როგორ მოვაშოროთ კარადიდან უსიამოვნო სუნი

1496

კარადაში უსიამოვნო სუნის გაჩენა დიასახლისებისთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა. მიზეზი იმისა, რომ ნივთები სარეცხი კონდიციონერის სურნელს კი არა, რაღაც გაფუჭებულის სუნს აფრქვევს, მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. მოდით, განვიხილოთ მათგან ყველაზე უფრო გავრცელებული მიზეზები და მათი აღმოფხვრის გზები.

რატომ ჩნდება კარადაში უსიამოვნო სუნი

  • გარეცხილი და გასარეცხავი ტანსაცმლის მეზობლობა. უმჯობესია, ყოველდღიური ნივთებისთვის გამოყოთ ცალკე თარო – ასე არომატები არ აირევა და სუფთა თეთრეულიც უფრო დიდხანს იქნება სუფთა.
  • არასათანადო გაშრობა. ხშირად, კარადაში საშინელი სუნი მასში სველი ქსოვილების მოთავსების გამო ჩნდება. განსაკუთრებით მომატებული ტენიანობა აქტუალურია სეზონებს შორის პერიოდში, როცა გათბობის სეზონი დამთავრდა ან ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ გაურეცხავი ნივთების კარგად გაშრობას.
  • დაორთქლვა დაუთოების დროს. უსიამოვნო სუნს შეიძლება იწვევდეს ახლახან დაორთქლვის რეჟიმით დაუთოებული თეთრეული, რომელიც უთოს ყველა თანამედროვე მოდელს აქვს. დაუთოების შემდეგ, ცოტახანს კიდევ დაფინეთ თეთრეული და მხოლოდ ამის შემდეგ დაალაგეთ თაროებზე.
  • დახურული სივრცე. ჩახუთულობაც ცუდად აისახება კარადის მიკროფლორაზე. არ დაგავიწყდეთ ტანსაცმლის განიავება.
  • ძველი ტანსაცმლის შენახვა. თუ რომელიმე ნივთს არ იყენებთ, გადასაგდებად კი გენანებათ, შეინახეთ იგი საწყოში და არა კარადაში.
  • თამბაქოს კვამლი. ნუ მოათავსეთ კარადაში ისეთ ნივთს, რომელიც სიგარეტის კვამლითაა გაჟღენთილი, ასევე, არ მოწიოთ სახლში.
  • მტვერი. თაროებზე მტვრის დაგროვება თეთრეულს კარგ არომატს არ მატებს. პერიოდული სველი დალაგება დაგეხმარებათ სიახლის შენარჩუნებასა და ბაქტერიების გამრავლების პროფილაქტიკაში.

როგორ მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი კარადიდან

ძველ ავეჯს თავისთავად არ აქვს კარგი სუნი, ამას კი ემატება მასში მოთავსებული ნივთის უსიამოვნო არომატი. კარადაში სიძველის სუნის მოშორება შესაძლებელია, ამისათვის:

  1. გამოალაგეთ ყველაფერი.
  2. გაწმინდეთ თაროები და კედლები საპნის ხსნარით.
  3. დაამუშავეთ ზედაპირები სოდისა და ძმრის ხსნარით, 1 ჩ.კ. 2 ს.კ.-ზე. ამ საშუალების ნაცვლად, შეგიძლიათ წყალბადის ზეჟანგის გამოყენებაც.
  4. დაელოდეთ, სანამ კარადა გაშრება, კარები ღია უნდა იყოს.
  5. დააბრუნეთ თეთრეული.

სისუფთავისა და სიახლის არომატის შესანარჩუნებლად, ამოირჩიეთ ერთ-ერთი ამ საშუალებათაგანი:

  • სუნამო, კრემი, ეთერზეთი. შეგიძლიათ, თაროებს პერიოდულად შეაშხეფოთ საყვარელი სუნამო. კიდევ ერთი ვარიანტია კარადაში ტუალეტის წყლის, კრემის, ეთერზეთის ცარიელი ფლაკონის დატოვება თავღიად.
  • საპონი. ნივთებს სასიამოვნო არომატი რომ შესძინოთ, რეკომენდებულია, კარადაში სურნელოვანი საპნის ნაჭრები მოათავსოთ.
  • არომაქაღალდი ან სანთლები. მოათავსეთ რომელიმე მათგანი კარადაში.
  • ბალახებისა და ყვავილების საშე. არომატიზატორის დასამზადებლად, შეკერეთ პატარა ტომარა მკვრივი ბამბის ქსოვილისგან და მოათავსეთ მასში ხმელი ბალახები. ეს შეიძლება იყოს მელისა, ბაღის პიტნა, ლავანდა…
  • ციტრუსის ცედრა. ლიმონის, ფორთოხლის, გრეიფრუტის ცედრა კარგად გაახმეთ და დადეთ კარადაში. განაახლეთ 2-3 კვირაში ერთხელ.
  • ჩაის პაკეტები. ახლა გაყიდვაში არომატული ჩაის უზარმაზარი არჩევანია. უბრალოდ სკოჩით მიაწებეთ კარადის კედლებს ჩაის პაკეტები და შეცვალეთ 1-2 კვირაში ერთხელ.
  • ყავის მარცვლები. ყავა არამხოლოდ სასიამოვნო არომატს გამოსცემს, არამედ შთანთქავს უსიამოვნოს. უბრალოდ მოათავსეთ კარადაში მარცვლებით სავსე ქილა.
  • აბაზანის მარილი. იყიდება სხვადასხვა სურნელით, ღია ჭურჭელში შენახვისას, გამოსცემს სასიამოვნო არომატს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი პრობლემის აღმოფხვრა ძალიან მარტივია. უბრაოდ განაცალკევეთ სუფთა და გამოყენებული ტანსაცმელი, თეთრეული. რეგულარულად გაანიავეთ ოთახები და კარადები, არ დაუშვათ ნესტი. პერიოდულად გააცარიელეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ თაროებს. რამდენიმე მარტივი წესის დაცვით, ნივთებსაც დიდი ხნით შეუნარჩუნებთ სიახლეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს