რატომ არ უნდა სცადოთ მეორე ნახევრის პოვნა

2119

სადჰგურუს რჩევებში ყველა იპოვის რაღაცას თავისთვის. უბედური შეყვარებულები ან ადამიანები, რომელთაც უიმედოდ მეორე ნახევრის პოვნა სურთ, გამონაკლისს არ წარმოადგენენ. დღეს გიზიარებთ ურთიერთობის გურუს ფიქრებს და მითებს იმ „იდეალური ადამიანის“ შესახებ, რომლის პოვნაც ყველას სურს. ადამიანებში მწარედ იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ, სადჰგურუს რჩევები ყურადღებით წაიკითხეთ.

იმედგაცრუება ადამიანებში

ადამიანები რომანტიკის და მგზნებარე, ვნებიანი სიყვარულის მნიშვნელობას ხშირად აზვიადებენ. მეორე ნახევრის ძებნისას პირველ რიგში ყურადღებას ამ შეგრძნებებს აქცევენ. ცოტა თუ უფიქრდება, რომ კარგი ადამიანის პოვნისას, ურთიერთობაზე მაინც ბეჯითად შრომაა საჭირო. იშვიათად ხდება ისე, რომ ადამიანები ერთმანეთს იდეალურად შეეფერებიან, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კონფლიქტებს და პრობლემებს დიდხანს ვერ იშორებენ.

რატომ ხდება ასე? პირველ რიგში, ჩვენ, ყველა ცხოვრების მანძილზე ვიცვლებით. ცვლილებები ყოველთვის ურთიერთობებს არ უკავშირდება. ზოგჯერ ადამიანი უბრალოდ იზრდება და სამყაროზე მისი შეხედულება იცვლება. მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანი 10 წლის შემდეგ სულ სხვანაირი იქნება და ეს სრულიად ნორმალურია. როგორც ის, რომ ურთიერთობის დასაწყისში ადამიანი ისე არ იქცევა, როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაში.

სადჰგურუ თვლის, რომ სწორი მეორე ნახევრის პოვნა განმარტებებით შეუძლებელია. ასეთი იდეალიზმით დაავადებული ადამიანების ფიქრები ხშირად რეალობისგან შორსაა. ასეთი ხედვა რომანტიკული სერიალების, ფილმების და წიგნების წყალობით იქმნება. მასში ხშირად არარეალურ ურთიერთობებს აღწერენ. თუ ამ წყაროებს ძალიან სერიოზულად ეპყრობით, მაშინ სწორედ ასეთ ურთიერთობას დაუწყებთ ძებნას.

და, რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან ადამიანებში იმედგაცრუებული დარჩებით, რადგან ისინი თქვენს ფანტაზიებს არ შეესაბამება. სადჰგურუ გთავაზობთ ჯერ საკუთარ თავს შეხედოთ და შეაფასოთ. თქვენშიც ბევრი ნაკლი და ყოველგვარი სისულელეა, როგორც სხვა ადამიანებში. მთავარია იპოვოთ ის, ვინც ამას მოერგება.

ადამიანის მოთხოვნილებები

უნდა გახსოვდეთ, რომ იდეალური ადამიანი არ არსებობს. აი, იპოვოთ ადამიანი, ვისი ნაკლიც თქვენს მსოფლმხედველობას არ დაარღვევს, რთული არაა. უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენი ყველა ურთიერთობა სხვადასხვა მოთხოვნილებას უკავშირდება. მოთხოვნილება კი ყველას განსხვავებული აქვს. როგორ მივხვდეთ, რომ სწორ ადამიანთან ხართ? სწორედ ასეთი ადამიანი მოისურვებს თქვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და თქვენ მისის მოთხოვნილებების.

მაგალითად, თქვენი მხარდაჭერის ან ურთიერთობის დიდი მოთხოვნილება გაქვთ. თქვენ გჭირდებათ ადამიანი, ვისაც უყვარს ურთიერთობა და ცხოვრების საიმედო მეგზური იქნება. ასეთი მოთხოვნების დაკმაყოფილება ყველას არ შეუძლია, თუნდაც გულწრფელ ადამიანებს. ეს ნორმალურია. მთავარია, საკუთარი თავი არ მოატყუოთ და საჭირო თვისებები არ მიაწეროთ იმას, ვისაც არ აქვს.

სადჰგურუს კიდევ ერთი რჩევა იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ საკუთარ თავში გარკვეულ ადამიანს აქვს ყველაზე ფართო არჩევანი. საკუთარი ფსიქიკა, გარეგნობა და ცხოვრების დანარჩენი სფერო მოაწესრიგეთ. ნამდვილად მშვენიერი ადამიანი ყველაფერში მშვენიერია: კარიერაში, ოჯახში, ურთიერთობაში. არ სცადოთ ირგვლივ ყველაფრის შეცვლა, როცა მუშაობა საკუთარ თავზე გჭირდებათ. ასე შეძლებთ იმ ადამიანის მოზიდვას, ვისთანაც თავს კარგად იგრძნობთ.

ასევე ნუ იფიქრებთ, რომ თქვენთვის მხოლოდ ერთადერთი სწორი ადამიანი არსებობს. ეს ასე არაა! მსოფლიოში ძალიან ბევრი შესანიშნავი ადამიანი არსებობს. თუ რომელიმე მათგანთან ურთიერთობა ვერ ააწყვეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბედნიერების ერთადერთი შანსი დაკარგეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს