პეტრე კაპიცას ბედნიერების საიდუმლო: ცხოვრებისეული ფაქტები

180

სახელგანთქმული ფიზიკოსი, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, სტალინის პრემიის ორგზის ლაურეატი, გენიალური ექსპერიმენტატოტი, შესანიშნავი ინჟინერი – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რასაც პეტრე კაპიცას მიაწერენ. როგორც ჩანს, მისი ბედი ნამდვილად შესაშურია, თუმცა, რეალურად, ყველაფერი ასე ზღაპრულად სულაც არ ყოფილა.

ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ პეტრე კალიცას ბიოგრაფიას, შესანიშნავი ადამიანისა და დიდებული მეცნიერის რთული და ჩახლართული ცხოვრების შესახებ.

პეტრე კალიცა

წელს პეტრე კალიცას 125-ე იუბილეა. ეს უბრალოდ ციფრი კი არა, მთელი ცხოვრებაა, რომლის უკანაც დიდებული აღმასვლა და ძლიერი დაცემები დგას. ესაა ცხოვრება ადამიანისა, რომელიც არ უნდა დაივიწყოთ. მისი ჩახლართული და მრავალფეროვანი ბედი საკმაოდ დრამატულ რომანს წააგავს.

პეტრე, ლეონიდის ძე, კალიცა დაიბადა აზნაურ ლეონიდ კაპიცასა და მისი მეუღლის, ფოლკლორისტ ოლგა იერონიმოვნას ოჯახში. პეტრე ოჯახისთვის მეორე ბავშვი იყო, რომელიც სამყაროს 1894 წელს, კონშტადტში მოევლინა. თავიდან, იგი სასწავლებლად გიმნაზიაში გაგზავნეს, თუმცა, ლათინურ ენაში სუსტი მოსწრების გამო, იგი სასწავლებელში გადავიდა.

ამის შმდეგ, იგი პეტერბურგის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მოხვდა, სადაც მისი შესაძლებლობები დამსახურებულად დააფასეს. თანაც, ეს რიგითმა ლექტორმა კი არა, საბჭოთა ფიზიკის მამამ, იოფემ გააკეთა. მეცნიერმა მაშინვე მიიწვია პეტრე ლაბორატორიაში სამუშაოდ, რამაც სამომავლოდ ძლიერი გავლენა იქონია მის კარიერაზე.

პირველი მსოფლიო ომის დროს, კაპიცა თავისი სურვილით ჩაერთო რუსულ საიმპერატორო არმიაში და მოეწყო სანიტარული ავტომობილის მძღოლად. მისი სამსახური მარტივი არ იყო, დაჭრილი ადამიანებით სავსე მანქანა მუდმივად სროლებს შორის მოძრაობდა. თუმცა, შინ უვნებლად დაბრუნდა. ალბათ, ბედი ახალგაზრდა მეცნიერს სამომავლო აღმოჩენებისთვის ინახავდა.

დემობილიზაციის შემდეგ, კაპიცამ გააგრძელა სწავლა და მუშაობა ლაბორატორიაში, შემდეგ კი დაქორწინდა. 1916 წელს, მან გამოაქვეყნა თავისი პირველი სამეცნიერო ნაშრომები. 3 წლის შემდეგ დაასრულა სწავლა და ლექტორად დაიწყო მუშაობა თავის რჩეულ ალმა-მატერში. მას უყვარდა თავისი სამუშაო, რომელსაც თავისივე ექსპერიმენტებს უთავსებდა.

ყველაფერი 1920 წლის ტრაგიკულმა მოვლენებმა შეცვალა. მაშინ პეტრემ ოჯახის თითქმის ყველა წევრი დაკარგა. “ესპანელმა” ეპიდემიამ ერთ თვეში წაართვა მამა, ცოლი ნადეჟდა, წელიწადნახევრის ვაჟიშვილი და 3 დღის ქალიშვილი. ამან ძლიერ შეარყია მეცნიერი, რომელიც თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა.

იგი სამსახურმა გადაარჩინა, უფრო სწორად, სტაჟირებამ წამყვან ინგლისურ ლაბორატორიაში, რომელიც პროფესორი იოფეს მიერ იყო ორგანიზებული. კავენდიშის ლაბორატორიაში პეტრე ბირთვული ფიზიკის ფუძემდებელ ერნესტ რეზერფორდის გუნდში მოხვდა. მან სწრაფად მოიპოვა მეცნიერის პატივისცემა, დროთა განმავლობაში კი მათ შორის მტკიცე მეგობრობა დამყარდა.

13 წლის განმავლობაში, კემბრიჯი კაპიცასთვის მეორე სახლად ითვლებოდა. იგი მეცნიერებათა დოქტორი გახდა, უამრავ კვლევას ხელმძღვანელობდა, მიიღო ლაბორატორიის გრანტი და თავისი სამეცნიერო წრეც კი შექმნა. ასევე, მის ცხოვრებაში გაჩნდა მუზა – ანა კრილოვა. პეტრესა და ანას ერთმანეთი მაშინვე მოეწონათ და, პრაქტიკულად, არასდროს დაშორებულან.

თავის მემუარებში, ანა იხსენებდა: -“მე მივხვდი, რომ იგი არასდროს შემომთავაზებს ცოლობას. მას ვუთხარი, რომ ვთვლიდი, უნდა დავქორწინებულიყავით. მას ძალიან გაუხარდა და დავქორწინდით კიდევაც.” მათი ცხოვრება შესანიშნავი იყო.

1928 წელს, სამყაროს მათი პირველი ვაჟი, სერგეი მოევლინა. იმავე წელს, პეტრემ აღმოაჩინა მეტალების ელექტროწინააღმდეგობის ხაზობრივი ზრდის კანონი(კაპიცას კანონი). 1932 წელს, მას უმცროსი ვაჟი, ანდრეი შეეძინა. ოჯახი, უფრო კერძოდ კი მისი ცოლი, პეტრეს ახალი საყრდენი და მხარდამჭერი იყო.

1934 წელს, პეტრე კაპიცამ მიიღო თხევადი ჰელიუმი, რაც დაბალი ტემპერატურის ფიზიკაში სწრაფ პროგრესს განაპირობებდა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა კემბრიჯში ძალიან წარმატებული იყო, რაც სამშობლოში უყურადღებოდ ვერ დატოვებდა. ამავე წელს, პეტრე ოჯახით ჩავიდა სამშობლოში, ახლობლების სანახავად, როგორც ამას ყოველ წელს აკეთებდნენ. თუმცა, კემბრიჯში დაბრუნება ახლო მომავალში მას აღარ ეწერა.

უკანა გზაზე, პეტრე ხელმძღვანელობამ მოიხმო და შატყობინა, რომ მისი ვიზა ბათილად ცნეს, რის გამოც ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა. ეს იყო მეცნიერის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი: არავითარი სამუშაო და პერსპექტიკა. თავის ნერვულ დაძაბულობას, იმ მძიმე თვეებში, ხანგრძლივი სეირნობით უმკლავდებოდა.

რამდენიმე თვის შემდეგ, მაღალჩინოსნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, პირადად კაპიცასთვის აეშენებინათ ფიზიკური ამოცანების ინსტიტუტი. ამისათვის, მას რეზერფორდის განკარგულებაში მყოფი მონდოვური ლაბორატორიიდან აღჭურვილობაც კი გადმოუტანეს. პეტრე თავად დაკავდა ინსტიტუტის გეგმის შემუშავებით.

1936-46 წლებში, პეტრე აქტიურად მუშაობდა თხევადი ჟანგბადის წარმოებაზე, სამხედრო საჭიროებებისთვის, კერძოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაქმნელად. ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ამავე პერიოდში, მან აღმოაჩინა ჰელიუმის ზეჟონადობა, რაც, ასევე, მისი ფუნდამენტური აღმოჩენა გახლდათ.

სწორედ ამ აღმოჩენისთვის, ნილს ბორმა სამჯერ გაუწია რეკომენდაცია კაპიცას ნობელის პრემიის ნომინანტობაზე. და მხოლოდ 1978 წელს, საბჭოთა მეცნიერი ბოლოს და ბოლოს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. სხვათაშორის, საპრემიო თანხა მან სრულად დაიტოვა, არ გაუყო საბჭოთა ხელისუფლებას.

კრემლის ხელისუფლებასა და კაპიცას შორის ურთიერთობა ყოველთვის რთული იყო. იგი ვერაფრით გახდა კომპარტიის წევრი, ამასთან, მუდმივად წერდა წერილებს საბჭოთა ხელმძღვანელობას(მხოლოდ 50 წერილი უშუალოდ სტალინის მიმართულებით დაწერა). მათში იგი საბჭოთა მეცნიერების განვითარების შესახებ თავის შეხედულებებზე საუბრობდა. ასევე, იგი ხშირად იცავდა სხვა მეცნიერებსა და მათ უფლებებს.

1945 წელს, იგი ატომური ნაღმის შექმნის საიდუმლო კომიტეტის წევრი გახდა. ეს სამუშაო უმძიმდა მეცნიერს, რადგან მისი მონაწილეობით ძალიან საშიში იარაღი იქმნებოდა. სწორედ ამიტომ, კაპიცამ სტალინს წერილი მისწერა თხოვნით, ჩამოეშორებინა ამ საქმისთვის, ხელმძღვანელობასთან პრობლემების არსებობის საბაბით. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ პეტრე კაპიცამ საბოლოოდ დაკარგა ხელისუფლების თვალში პატივისცემა.

თავისი საქმიანობა მან გააგრძელა აგარაკზე, სადაც საკუთარი ლაბორატორია ჰქონდა მოწყობილი. იზოლაციის წლები მან იქ დაჰყო, კვლევები არასდროს შეუჩერებია. მშობლიურ ინსტიტუტში დაბრუნება მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ მოახერხა. ხანში შესვლის შემდეგაც კი, იგი არ შეშინებია ხელისუფლების წინაშე თავისი შეხედულებების დაფიქსირებას.

მთელი ცხოვრება ფიქრობდა, რომ მხოლოდ სინდისით უნდა ეხელმძღვანელა, მასთან კომპრომისები კი შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. პეტრემ უერთგულა თავის პრინციპებს მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში. მეცნიერი 90-ე დაბადებისდღემდე 3 თვით ადრე გარდაიცვალა. მისი ხსოვნა დღემდე ცოცხლობს ჩვენში.

გარდა იმისა, რომ პეტრე თავისი სამეცნიერო ნაშრომებით იყო სახელგანთქმული, საკმაოდ ცნობილია მისი მახვილგონივრული გამონათქვამებიც. გადავწყვიტეთ, ეს გამონათქვამებიც გაგიზიაროთ და ასე აღვნიშნოთ მისი 125-ე იუბილე.

  1. “ცუდია ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს და ძალიან ცოტას ფიქრობს.”
  2. არსებობს ტყუილის სამი სახეობა: ტყუილი, უტიფარი ტყუილი და სტატისტიკა.”
  3. “საქმე ზომაში არაა. ატომური ბირთვი ძალიან მცირე ზომისაა, მის გარშემო ვნებათა ღელვა კი – ძალიან დიდი.”
  4. “რა თქმა უნდა, უნდა შეგეძლოთ სირთულეების გადალახვა, თუმცა უნდა შეძლოთ და ისინი თქვენ წინ დააყენოთ.”
  5. აქ არავინ ჩხუბობს – სამეცნიერო განხილვა მიმდინარეობს.”
  6. “ადამიანი ყოველთვის იმარჯვებს თავშეკავებულობით. ეს კარგია არა ნახევარი საათით, არამედ წლობით.”
  7. “ცხოვრება კარტის თამაშს ჰგავს, რომელსაც ისე თამაშობთ, რომ წესები არ იცით.”
  8. “ხელმძღვანელობა – ეს იმას ნიშნავს, არ უშლიდე კარგ ადამიანებს ხელს მუშაობაში.”

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს