დღემდე არ იცით, რისი მომზადება შეიძლება ლავაშისგან? მოდუნდით, ჩვენმა რედაქციამ შეკრიბა შესანიშნავი რეცეპტები ლავაშის კერძებისთვის. ისინი ცხოვრების ნებისმიერი შემთხვევისთვის გამოგადგებათ: სრულყოფილი სადილი ან ვახშამი, ლანჩი სამსახურში წასაღებად თუ ფურშეტი მოულოდნელი სტუმრებისთვის.
კერძები ლავაშისგან
დღეს თქვენ გაიგებთ, თუ რა უნდა გაახვიოთ ლავაშში, გემრიელი და ორიგინალური რულეტის მისაღებად. თქვენ წინაშეა 13 მარტივი და ორიგინალური რეცეპტი. მოემზადეთ სიამოვნებისთვის!
გემრიელი შიგთავსი ლავაშისთვის
- დაჭყლიტეთ ჩანგლით ერთი ქილა თევზის კონსერვი თავის წვენში. დაუმატეთ 200 გ დახეხილი ყველი, კამა და მაიონეზი. გაახვიეთ რულეტად ლავაში, გააჩერეთ 10-15 წუთით.
- დაჭერით თხლად 350 გ მოხარშული ქათმის ფილე. შეურიეთ მსხვილად დახეხილ 2 შეკვრა მდნარ ყველს. დაუმატეთ ნებისმიერი ნედლი მწვანილი.
- 3 კარტოფილი მოხარშეთ და დახეხეთ მსხვილად. შეურიეთ მაიონეზი, ხახვი,მწვანილი და კუბებად დაჭრილი ნაკლებად მარილიანი ქაშაყი.
- 200 გ ხაჭოს შეურიეთ 2 ს.კ. არაჟანი და კამა. დაუმატეთ 2 დაქუცმაცებული ნივრის კბილი. მოაყარეთ მარილი გემოვნებით.
- გაატარეთ ხორცსაკეპში 200 გ მოხარშული ლობიო. 1 დიდი ხახვი დაჭერით კუბებად და შეწვით კარაქზე. შეურიეთ ლობიო, მოთუშული ხახვი და 2 კბილი ნიორი. მოაყარეთ მარილი გემოვნებით და დაუმატეთ 0.5 ჩ.კ. ხმელი სუნელი.
- კუბებად დაჭერით 250 გ კრაბის ჩხირები და 1 ნედლი კიტრი. 2 კვერცხი მოხარშეთ და დახეხეთ მსხვილად. შეურიეთ ყველაფერი მაიონეზს, დაუმატეთ მარილი და ნებისმიერი მწვანილი.
- დახეხეთ 200 გ ლორი და ამდენივე ყველი. 2 კიტრი დაჭერით ჰორიზონტალურად, თხელ სლაისებად. ლავაშს წაუსვით მაიონეზი და ფენებად დაალაგეთ ლორი, ყველი და კიტრი.
- დახეხეთ 1 სტაფილო, 2 კიტრი და შეურიეთ მაიონეზს. პომიდორი დაჭერით რკალებად. მოათავსეთ ლავაშზე სტაფილოსა და კიტრის ნარევი, ზემოდან კი პომიდვრის ნაჭრები.
- გაფცქვენით ბადრიჯანი და დაჭერით ჰორიზონტალურ ზოლებად, 0.5 სმ სისქით. მოაყარეთ მარილი, დააყენეთ 20 წუთით, სიმწარე რომ გაუვიდეს. გარეცხეთ გამდინარე წყალში, გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცებით და შეწვით ორივე მხრიდან ზეთზე.ლავაშის ფირფიტაზე მოათავსეთ შემწვარი ბადრიჯანი და წაუსვით არაჟანი. ზემოდან დაალაგეთ პომიდვრები. სურვილისამებრ, დაუმატეთ ნიორი.
- დახეხეთ 3 კიტრის მწნილი და ამდენივე კარტოფილი. შეურიეთ ბოსტნეული შებოლილ ქათმის ფილეს, მწვანე ბარდასა და მაიონეზს.
- 200 გ სულგუნი დახეხეთ მსხვილად. დაუმატეთ 2 მოხარშული კვერცხი, კამა და ქინძი. ეს შიგთავსი გაახვიეთ ლავაშში და შეწვით ტაფაზე ან გრილზე.
- 200 გ შამპინიონი შეწვით ხახვთან ერთად ზეთზე. გააგრილეთ და დაუმატეთ 100 გ ყველი და კამა.
- ლავაშს წაუსვით დარბილებული მდნარი ყველი. ზემოდან დაალაგეთ სალათის ან პეკინური კომბოსტოს ფოთლები. ახლო კიდეზე დაალაგეთ ნახევარი ქილა დაკონსერვებული ორაგული, შუაში დაყარეთ დახეხილი ყველი და კრაბის ჩხირები.
- საუზმის შესანიშნავი ვარიანტია ტკბილი რულეტი ლავაშით. შიგთავსად გამოგადგებათ რბილი ხაჭო და ნებისმიერი ხილი ან ჯემი. ხრაშუნა რულეტებ რომ მოამზადოთ, შეწვით ორივე მხრიდან მშრალ ტაფაზე.
გემრიელი და მსუყე კერძი გამოგივათ, თუ რულეს ხორციანი შიგთავსით ღუმელში გამოაცხობთ.
გამომცხვარი ლავაშის რულეტი
ინგრედიენტები:
- 4 ლავაში
- 1 კგ ხორცის ფარში
- 400 გ ყველი
- 3 კვერცხი
- 8 პომიდორი
- მწვანილი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
- შეწვით ფარში ტაფაზე, მომზადებამდე. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. პომიდორი დაჭერით რგოლებად.
- ლავაშზე დაალაგეთ გაგრილებული ფარში, ყველი და პომიდორი. მოაყარეთ დანაყული ან დაჭრილი მწვანილი.
- ზეთწასმულ ლანგარზე დაალაგეთ რულეტები. უხვად წაუსვით ათქვეფილი კვერცხი, დაასხით დარჩენილი მასა რულეტებს.
- აცხვეთ რულეტები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.
- გაგრილებული რულეტები დაჭერით ულუფებად და გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს