საკუთარი თავის ძიება ადამიანის მთავარი დავალებაა. გთავაზობთ ერთი საინტერესო და ზუსტი ტესტის გავლას, რომელიც პიროვნების ტიპს განსაზღვრავს. მაიერს-ბრიგსის ტესტი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს იმისთვის შეიქმნა, რომ ქალებს დახმარებოდა სამსახურში მოწყობასა და იმ მამაკაცების ჩანაცვლებაში, რომლებიც საბრძოლველად წავიდნენ. დღემდე, ბევრი დასავლური კომპანია სთხოვს პრეტენდენტებს ამ ტესტის გავლას, იმის გასაგებად, თუ რამდენად შესაფერისია ადამიანი ვაკანსიისთვის.
თქვენ უბრალოდ 4 კითხვას უნდა გასცეთ პასუხი და მიიღოთ ასოთა კომბინაცია, ჩვენი რედაქცია კი შედეგს გაგაცნობთ.
მაიერს-ბრიგსის ტესტი
აირჩიეთ პასუხები და მიიღეთ ასოთა კომბინაცია:
1. ძალიან დაიღალეთ, სამუშაო კვირა დაძაბული იყო და, აი, როგორც იქნა, უქმეები დადგა. როგორ გაატარებთ მათ?
E: დავურეკავ მეგობრებს, ვკითხავ, რა გეგმები აქვთ. ყველა ერთად ვნახავთ ფილმს ან ბოულინგს ვითამაშებთ, ან ახალ რესტორანში ვისადილებთ.
I: სახლში დავრჩები დასასვენებლად და ტელეფონს გამოვრთავ. ჩავწვები აბაზანაში, სერიალს ვუყურებ, გამოვიძინებ.
2. ამ ორიდან რომელი გახასიათებთ საუკეთესოდ?
S: ყოველთვის ვაანალიზებ ყველა მოვლენასა და საქმის რეალურ მდგომარეობას, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ დეტალებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიცხოვრო დღეს და ახლა, და არა ჩემს ოცნებებში.
N: მიყვარს ოცნება და მომავალი მოვლენების სცენარის შედგენა. ყველაფერს ფილოსოფიურად ვუდგები. ინტუიცია ჩემი მთავარი მრჩეველია, არავითარი ანალიტიკა.
3. თქვენი დამსაქმებლის კონკურენტი ცდილობს თქვენს გადატყუებას თავის ფირმაში. თქვენ წონით დადებით და უარყოფით მხარეებს: იქ მეტს გადაგიხდიან, თუმცა აქ მეგობრული კოლექტივია, თანაც, განყოფილების უფროსმა მიგანიშნათ, რომ შეიძლება დაგაწინაურონ. რას გადაწყვეტთ?
T: შევისწავლი ხელმისაწვდომ ინფორმაციას კონკურენტი კომპანიის შესახებ, ახლობლებს რჩევას დავეკითხები, ავწონი ახალი ვაკანსიის ნაკლსა და ღირსებებს, ამ საკითხს სერიოზულად მივუდგები.
F: ახალ სამუშაო ადგილზე გადავალ თუ არა, ჩემს შინაგან შეგრძნებებზეა დამოკიდებული. აი, გადაწყვეტილების მიღების დღეს თუ გავიღვიძებ და წასვლას გადავწყვეტ, წავალ.
4. თქვენი ძალიან ახო მეგობრების ქორწილზე მეჯვარე ხართ და ეხმარებით საორგანიზაციო საკითხებში. ამ მოვლენამდე 2 კვირა დარჩა. როგორ წავა მომზადების საქმეები?
J: მე უკვე დავიქირავე მუსიკოსები, მოვიფიქრე თამაშები და მოვამზადე წყვილის ცხოვრების ვიდეოპრეზენტაცია. ჩავეწერე სტილისტთან და ავირჩიე ტანსაცმელი.
p: ვერ ვიტან დადგმულ ღონისძიებებს. მირჩევნია, ყველაფერი სპონტანურად გავაკეთო. გავერთობი და სადღეგრძელოების დროს ძველ ხუმრობებს ვიტყვი, დიდად არ გავიხარჯები.
ახლა კი ნახეთ, რას ნიშნავს ასოთა თქვენეული კომბინაცია:
ESTJ – რეალისტი, უფროსი
შრომისუნარიანი, სოციალურად ადაპტირებული ტიპი ხართ, ყოველთვის გრძნობთ აუცილებლობას, მიიყვანოთ დაწყებული საქმე ბოლომდე. გეგმავთ საქმიანობას, პრაქტიკულად უდგებით გარშემო არსებულ ნივთებს. მოსწონს სიყვარულისა და მზრუნველობის გამოვლენა ახლობლებთან, უყვარს ხმაურიანი გართობა, კამპანიები. დიდსულოვანი, თუმცა იმპულსური და ჯიუტია.
უყვარს წესრიგი ყველაფერში, უყვარს დაგეგმვა და ორგანიზაციული საქმიანობა. ყველაზე მეტად მოსწონს გარშემომყოფებისთვის თავისი სიმართლის დამტკიცება და საკუთარი მოსაზრებისკენ გადახრა.
ENTJ – მეწარმე
შეუძლია თავისი შესაძლებლობებისა და უნარების მკაფიოდ გამოკვეთა, მარტივად შთაგონდება და იწყებს ახალ საქმეებს, უყვარს სპორტის დინამიური სახეობები, რომლებიც მას ექსტრემალურ შეგრძნებებს ჩუქნის. გრძნობს ახალ ტენდენციებს, მიდის რისკზე, ეყრდნობა ინტუიციას. ითხოვს კონტროლს და აქვს ლიდერობის უჩვეულო შესაძლებლობები.
ESFJ – მფარველი
ფრთხილი, დიდსულოვანი, წესრიგის მოყვარული და უაღრესად მზრუნველი ადამიანია. იგი ძალას აძლევს საკუთარ თავსაც და ყველაფერს, რასაც ხედავენ, ესმით, გრძნობენ, ეხებიან და ცდიან. შესანიშნავად ეწყობიან ადამიანებს, მარტივად აბამენ ნაცნობობას. სხვა ადამიანებისთვის ხშირად წირავენ საკუთარ ინტერესებს.
აქვთ საკუთარი თავისა და სხვების ღრმა ანალიზის უნარი. ძალიან მოწყვლადია, თუმცა, არ ავიწყდება საკუთარი ღირსებების შესახებ. ასეთ ადამიანებს შორის, ხშირად გვხვდებიან ექიმები, სამხედრო მოსამსახურეები და მეხანძრეები.
ESTP – მოუსვენარი
ადამიანთა ამ ტიპს უყვარს მბრძანებლობა და ვერ იტანს დაქვემდებარებას. სიტუაციის გაანალიზებისას, უყვარს მოქმედებათა კონკრეტული გეგმის შედგენა და მას მტკიცედ მიჰყვება. ნებისმიერ ფასად ცდილობს თავისი მიზნების მიღწევასა და კონკურენტების მოშორებას, ფიზიკური ძალის გამოყენებითაც კი.
შეუძლია სწრაფი, ზუსტი, პრაქტიკული, ობიექტური და მკაფიო პასუხი გასცეს ნებისმიერ სიტუაციას. ასეთი ადამიანები დიდხანს არ სხდებიან ერთ ადგილას, ისინი ყოველთვის რაღაცას აკეთებენ და თამამად მიდიან რისკზე. გარშემომყოფებს უჭირთ მათი მოქმედებების წინასწარ გამოცნობა, არადა მათ ყოველთვის აქვთ მკაფიო გეგმა.
ENFJ – მწვრთნელი
მისი ყურადღება კონცენტრირებულია მათზე, ვინც მის გარშემოა, შესანიშნავად ესმის, ვის რა სჭირდება. კარგად განვითარებული ინტუიცია აქვს. ესაა ზეემოციური პიროვნება, რომელიც შთაგონებისა და ემოციათა ფართო სპექტრის გამოვლინებისკენაა მიდრეკილი. აქვს გამომხატველი მიმიკა და მჭერმეტყველია. თუმცა, სიყვარულში ძალიან ეჭვიანი და მთავარია. კარგად ერკვევა ადამიანებში.
ENTP – გამომგონებელი
ამ ტიპის ადამიანს ინტერესთა ძალიან ფართო სპექტრი აქვს. იგი ყოველთვის რაღაცას სწავლობს და იდეათა გენერატორად გვევლინება. არ უყვარს რუტინა და ტრადიციები, საქმეში კი სწრაფად ეგუება სიახლეებს. მას კარგი ლოგიკური აზროვნება და ფანტაზია აქვს, ამიტომაც ყოველთვის ნოვატორად ჩნდება სხვადასხვა საქმეში.
მარტივად გადმოსცემს თავის აზრებს და ხშირად იკავებს წამყვან პოზიციებს. თუმცა, ხშირად იცვლის არამხოლოდ სამუშაო ადგილს, არამედ საქმიანობის სფეროსაც, რამდენადაც რაღაც ახლის შეცნობა სურს.
ESFP – საქმიანი
კარგად ერკვევა ადამიანებში და მათ მანიპულაციასაც ხშირად ახერხებს. ურჩევნია, უხელმძღვანელოს მასზე სუსტებს, მკაფიოდ განსაზღვროს მათი სუსტი წერტილები. უყვარს დისტანციის დაცვა, ურთიერთობაში ხშირად ხელმძღვანელობს საკუთარი ინტერესებით. სხვების თვალში ასეთი ადამიანი ცდილობს, ორიგინალურ პიროვნებად გამოჩნდეს, თუმცა ამას არც ისე კარგად ახერხებს.
ძირითადად, დღევანდელი დღით ცხოვრობს. ძალიან მოუთმენელია, ამიტომ საქმეებს უფრო ხშირად იწყებს, ვიდრე ამთავრებს. ამასთან, ყველაფერში ჰარმონიისკენ მიისწრაფვის.
ENFP – გამარჯვებული
უყვარს შემოქმედებითი მუშაობა, ვერ იტანს ერთგვაროვნებასა და რუტინას. კონტაქტურია, უყვარს რჩევების გაცემა ადამიანებთან ურთიერთობის სფეროში. ენერგიული და ცნობისმოყვარეა. ექსტრავერსიისადმი მიდრეკილების, ინტუიციის, მგრძნობიარობისა და კარგი ათქმის კომბინაცია მას აძლევს თანამშრომლობის უნიკალურ უნარს, მონაწილეობს მრავალგვარ პროექტში და ღირსეულად უწევს წინააღმდეგობას დაბრკოლებებს.
ძალიან ჰარმონიული პიროვნებაა მაღალი ინტელექტით, ბალანსს ინარჩუნებს გარემოებათა მუდმივი ცვლილებების დროსაც კი.
INFP – რომანტიკოსი
ლირიკოსი და მეოცნებე ადამიანი, რომელიც პირველ ადგილას აყენებს შინაგან ჰარმონიას, საკუთარ თავთან შეთანხმებას. ასეთი ტიპი გარეგნობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. არ შეუძლია ეკონომია, მუშაობის დროს კი უყვარს დიდხანს დასვენება. მიისწრაფვის თვითშეცნობისკენ, უყვარს ახალი ჰორიზონტების გახსნა საკუთარ თავსა და სამყაროში. კარგად გრძნობს სხვა ადამიანებს და აქვს შესანიშნავი ინტუიცია.
ISFP – კომპოზიტორი
აქვს ჩვეულებრივი ცხოვრებით ტკბობის უნარი, მშვიდად იტანს ერთგვაროვნებასა და რუტინას. მარტივად ეწყობა ადამიანებს, პატივს სცემს მათ პირად სივრცეს, ამასთან, მათგანაც იმავეს ითხოვს. ასეთი ადამიანები უკონფლიქტოები და ხუმარები არიან. ხშირად, ძალიან მგრძნობიარე ხდება, უყვარს, როცა თავს სასურველად და მნიშვნელოვნად გრძნობს სხვა ადამიანების თვალში.
INTP – კრიტიკოსი
ესაა ფილოსოფიური გონების მქონე ერუდიტი. სერიოზულია გადაწყვეტილებების მიღების დროს და დიდხანს აანალიზებს სიტუაციას, ამიტომ, ხშირად, დაძაბულია. არ უყვარს ემოციების მკვეთრი გამოვლინება, აფასებს სიმყუდროვესა და კომფორტს. საკმაოდ მძიმედ ეგუება ცვლილებებს. არაა ნოვატორი, უპირატესობას ანიჭებს ტრადიციებს, კანონებსა და მორალურ დებულებებს.
INFJ – კონსულტანტი
ფაქიზად გრძნობს ადამიანებსა და მათთან ურთიერთობას. მარტივად განსაზღვრავს განწყოვასა და ფარულ ნიჭს, მას ხშირად მიმართავენ რჩევისთვის. თავადაც მარტივად სწყინს და მძიმედ იტანს აგრესიასა და სიყვარულის უკმარისობას. აქვს ძლიერი ინტუიცია. უყვარს თვითგანვითარება. ამ ტიპის ადამიანები გრძნობენ კაცობრიობისადმი მსახურების მოვალეობას და ამას სავსებით ორგანიზებულად და მოწესრიგებულად აკეთებს.
INTJ – მუზა
არ უყვარს ხმაურიანი კომპანიები, უჭირს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის აწყობა. თუმცა, აქვს უმდიდრესი შინაგანი სამყარო, რომელიც უსაზღვრო შესაძლებლობებს ინახავს. სიტყვები, გეგმები, პროექტები, იდეები, ხალხი – მას უნდა, რომ ეს ყველაფერი გააუმჯობესოს. პერფექციონისტი და ესთეტია.
ISFJ – მფარველი
მარტივად ამოიცნობს დადგმულ და ყალბ ურთიერთობებს, ადამიანებს ყოფს თავისებად და უცხოებად, იცავს ფსიქოლოგიურ დისტანციას. სწამს თავისი პრინციპებისა და მსოფლმხედველობის. აქვს საკუთარი თავისა და ახლობლების დაცვის უნარი, ვერ იტანს სხვა ადამიანების მორალურ უკეთესობას.
ISTP – ოსტატი
გამოირჩევა ტექნიკური გონებით, უყვარს ხელებით მუშაობა, ამასთან, ყველაფერს ვადებში ასწრებს. ამ ადამიანს აქვს კონკრეტული მსოფლმხედველობა, თუმცა, მისთვის მახასიათებელ იდუმალებასთან ერთად, ეს იწვევს არაპროგნოზირებად ქცევებს.
ISTJ – ინსპექტორი
გამოირჩევა ერთგვარი პედანტურობით. რეალურად უყურებს ყველაფერს, საქმეს მხოლოდ მაშინ ჰკიდებს ხელს, თუ იცის, რომ შეძლებს მის ბოლომდე მიყვანას. არ აინტერესებს ხანგრძლივი ურთიერთობა, უპირატესობას ანიჭებს საქმიან კონტაქტებს, მხოლოდ თანამშრომლობის პერიოდში. ორიენტირებულია საბოლოო შედეგზე. უყვარს წესრიგი და სიმკაცრე, ღრმად ერთვება საქმეში, აანალიზებს ინფორმაციას ყველა მხრიდან. არადროს დაფრენს ღრუბლებში.
თქვენ რა შედეგი მიიღეთ? ეთანხმებით ტესტის შედეგებს?