საუზმე კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მასზე მთელი დღის განმავლობაში ადამიანის მდგომარეობაა დამოკიდებული. გულწრფელად რომ ვთქვათ, ყველა არ საუზმობს, ხოლო თუ რამეს მიირთმევენ, ეს შვრიის ფაფა ნამდვილად არაა.
ცარიელ კუჭზე მირთმეული ზოგიერთი პროდუქტის მიღება ჯანმრთელობაზე ცუდ გავლენას ახდენს. „პაპარაცმა“ თქვენთვის სია შეადგინა, რომლის დახმარებით ისწავლით, თუ რისი ჭამა არ შეიძლება ცარიელ კუჭზე. საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნეთ!
რისი გაკეთება არ შეიძლება ცარიელ კუჭზე
1. ციტრუსი
ლამაზი ბიჭი თავის დილას ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენით იწყებს – ეს წარმატებული ადამიანის იმიჯია, რომლის ნახვასაც ტელეეკრანებიდან მიჩვეული ვართ. რეალურ ცხოვრებაში ამის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება. ცარიელ კუჭზე მირთმეული ციტრუსი და მისი წვენი შეიძლება გასტრიტის და ალერგიის მიზეზი გახდეს.
2. ბანანი
უკვე დიდი ხანია ბანანი ეგზოტიკური ხილი აღარაა. ის ჩვენი ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილი გახდა. სამწუხაროდ, ორგანიზმისთვის ყოველთვის სასარგებლო არაა. ბანანის გადამუშავება ნელა ხდება. თუ მას ჭამის წინ მიირთმევთ, ეს მუცლის შებერილობას და უსიამოვნო შეგრძნებებს გამოიწვევს. ამ მიზეზით ბანანის ჭამის შემდეგ წყლის ან წვენის დალევა არ ღირს. ექიმები გირჩევენ, რომ ეს ხილი სადილობიდან 1 საათის შემდეგ მიირთვათ.
3. ნედლი ბოსტნეული
ახალ ბოსტნეულში შემავალმა მჟავებმა შეიძლება კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, უზმოზე მისი მიღება არ შეიძლება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აქვთ.
4. იოგურტი
უზმოზე იოგურტის მირთმევა ისეთ ძლიერ ზიანს არ მოგიტანთ, როგორც ციტრუსი, მაგრამ სარგებელსაც ვერ მიიღებთ. დილით ორგანიზმს დამატებითი ბაქტერიები არ სჭირდება. სჯობს დაძინების წინ, ჭამიდან 2 საათის შემდეგ ჭამოთ. საჭმლის მომნელებელ სისტემას მხოლოდ ამ შემთხვევაში დაეხმარება.
5. ცივი წყალი
წყალი სიცოცხლის წყაროა და საჭმლის კარგი მონელებისთვის ბევრი წყალი უნდა დალიოთ. ეს მტკიცებულება მხოლოდ ოთახის ტემპერატურის ან ოდნავ თბილ წყალს ეხება. ცივი წყალი, პირიქით, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, ჭამის დროს მისი დალევა არ ღირს. დილით დალეული ცივი წყალი არაფერ სარგებელს არ მოგიტანთ, არამედ საჭმლის მომნელებელ პროცესს შეანელებს.
6. ტკბილეული
დილით პანკრეასი საკმარისი რაოდენობის ინსულინის გამომუშავებას ვერ ახერხებს, ამიტომ მისი ტკბილეულით „დატვირთვა“ ჯანმრთელობისთვის ნამდვილად საზიანოა. თუ უზმოზე ტკბილეულს ხშირად მიირთმევთ, სისხლში შაქრის დონე ნორმას გადააჭარბებს. მომავალში ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიო!
7. ყავა
ბევრისთვის დილით საყვარელი სასმელი არომატული ყავაა. ალბათ, უზმოზე, საუზმის მიღებამდე ყავის დალევა ერთხელ მაინც ყველას ნდომებია. და სულ ტყუილად, ყავა კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს, ეს კი შეიძლება გასტრიტის მიზეზი გახდეს. უზმოზე ყავის დალევა ღვიძლის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ამ ორგანოს სერიოზული წმენდის ჩატარება უწევს მაშინ, როცა ორგანიზმი ჯერ კიდევ სრულად გამოფხიზლებული არაა.
დილით სწორი კვება ეს კარგი განწყობის და ძლიერი ჯანმრთელობის 90%-ია. სწორედ ამიტომ, შეინახეთ იმ პროდუქტების სია, რომელთა ჭამა ცარიელ კუჭზე არ შეიძლება.