ფულთან ყველას თავისებური ურთიერთობა აქვს. ზოგი თითოეულ თეთრს აგროვებს, ზოგი მთელ გამომუშავებულ თანხას ბოლომდე ხარჯავს, ზოგი კი ცხოვრების კომფორტულ დონესა და დაგროვებას შორის ბალანსის პოვნას ახერხებს. უფრო მეტიც, ფინანსურ ჩვევებში მხოლოდ საკუთარი შემოსავლის დონით და შეხედულებებით ვხელმძღვანელობთ.
ასტროლოგები თვლიან, რომ ადამიანის ფინანსური მდგომარეობა მის დაბადების თარიღზეც არის დამოკიდებული. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნისთვის ფულის დაგროვება საერთოდ საზიანოა. მოდით გავარკვიოთ, როგორი ფინანსური ჩვევა შეგეფერებათ თქვენ ყველაზე მეტად.
ცეცხლის ნიშნები
ვერძი
ნამდვილი მფლანგველი, რომელიც წამიერი სურვილებით ხელმძღვანელობს და მთელი ხელფასის (ზოგჯერ არა მხოლოდ საკუთარი ფულის) უაზროდ დახარჯვა შეუძლია. სწორედ ამიტომ, ვერძმა ფულთან მიმართებაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. თავად ყოველთვის ვერ უმკლავდება, სჯობს დაეხმაროთ. კარგი იქნება, თუ ვერძი ფულს სპეციალურ ანგარიშზე შეინახავს, საიდანაც ფულის გამოტანას მხოლოდ ნაწილობრივ, აუცილებელი ხარჯებისთვის შეძლებს.
ლომი
მას უყვარს ფუფუნება და ფიქრობს, რომ ფულის დათვლა უღირსი საქმეა. გასაკვირი არაა, რომ ლომი საკუთარ შესაძლებლობებს (ფინანსური კუთხით) ზედმეტად აფასებს და გატეხილ ვარცლთან რჩება. სპეციალისტები გირჩევენ, რომ ღრუბლებში არ იფრინოთ და ყოველდღიურ საქმიანობას უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ. ზედმეტი ფული არ გაფლანგოთ, არამედ განათლებაში ან საკუთარ ბიზნესში ჩადეთ.
მშვილდოსანი
ითვლება, რომ ამ ნიშნის წარმომადგენელი სიღარიბეს სხვებზე უფრო ხშირად ეჯახება. ის ხელგაშლილად ცხოვრების წინააღმდეგი არაა, მაგრამ მისი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. ეს მიზეზი არაა, რომ იწუწუნოთ, სხვები თქვენს წარუმატებლობაში დაადანაშაულოთ. ასე სხვებისთვის და საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცება მოგიწევთ, რომ ცუდი დასაწყისი თქვენთვის ხელისშემშლელი არაა.
მიწის ნიშნები
კურო
აი, კუროს ფულის გამომუშავება შეუძლია. თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ის ზედმეტად ბევრს ინახავს და ყოველგვარ ხარჯზე უარს ამბობს. ცუდი არ იქნება, თუ ცხოვრებას ცოტა სიმსუბუქეს და გართობას დაუმატებს და შესაფერის მომენტს აღარ დაელოდება. ცხოვრება ხომ ახლა და აქ მიმდინარეობს. ფულს ხელი მოკიდეთ და ბუნდოვანი პერსპექტივის სანაცვლოდ სიამოვნებაზე უარი არ თქვათ!
ქალწული
ქალწულს ფინანსების მოწესრიგება არ აწყენდა. მას ფულის გამომუშავება და დაგროვება შეუძლია, მაგრამ ერთ წამში შეუძლია ბევრი თანხის გაქრობა. მან ყველა ხელმისაწვდომი საშუალების მკაცრი ანგარიში უნდა გააკეთოს ან ეს საქმე უფრო გონიერ ადამიანს მიანდოს.
თხის რქა
თხის რქისთვის ფულის დაგროვება რეკომენდებული არაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მალე ანგარებიან წუწურაქად გადაიქცევა, რომელსაც ზედმეტი თეთრის დახარჯვა აშინებს. ეს მის ემოციურ მდგომარეობაზე ცუდ გავლენას ახდენს. მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს: მფლანგველ მეგობრებს შეხედეთ და თქვენც ასეთი სიმსუბუქით დახარჯეთ. რა აზრი აქვს ფულის დაგროვებას, თუ ცხოვრებას სიამოვნება არ მოაქვს?
ჰაერის ნიშნები
ტყუპები
ის გართობაზე გიჟდება, ამიტომ ბოლო თეთრს მარტივად ხარჯავს, ოღონდ კი გულიანად გაერთოს. ტყუპებს დაჟინებით ურჩევენ, რომ არა მხოლოდ ფული დააგროვონ, არამედ მომგებიან პროექტებში ჩადონ. ეს არა მხოლოდ საქმის მოგვარებაში დაგეხმარებათ, არამედ ფულის რეალურ ღირებულებასაც გაიაზრებთ.
სასწორი
სასწორს შორის გვხდება შემოქმედებითი პიროვნებები, რომლებმაც ფულის მართვა არ იციან და სწავლაც არ სურთ. ისინი მოკრძალებულ ცხოვრებას ანიჭებენ უპირატესობას, ამიტომ დანაზოგის არ არსებობა არ აშინებთ. ისღა დაგრჩენიათ ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლის არჩევანს პატივი სცეთ.
მერწყული
მფლანგველ მერწყულს ცდუნების გაძლება უჭირს, მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში, სადაც ნებისმიერი ოდენობის თანხის დახარჯვა შეიძლება. ის ყველა შენაძენზე კარგად უნდა დაფიქრდეს და შეიძინოს მხოლოდ ის, რომელიც დაგეგმილი ჰქონდა. საშუალების ნაწილის გადადება ზედმეტი არ იქნება.
წყლის ნიშნები
კირჩხიბი
მას კაპიტალის დაგროვება შეუძლია, თუმცა ფულზე ჩაციკვლა თითოეული დღით სიამოვნების მიღებაში ხელს უშლის. კირჩხიბმა თვეში ერთხელ მაინც დღესასწაული უნდა მოიწყოს და გასართობად ცოტა ფული გამოყოს. კარგი იქნება, თუ ყოველგვარ სასიამოვნო ნივთებზე რეგულარულად შემოსავლის კონკრეტულ ნაწილს გადადებთ.
მორიელი
ამ ცბიერ ადამიანს დიდხანს სხვის ხარჯზე ცხოვრება და ყველაზე აუცილებელ ნივთებზე ფულის დაზოგვა შეუძლია. მორიელისთვის დანაზოგის ქონა მისი სულიერი სიმშვიდის საფუძველია. უფრო მეტიც, ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს ფულის დახარჯვას თითქმის ვერ აიძულებთ.
თევზები
კრედიტებთან და ვალთან საქმე ხშირად აქვთ. მისი ფინანსები ხშირად სავალალო მდგომარეობაშია მხოლოდ იმ მიზეზით, რომ შესაძლებლობებს არ იყენებს. ხშირად ამის მიზეზია – საკუთარ ძალებში უნდობლობა ან რაღაც ახლის არ გამოცდის სურვილი. საკმარისია, კარგად დაფიქრდეთ და სხვებს დახმარება სთხოვოთ, რომ ფინანსური საქმეების მოგვარება შეძლოთ.
საინტერესოა, რომ ზოგს ბედნიერებისთვის ფულის დაგროვება სჭირდება, რომ ხვალინდელ დღეში თავდაჯერებული იყოს, სხვებს კი უბრალოდ ბევრის ხარჯვა სჭირდებათ. ყველა ადამიანი განსხვავებულია, ამიტომ ფულთან დამოკიდებულება ყველას თავისებური აქვს. აუცილებლად მოგვწერეთ, აღწერა თქვენს გამოცდილებას თუ დაემთხვა.