მარწყვის ხმელი ყუნწები უფრო მეტად ფასობს, ვიდრე თავად კენკრა: თქვენი შანსი არ გაუშვათ

3907

მარწყვის სეზონი გემრიელი სმუზის, სალათის და სხვადასხვა დესერტების ბედნიერი დროა. ბაზრობაზე წვნიანი არომატული რბილობი ნომერ პირველი პროდუქტია, ხოლო ტონობით მარწყვის ყუნწი ხშირად უბრალოდ სანაგვე ყუთში ხვდება. მათ რომ იცოდნენ, რაზე ამბობენ უარს!

„პაპარაცი“ გირჩევთ ყუნწები არ გადაყაროთ, არამედ ჩაის დაუმატოთ და ზამთრისთვის შეუზღუდავი რაოდენობით შეინახოთ. საქმე იმაშია, რომ მარწყვის სარგებლის ნახევარი მის ყუნწებშია. სასარგებლო თვისებების მისაღებად მხოლოდ 1 წუთის დახარჯვა მოგიწევთ. დღეს გიამბობთ, როგორ შეინახოთ ახალი და წვნიანი კენკრა დიდხანს, ასევე როგორ მოამზადოთ და გამოიყენოთ ყუნწები.

პატარა მწვანე ყუნწები, რომელთაც მურაბის მომზადების წინ ჩვეულებრივ ვყრით, დიდ პოტენციალს შეიცავს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჟოლოს ჩაი სურდოსგან დაგვიცავს, მაგრამ თუ არჩევანს მარწყვის ყუნწების ჩაიზე გავაკეთებთ, ის უკონკურენტო იქნება. ბალახების მცოდნეები მის დალევას სხვადასხვა უსიამოვნების და სიბერის ნიშნების პროფილაქტიკისთვის გირჩევენ.

  • პოდაგრის და ოსტეოქონდროზის გამწვავების დროს დაგეხმარებათ.
  • სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
  • გულ–სისხლძარღვთა დაავადების რისკს ამცირებს.

  • ტანინების დიდი შემცველობის წყალობით გამაძლიერებელი ეფექტი აქვს.
  • ასაკობრივ ნიშნებს ებრძვის (დაქუცმაცებულ ყუნწებს ნიღბის სახით სახეზე ჩამოწელილი კანის საწინააღმდეგოდ იდებენ).

მარწყვის სეზონზეც კი ამ კენკრას იაფ პროდუქტს ვერ ვუწოდებთ, ამიტომ გირჩევთ მისი ყველა ნაწილი გამოიყენოთ: კენკრა გაყინოთ, ყუნწები გაახმოთ. დეტალურად ნახეთ, თუ რა უნდა გააკეთოთ, კენკრა უგემურ წითელ ფაფად რომ არ გადაიქცეს, ხოლო ყუნწებმა სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს.

1. პირველ რიგში კენკრა კარგად გარეცხეთ და ჭუჭყი მოაშორეთ. დამჭკნარი და დამპალი კენკრა მოაშორეთ. შემდეგ ყუნწები ფრთხილად მოაშორეთ (შეგიძლიათ ეს დანით და მილებით გააკეთოთ).

2. მიღებული ყუნწები თეფშზე, პირსახოცზე ან სალფეთქზე დადეთ. მნიშვნელოვანია, რომ მას მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდეს. ყუნწები სწრაფად ხმება, ერთ დღეში მზად იქნება (ბნელ, მშრალ ადგილას შეინახეთ). მთავარია – ზოგჯერ აურიოთ.

3. სანამ ყუნწები ხმება, კენკრას მიხედეთ. კენკრა პირსახოცზე ან ქაღალდზე მოათავსეთ და 15-20 წუთით ცოტა ხნით გააშრეთ. ეს ზედმეტი ტენის მოსაშორებლად საჭიროა.

4. მარწყვი არ გადააშროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიფიტება. ღრმა თასში გადაიტანეთ და რამდენიმე სუფრის კოვზი შაქარი დაუმატეთ, აურიეთ. თითოეული კენკრა ცოტათი დამტკბარი უნდა იყოს.

5. გასაყინად ტაფა ან სხვა ღრმა, ბრტყელი ჭურჭელი გამოიყენეთ. ის იდეალურად მშრალი და ოდნავ გაციებული უნდა იყოს. მარწყვი შაქარში ერთ ფენად ჩააწყვეთ, რომ კენკრა ერთმანეთს არ შეეხოს.

6. 1-2 საათის განმავლობაში ის სრულად გაიყინება, მაგრამ ყოველ ნახევარ საათში ცოტა აურიეთ, რომ მარწყვი ჭურჭელს არ მიეყინოს. შემდეგ ჰერმენტულ შეფუთვაში ან პაკეტში გადაიტანეთ და ასეთი სახით საყინულეში შეინახეთ. ახლა უკვე იცით, როგორ გაყინოთ მარწყვი სწორად.

მარწყვი გაყინული სახით დელიკატესია და მომავალ სეზონამდე შეგიძლიათ შეინახოთ. ის შეგიძლიათ საკონდიტრო ნაწარმს და დესერტებს დაუმატოთ. აი, კენკრის ყუნწები საყვარელ ჩაის დაუმატეთ – რამდენიმე ცალი საკმარისია, რომ ჩაიმ გამოხატული მარწყვის არომატი მიიღოს და ორგანიზმი გააძლიეროს.

თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს