რა უნდა შეჭამოთ ფარისებრი ჯირკვლების ჯანმრთელობისთვის

2917

ფარისებრი ჯირკვლები ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ორგანოა, რომლის ფუნქციის დარღვევაც ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდა–განვითარებაზე, ტვინის მუშაობაზე, ასევე სხვა ფიზიოლოგიურ პროცესებზე.

დაავადების პროფილაქტიკისა და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის გასაუმჯობესებლად სწორად კვება მნიშვნელოვანია. კერძოდ, რაციონში უნდა ჩართოთ პროდუქტები, რომლებიც ამ ორგანოს აუცილებელი ვიტამინებით, მიკროელემენტებით და ამინომჟავებით უზრუნველყოფს.

სასარგებლო პროდუქტები ფარისებრი ჯირკვლებისთვის

ვაშლი

მისი მიღებით ფარისებრ ჯირკვლებს სიმსივნის უჯრედების გაჩენისგან დაიცავთ. დრო და დრო ხილი მთლიანად, ანუ ქერქთან და თესლებთან ერთად უნდა შეჭამოთ. განსაკუთრებული ღირებულია ვაშლის თესლები, რომლებშიც 15%–მდე ცხიმოვანი ზეთი და იოდი, ასევე B17 ვიტამინი (სიმსივნის პროფილაქტიკას ხელს უწყობს) შედის.

ხურმა

ხურმა შეიცავს იოდს, ასევე მაგნიუმს, ნატრიუმს, რკინას, A, C და P ვიტამინებს. იოდი ფარისებრი ჯირკვლების სინთეზში მონაწილეობას, ნივთიერებათა ცვლაზე გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, ხურმის დესერტი ხშირად მიიღეთ.

ზღვის კომბოსტო

ბევრი იოდის გარდა ზღვის კომბოსტო კიდევ 40 ვიტამინს და ელემენტს შეიცავს, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლების სრულყოფილი ფუნქციონერებისთვის აუცილებელია.

ზღვის პროდუქტები

იოდის მაღალი შემცველობის, ასევე თუთიის, B12 ვიტამინის და სხვა მიკროელემენტების წყალობით ზღვის პროდუქტები ფარისებრ ჯირკვლებს კარგად აძლიერებენ. კიბორჩხალის ხორცი, კრევეტები, მიდიები დაკონსერვების შემთხვევაშიც სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებენ.

წითელი თევზი

ასეთი თევზი შეიცავს ტიროზინს, რომელიც ფარისებრი ჯირკვლების ჰორმონების სინთეზისთვის აუცილებელია. წითელი თევზი ომეგა 3 სასარგებლო ცხიმოვანი მჟავის წყაროა, რომელიც ფარისებრი ჯირკვლების სწორი მუშაობისთვის აუცილებელია.

მოცვი

მოცვი ანტიოქსიდანტების შემცველობით რეკორდსმენია. ფარისებრი ჯირკვლების მუშაობას აუმჯობესებს, ჰორმონების სინთეზსს ხელს უწყობს.

ისპანახი

მცენარეული კაროტინოიდები, რომლითაც ისპანახი მდიდარია, ფარისებრი ჯირკვლების მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს.

კაკალი

კაკალი ფარისებრი ჯირკვლების მუშაობას ააქტიურებს და იოდის უკეთ ათვისებას ხელს უწყობს. საუკეთესო ეფექტისთვის თაფლთან ერთად მიიღეთ. ამისთვის 3-4 ნიგოზი დანაყეთ და 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ. დილით უზმოზე 7-14 დღე შეჭამეთ.

ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები რაც შეიძლება ხშირად მიირთვით და ფარისებრი ჯირკვლების მკურნალობას შეუდექით. ყურადღება მიაქციეთ: ექსპერტები გირჩევენ ფარისებრი ჯირკვლები საღამოს „განკურნოთ“ – ასე მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ. ჯანმრთელები დარჩით და ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს