომ ჩნდება მაცივარში კონდენსატი
1. გამწოვი ხვრელის ან წყალგამყვანი მილის მექანიკური დაბინძურება საკვების ნაწილაკებით. თან ახლავს ერთგვარი ლპობის სუნი. დრენაჟის შემოწმებისას აღმოაჩენთ, რომ იგი ჩახერგილია ჭუჭყით (ხანდახან, გაყინულით). მაცივრის კამერის უკანა კედელი, ჩვეულებრივ, ჭირხლითაა დაფარული, კომპრესორი ირთვება და უფრო დიდხანს მუშაობს, ვიდრე ჩვეულებრივ. პრობლემა მარტივად წყდება წყალგამყვანის გაწმენდით, წინასწარ შეძენილი ჯაგრისის გამოყენებით. სადრენაჟო შლანგი გამორეცხეთ წვრილთავიანი ოყნით.
2. კარის დეჰერმეტიზაცია. ამ დროს ირღვევა კამერის შემავსებელი რეზინის სიმთელე, ძვრება ან სრულად ვარდება კარიდან. პირველ შემთხვევაში, რეზინი ფრთხილად უნდა დააბრუნოთ თავის ადგილას. ხოლო, თუ რეზინი გაცვეთილია, იგი ახლით უნდა ჩანაცვლდეს.
3. ყველაზე ხშირად, საყოფაცხოვრებო მაცივრებში ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო ჩნდება კონდენსატი:
- აპარატის კარი გრჩებათ ღია.
- თაროზე ცუდად გაგრილებულ ჭურჭელს დებთ.
- მაცივრის კარადის კორპუსი დახრილად დგას.
- თაროები პროდუქტითაა გადავსებული.
- ოთახში ძალიან მაღალი ტემპერატურაა და მოწყობილობა ძალიან ახლოს დგას გამათბობლებთან.
- ინახავთ თავღია ქვაბებსა და ქილებს, თხევადი შიგთავსით.
- არასწორადაა დარეგულირებული ტემპერატურა.
4. შესაძლოა, კონდენსატი ფრეონის გაჟონვის გამო ჩნდება. გაუმართავობის ნიშნებია:
- მაცივარში ოთახის ტემპერატურა (მაშინ, როცა ძრავი მუშაობს).
- მოწყობილობის უკანა ზედაპირზე ბადე (კონდენსატორი) ცივია.
- გესმით მუშა კომპრესორის თანაბარი, უწყვეტი ხმაური.
- უკანა კედელზე “შებერილობა” ან ყავისფერკანტიანი ღრუ აღინიშნება.
5. თერმორეგულატორის გაუმართაობა. მწყობრიდან გამოსვლის ნიშნებია:
- ძრავის უწყვეტი მუშაობა.
- მაცივრის კამერაში თბილა ან ტემპერატურა მინუსისკენ მიდის.
- აპარატის დროდადრო გამორთვა, შემდგომი ხანგრძლივი “დუმილით”.
6. მაცივრის თერმული იზოლაცია გაყინულია. გაყინვის ადგილას, აუცილებლად გაჩნდება დიდი ზომის ყინულის “ქურქი”, რომელსაც შეუიარაღებელი თვალითაც დაინახავთ, ამიტომ პრობლემის დიაგნოსტიკა მარტივია. თერმოიზოლაციური მასალის შეცვლა საშინაო პირობებში შესაძლებელი, თუმცა ძალიან შრომატევადია. შეასრულეთ შემდეგი მანიპულაციები:
- დააწვინეთ აპარატი ჰორიზონტალურად (კარით ქვემოთ).
- მოხსენით სამაგრი ელემენტები და კონდენსატორი აიღეთ ისე, რომ კორპუსის საჭირო ნაწილებს მისწვდეთ.
- მოხსენით თერმოიზოლაციის ფრაგმენტები მათი გაყინვის ადგილებში, ხის ნიჩბით (იმოქმედეთ ფრთხილად, მაცივრის კონტურის დაუზიანებლად).
- გაწმინდეთ ან ფენით ამოაშრეთ შესაფერისი სველი ნაწილები.
- მოამზადეთ თერმოიზოლაციის ორკომპონენტიანი შემადგენლობა ინსტრუქციის მიხედვით.
- ჩაასხით იგი გაწმენდის შემდეგ დარჩენილ სიცარიელეში და დაახურეთ პოლიეთილენის პარკი.
- ზემოდან მოათავსეთ მუყაოს ფირფიტა, მცირეოდენი ტვირთით.
- შემადგენლობის გამყარების (30 წუთის) შემდეგ, მოხსენით დამხმარე მასალები და შეამოწმეთ ახალი იზოლაცია დეფექტებზე, რომლებიც კიდევ ერთხელ უნდა შავსოთ.
- გამყარებული ზედმეტი ქაფი მოჭერით სპეციალური დანით და დააგლუვეთ ზუმფრის ქაღალდით.
- შემოაკარით ახალ საიზოლაციო ფენას მთელ პერიმეტრზე წებოვანი ლენტი.
- დააბრუნეთ გარე პანელები.
- გაასწორეთ აპარატი ვერტიკალურ მდგომარეობაში და დაელოდეთ რამდენიმე საათი, ფრეონის დალექვისთვის.