ნებისმიერ ქალს ჰყავს დიდი ხნის ახლო დაქალი, რომელთანაც დროის გატარება და ყველაფერზე საუბარი სიამოვნებს. ვიღაც სკოლიდან, უნივერსიტეტიდან მეგობრობს, ხოლო ვიღაც ქმრის მეგობრის ცოლს დაუმეგობრდა. თუმცა, არსებობს ერთი ოქროს წესი: არ შეიძლება დაქალის ოჯახში შემოშვება. შეიძლება ითქვას, რომ თქვენი დაქალი თქვენს პირად ბედნიერებას ან ფსიქიკურ ჯანმრთელობას ნამდვილად არ შეუშლის ხელს, თუმცა ეს, ალბათ, იშვიათი გამონაკლისია.
ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა, გაერკვეს, რამდენად სასარგებლოა ეს რჩევა, და გადახედა ქალთა სხვადასხვა ფორუმს. ჩვენ ავირჩიეთ 3 ტიპური ისტორია, რომლებიც ყველაზე ხშირად ხდება, თუ დაქალს ოჯახში შემოუშვებთ. (სტატიაში სახელები შეცვლილია).
ახლო მეგობარი
1. ელისაბედი, 43 წლის: “ახლა ჩვენ ჭკვიანი და კარგი ფსიქოლოგები ვართ. თუმცა, 17 წლის მანძილზე არ ვიცოდი, რომ არსებობს ასეთი ცნება “აბიუზი”, როცა ადამიანი სხვის ხარჯზე ცდილობს თვითდამკვიდრებას. ჩემი დაქალის წვრილ მინიშნებებს მშვიდად მივაწერდი იუმორის განსაკუთრებულ შეგრძნებას, თითქოს, ასეთი ხასიათის იყო. დანარჩენ ყველაფერში კარგი იყო: მხიარული, ეშმაკი, მიზანმიმართული მეგობარი, რომელიც ყოველთვის მზადაა დასახმარებლად, ცხოვრებისეულ საკითხებში.”
-“თუმცა, დროთა განმავლობაში, მისი ხუმრობები თანდათან მაღიზიანებდა. იგი მოურიდებლად ამხედრებდა ჩემს ქმარს ჩემ წინააღმდეგ, უხერხულ სიტუაციაში მაგდებდა ისე, რომ კონკრეტულ რამეზე ვერ ვბრაზდებოდი. პირად საუბარში კი ყოველთვის ჩემს ქმარს ლანძღავდა, მისი შეხედულებების გამო. ყურები ისე გამომიჭედა, რომ თავად დავიწყე დაკვირვება ჩემი ქმრის მცირე ნაკლებზე, რომლებიც ბოლოს ჩემს გაღიზიანებასა და კონფლიქტებს იწვევდა.
როცა ამას მივხვდი, გადავწყვიტე, მეგობარს ნაკლებად შევხვერდოდი, თანაც მხოლოდ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. ჩვენი ურთიერთობა ამინდის პროგნოზამდე, სამსახურამდე და სხვა საქმიან წვრილმანებამდე დაეცა. თუმცა, ახლა აღარ მყავს ოჯახი, ქმარი და სხვა პრობლემები. სხვათა შორის, ცხოვრება გაცილებით გამიმარტივდა!”
2. ელზა, 37 წლის: “მე ერთი დაქალი ინსტიტუტიდან მოყოლებული მყავს. ქალი კი არა, მოსიარულე ხიბლია – მაღალი, ტანწერწეტა და ძალიან მიმზიდველი. მასთან მეგობრობა ძალიან მომწონს, მისი მარტივი ხასიათის, პოზიტიური განწყობის გამო, თანაც, მასთან თავს კარგად ვგრძნობ, მეხმარება რჩევითაც და საქმითაც, როცა საჭიროა.
თუმცა, ჩემს ქმარს წელიწადში ერთხელ თუ ხვდება: ქორწილზე, შვილის ნათლობაზე, ჩემს დაბადებისდღეზე. არა, არ ვარ დაკომპლექსებული და არც მშურს, უბრალოდ ვუფრთხილდები ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ოჯახის სიმთელეს.”
-“საქმე ისაა, რომ მას დაუჯერებელი ქალური ენერგეტიკა აქვს. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, თუ ბიჭს გავიცნობდი და მომეწონებოდა, მას შემდეგ, რაც ჩემს ცეცხლოვან დაქალს გავაცნობდი, იგი უყვარდებოდა და მე თავს მანებებდა. ასე არაერთხელ მომხდარა. სწორედ ამიტომ, მე გააზრებულად არ ვპატიჟებ მას სახლში, როცა ქმარი შინაა, თორემ ახლა უკვე მარტოხელა დედა ვიქნებოდი. აი, დღემდე ისე ვცხოვრობთ, რომ ერთმანეთს ცხოვრებაში ხელს არ ვუშლით.”
3. ლალი, 32 წლის: “7 წლის წინ, ახალ სამსახურში დავუმეგობრდი კოლეგას. თუმცა, ეს აღმოჩნდა უბედურებების მაგნიტი. მას დროდადრო რაღაც უსიამოვნება ემართებოდა, მუდმივად მთხოვდა დახმარებას ჯერ მე, შემდეგ კი ჩემს ქმარს: ადამიანის გაცნობას, დღესასწაულის მოწყობასა და მსგავს წვრილმანებს. მესმის, რომ ერთმანეთს უნდა დაეხმაროთ, თუმცა ზომიერება ყველაფერში საჭიროა.”
-“მას ყველა სიახლის გაგება სურდა და ოჯახის მეგობრად იქცა, ერთი შეხედვით, კეთილისმსურველი იყო და რჩევებს არასდროს იშურებდა. ერთხელ ფულის სესხება მთხოვა, ეს ქმარს დავუმალე, რაც თავადაც იცოდა. 2 კვირაში ფული დამიბრუნა, თუმცა, როგორ?
ჩემს ქმარს ქუჩაში შეხვდა და მთელი ფული მას მისცა. სახლში, რა თქმა უნდა, სკანდალი მქონდა. ესეც შენი სიკეთე. მოკლედ, ჩვენს სახლში ფეხს ვეღარ შემოადგამს. მე მასთან ვაგრძელებ ურთიერთობას სამსახურში, თუმცა, როგორც ჩანს, ასე მას არ აწყობს.”
ვისთან მივრბივართ ქალები, ყველაზე ხშირად, პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემების დროს? სწორია, დაქალებთან! საუკეთესო საქმროც კი ვერ მოგანიჭებთ სიამოვნებას, თუ მასზე ვერავისთან დაიტრაბახებთ. თუმცა, კარგი ოჯახური ცხოვრების წინაპირობაა პირისა და კარის დროულად დახურვა. ბედნიერებას სიჩუმე უყვარს.