როგორ გავზარდოთ წიწაკის ზომა და რაოდენობა სწრაფად

641

თითოეული მებოსტნე წიწაკის კარგი მოსავლის მიღებაზე ოცნებობს. ამ მხრივ ბევრი რჩევა არსებობს. მებოსტნეების უმეტესობას ერთი საკითხი აინტერესებს, საჭიროა თუ არა წიწაკის ფოთლების გადაჭრა. ერთი შეხედვით, ასეთი პროცესი ნაყოფის უფრო სწრაფ მომწიფებას და უხვი მოსავლის მიღებას ხელს უწყობს. ამ პროცესს სხვა ბოსტნეულზე აქტიურად იყენებენ და შედეგსაც იძლევა, მაგრამ რამდენად გამოდგება ტკბილი წიწაკისთვის?

ზაფხულის ბოლოს მცენარემ ზრდა და კოკრების ფორმირება უნდა შეწყვიტოს, რადგან შემოდგომაზე მაინც არ მწიფდებიან. ამისთვის ყველა ზედა ფოთოლი და თავი უნდა გადაჭრათ. გადაჭარბება არ ღირს. თუ ძალიან ბევრ ფოთოლს მოაშორებთ, ასე ბუჩქს დააზიანებთ. მოდით განვიხილოთ, თუ რომელი ფოთლები უნდა მოაჭრათ წიწაკას.

როგორ გადავჭრათ წიწაკის ფოთლები სწორად

1. წიწაკის ქვედა ფოთლები მუდმივად ყვითლდება და კვდება. არ ინერვიულოთ, ეს ნორმალურია. როგორც კი ამას შეამჩნევთ, ძველი ფოთლები თამამად მოიშორეთ. მათ არანაირი სარგებელი აქვთ.

2. თუ ფოთლებზე მავნებლები ან დაავადების კვალი გამოჩნდა, დაუყონებლივ მოწყვიტეთ. რაც უფრო სწრაფად მოახდენთ რეაგირებას, მით უფრო მარტივად გადაარჩენთ მოსავალს. სპეციალური საშუალებებით ბუჩქების დამუშავება არ დაგავიწყდეთ.

3. ზოგჯერ ფოთლები უნდა გაამეჩხეროთ, რომ მათ ერთმანეთს სინათლეზე წვდომაში ხელი არ შეუშალონ. ძალიან სქელი გვირგვინი შეიძლება ნაყოფის განვითარების შეფერხების მიზეზი გახდეს. მოაშორეთ ის ფოთლები, რომლებიც ბუჩქის სიღრმეში იზრდება.

4. მიმაგრება მაღლა მზარდ წიწაკას სჭირდება. სასურველია, ბუჩქი 120 სმ–ზე მაღალი არ გაზარდოთ, მაგრამ ეს ინდივიდუალურია. თქვენ შეგიძლიათ მცენარის ზრდა უფრო ადრე შეაფერხოთ. ასე თქვენი ბუჩქი მთელ ძალას გვერდითა ყლორტების და ნაყოფის განვითარებისკენ მიმართავს. წვერი ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველ ნახევარში უნდა გადაჭრათ.

5. ზოგიერთი გვერდითა ყლორტებიც უნდა მოაშოროთ. განსაკუთრებით ის, რომელიც სქელდება და ნაყოფი არ აქვს. ზედმეტი კოკრებიც მოიშორეთ. ბუჩქი ოპტიმალურად დატვირთული უნდა იყოს. ახალი ნაყოფის ფორმირება მომწიფებას შეანელებს.

წიწაკის მოსავლელად ეს მარტივი რჩევები გამოიყენეთ და თქვენ შესანიშნავ მოსავალს მიიღებთ. თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს