ცხოვრებაში ცოტა დღესასწაული ყოველთვის გვსურს. გემრიელ და ნაზ ტორტზე უკეთ სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნა რას შეუძლია? „პაპარაცი“ ტორტის „დედოფალი ესტერის“ მომზადებას გირჩევთ. უწონო, ჰაეროვანი და უბრალოდ წარმოუდგენელი დესერტი!
როგორ მოვამზადოთ ტორტი ყაყაჩოს ქერქით.
ბისკვიტის ინგრედიენტები:
- 3 ს/კ ფქვილი
- 100 გრ შაქარი
- 2 ს/კ მცენარეული ზეთი
- 4 კვერცხი
- 2 ცილა
- 0,5 ჭიქა ყაყაჩოს თესლი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 1 პაკეტი ვანილის შაქარი
კრემის ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა რძე
- 250 მლ ნაღები
- 1 ლიმონი
- 1 ს/კ სახამებელი
- 1/3 ჭიქა შაქარი
- 2 კვერცხის გული
- 80 გრ თეთრი შოკოლადი
მომზადება:
1. კრემის გაკეთებით დაიწყეთ, რადგან მას გასაგრილებლად დრო სჭირდება. კვერცხის გული შაქართან ერთად ათქვიფეთ, რძე და სახამებელი დაუმატეთ. დაბალ ცეცხლზე დადგით, მუდმივად აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. ლიმონის ცედრა წვრილ სახეხზე გახეხეთ და კრემს წვენთან ერთად დაუმატეთ.
2. თეთრი შოკოლადი დაუმატეთ, კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. კრემი მაცივარში 1 საათით შედგით.
3. ახლა ბისკვიტის მომზადებას შეუდექით. კვერცხი, კვერცხის ცილა და შაქარი ერთად ათქვიფეთ, სანამ არ გაღიავდება. ბოლოს მცენარეული ზეთი და ვანილი დაუმატეთ.
4. ცალკე ჭურჭელში ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ. მას დაფქული ყაყაჩოს თესლი დაუმატეთ. მშრალი ნარევი ათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ცომი საკმაოდ თხევადი გამოვა.
5. ცომის მესამედი ნაწილი პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე დაასხით. წინასწარ გახურებულ ღუმელში 8-10 წუთით ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე აცხვეთ. ბისკვიტის სამი ფენა აცხვეთ. შეგიძლიათ ერთი ბისკვიტის ფენა გამოაცხოთ და შემდეგ სამ ნაწილად გაყავით.
6. ახლა ნაღები ათქვიფეთ. ნელ-ნელა კვერცხიანი კრემი დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ. ძალიან გემრიელი ტორტის კრემი გამოგივათ! ახლა ტორტი ააწყვეთ და ნახევარი საათით მაცივარში შეინახეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ ტორტი თეთრი შოკოლადით მორთოთ. იდეალური ტორტი მზადაა!
ამ ტორტის გემო არაფერს შეედრება. ბისკვიტი ძალიან მსუბუქი და ყაყაჩოს გემოთი გაჯერებული გამოდის. ნაზი ნაღები-ლიმონის კრემი კი მას სიახლეს და პიკანტურობას შემატებს. ამ ჯადოსნური დესერტით სიამოვნება მიიღეთ!
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.