როცა ირგვლივ ყველაფერი ნადგურდება და პირად ცხოვრებაში სინათლე არ ჩანს, კასტანედას წიგნი აიღეთ. კარლოს კასტანედას ციტატები დაგეხმარებათ სამყაროს, საკუთარ თავს და თქვენს მოქმედებებს სხვა კუთხით შეხედოთ. ოჰ, კარლოს, მხოლოდ შენ გესმის ჩემი!
დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რას ურჩევს კარლოს კასტანედა ქალებს, რომელთაც სიყვარულში არ უმართლებთ! ბრძნული და ლამაზი სიტყვები!
კარლოს კასტანედას ციტატები
როგორც ჩემი და ილონა ამბობს: „ჭკვიანი და წარმატებული ადამიანის განსაზღვრება სირთულეების დაძლევის და სიტუაციიდან გამოსვლის უნარით შეიძლება. ზოგი ნამდვილი პროფესიონალია, ზოგს კი ჯერ კიდევ სწავლა და სწავლა სჭირდება“. მაგრამ ურთიერთობაში პროფესიონალს ჯერ არ შევხვედრივარ. ის. ვინც მარტივად ახერხებს გაცნობას – რამდენიც გინდა. ის, ვინც ლამაზი ურთიერთობის დიდხანს შენარჩუნებას ახერხებს – ცოტა. აი, სრულად ბედნიერები კი ერთეულები არიან.
ამავე დროს ურთიერთგაგების, ურთიერთობის აწყობის, ჰარმონიული ოჯახის შექმნის საკითხი ყველასთვის მნიშვნელოვანია. გამოდის, პასუხიც ერთია.
ბავშვობაში კარლოს კასტანედას წიგნები მიტაცებდა და ახლა, უკვე ზრდასრულ ასაკში მის ერთ–ერთი წიგნს გადავაწყდი, ციტატა წავიკითხე და თავში ბევრი რამ დალაგდა.
ციტატა ასე ჟღერს: „თუ არ მოგწონთ ის, რასაც იღებთ, შეცვალეთ ის, რასაც გასცემთ!“ ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა შედეგს ვერ მიიღებთ, თუ პრობლემებს ერთი და იმავე გზით გადაჭრით.
მაგალითად, ჩემი და ჭკვიანი და ლამაზია: განათლებული, ლამაზი, ტაქტიკური ადამიანი და მის სახლში თითქმის იდეალური წესრიგი სუფევს. მისი ქმარი მოწესრიგებულია, პერანგი ყოველთვის სუფთა, ვახშამად კი ყოველთვის ახალი კულინარიული შედევრი. მაგრამ მათი ურთიერთობა საუკეთესოს სურვილს ტოვებს. ის არ აფასებს იმას, რაც აქვს!
აქ, შეიძლება გაბრაზდეთ, სკანდალი, ჩხუბი მოაწყოთ. მაგრამ ნერვები რატომ უნდა გაუფუჭოთ საკუთარ თავს და მას? ყველაფერი ხომ მარტივია: მას კომფორტის მიცემა უნდა შეუწყვიტოთ. არ მოგწონს – წადი! ადამიანი როგორ ძლიერად არ უნდა გიყვარდეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ შენ საკუთარი თავისთვის ერთადერთი ხარ და თქვენი გაუფასურების და უპატივცემულობის უფლება არავის არ აქვს.
შესაძლოა, ეს რთული, მტკივნეული და იშვიათია, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება. პატივისცემას და ადეკვატურ თვითშეფასებას უფრო მარტივი მეთოდებით ვერ დაიბრუნებთ. მხოლოდ კარდინალური ცვლილებებით!
აი, კასტანედას კიდევ რამდენიმე ციტატა, რომელიც თქვენს ყურადღებას იმსახურებს:
სასარგებლო რჩევები
„აზრი არ აქვს თქვენი ცხოვრება ერთადერთ გზას მიუძღვნათ, მით უმეტეს, თუ ამ გზას გული არ აქვს.“
„ისე მოიქეცით, თითქოსდა ეს სიზმარია. იმოქმედეთ თამამად და გამართლებას ნუ ეძებთ.“
„როგორც წესი, ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ ნებისმიერ მომენტში საკუთარი ცხოვრებიდან ნებისმიერი რამის მოშორება შეუძლიათ. ნებისმიერ დროს. დაუყონებლივ.“
„უნდა ეძებოთ და დაინახოთ სასწაული, რომელიც თქვენს ირგვლივ ბევრია. თქვენ მოკვდებით დაღლილობით, საკუთარი თავის გარდა სხვა არაფრის მიმართ ინტერესის გარეშე. და ამ დაღლილობის გამო სხვა ყველაფრის მიმართ ყრუ და ბრმა ხართ.
„საკუთარი მნიშვნელობის დაკარგვით ადამიანი მიუვალი ხდება.“
„მთელი ხრიკი იმაშია, თუ რაზე აკეთებთ კონცენტრირებას. თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს ან უბედურს ხდის ან ძლიერს. როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში აუცილებელი მუშაობის მოცულობა ერთნაირია.“
„როცა სამყაროს სიყვარულის თვალებით ვუყურებთ, ის საუკეთესო მხარეს გვაჩვენებს.“
კარლოს კასტანედის ციტატები სიბრძნით არის გაჟღენთილი. მთავარი დასკვნა, რომელიც გამოვიტანე – იყო ისეთი, როგორიც ხართ! საკუთარი თავი ნამდვილად უნდა მიიღოთ და იცხოვროთ ისე, როგორც თავად მოგწონთ. მთელი დრო არავის არ უნდა მიუძღვნათ და ემსახუროთ. ვიღაცას მოეწონებით ზუსტად ისეთი, როგორიც უკვე ხართ და ეს მშვენიერია!