როცა თავის ტკივილი და უძილობა გვაწუხებს, ცოტა თუ ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი შეიძლება სამზარეულოში ღამით დატოვებული ბინძური ჭურჭელი იყოს.
არადა ჩვენი წინაპრები ამას სერიოზულად ეკიდებოდნენ. სახლის უსაფრთხოების და წარმატების მოსაზიდ სხვა რიტუალებს შორის ჭურჭლის გარეცხვა არასდროს ავიწყდებოდათ.
„პაპარაცმა“ ამ საკითხში გარკვევა გადაწყვიტა და ახლა ზუსტად იცის, თუ რატომ არ ღირს ჭუჭყიანი ჭურჭლის დატოვება ნიჟარაში.
ჭუჭყიანი ჭურჭელი
1–ელი მიზეზი, ცრურწმენა
წინაპრებს სჯეროდათ, რომ თითოეულ სახლში სული ე.წ. დამავოი ცხოვრობს. ისინი მთელი ძალებით ცდილობდნენ, რომ „მფლობელი“ არ გაებრაზებინათ. გაბრაზებულ სახლის სულს ხომ შურისძიება შეუძლია.
მისი უკმაყოფილების აშკარა ნიშნებია დაკარგული ან სრულად მოულოდნელ ადგილას ნაპოვნი ნივთები. ჩვეულებრივი ჩაის კოვზები და რამდენიმე წყვილი წინდა. ასევე ჩურჩული და ჩასუნთქვები, რომლებიც ღამით ისმის.
სახლის სული ჩვენს კეთილდღეობაზე ნერვიულობს, ამიტომ მკაცრი მშობელივით იქცევა. მას ყველაზე მეტად არ სიამოვნებს სახლში ჩხუბი, მაგიდაზე დატოვებული დანა და ღამით დატოვებული ჭუჭყიანი ჭურჭელი.
მე–2 მიზეზი, ეზოტერიკა
მისტიური მეცნიერების მცოდნეები ირწმუნებიან, რომ ღამით დატოვებული ჭუჭყიანი თეფში ნეგატივს იზიდავს, რაც ბევრი უსიამოვნების მიზეზი ხდება.
ცოლ–ქმარს შორის შეიძლება კამათი გაიზარდოს და ღალატს შეეჯახონ. ჭუჭყიანი ჭიქები ფულის პრობლემებს და საქმეში წარუმატებლობას იწვევს. ღამით ქვაბში დატოვებული ჩამჩა სიღარიბეს იწვევს. ბევრი ჭუჭყიანი ჩანგალი და კოვზი ჭორებს და სამსახურში სკანდალებს იწვევს.
გაუთხოვარი ქალი, რომლის ნიჟარაშიც ღამით ჭუჭყიანი ჭურჭელი რჩება, ყველა მამაკაცს შეაშინებს და თავიდან მოიგერიებს. მას ასევე შეაწუხებს უძილობა ან მშფოთვარე ძილი ექნება.
ის ფაქტი, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილს რეალური საფუძველი აქვს, ფენშუის, ბიოენერგეტიკის სპეციალისტები და ფსიქოლოგებიც ადასტურებენ. ინგლისურ ენაში ტყუილად არ არის სიტყვა mess, რომელიც ითარგმნება, როგორც „უწესრიგობა“ და „უსიამოვნებები“. ორივე მნიშვნელობა ურთიერთკავშირშია.
აღსანიშნავია, რომ ძველად ბნელი ძალებისგან დაცვის საიმედო საშუალებად ითვლებოდა სახლში განსაკუთრებული „დამცავი“ მცენარეების გაზრდა. მათ თამამად შეიძლება მივაკუთვნოთ ჩვეულებრივი ალოე, რომელიც ფანჯრის რაფაზე მოკრძალებულად დევს.
მე–3 მიზეზი, ობიექტური
ღამით ჭუჭყიანი ჭურჭლის დატოვების აბსოლუტურად რაციონალური მიზეზებიც უნდა აღვნიშნოთ. ავი ძალების გარდა ჭუჭყიანი ჭურჭელი მწერებსაც იზიდავს. ასევე პათოგენების განვითარებას ხელს უწყობს.
ეს განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულში, როცა მაღალი ტემპერატურის გამო მიკრობების გამრავლება იზრდება. არ დაგავიწყდეთ, რომ უფრო ადვილია ტაფას ან ქვაბს წყალი საღამოს გადაავლოთ, სანამ საკვების ნარჩენები მიახმა.
„სახლის დალაგებით ცხოვრებას და თქვენს წარსულსაც ალაგებთ“ – ამბობს რაციონალური დალაგების პრინციპი იაპონელი მარი კონდოდან. „იქ, სადაც წესრიგი სუფევს, ბედნიერება სტუმრობს“ – ამბობს ხალხური სიბრძნე.
თუ რაიმე ცრურწმენა გვეხმარება ცხოვრების და სამზარეულოს დალაგებაში, ცოტათი გაბედნიერებაში და უბედურების თავიდან მოშორებაში, გამოდის ის არც თუ ისე ცუდია. გისურვებთ სისუფთავეს და წესრიგს სამზარეულოში, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და კარგ განწყობას!