ბებიამ მასწავლა, რომ ღუმელში საცხობ ტაფაზე ყოველთვის დავყარო მარილი

1723

დიასახლისისგან ხშირად გაიგონებთ, რომ ცომეული არ გამოუვიდა. ყველაფერში დამნაშავეა არასწორი ტემპერატურა ღუმელში. კიდევ რით შეიძლება აიხსნას მიმწვარი ძირი და გამოუმცხვარი თავი? არადა საკუთარი ხელით მომზადებული გემრიელი პეროგით სტუმრების გაოცება როგორ გვსურდა! რას ვიზამთ, ქმარი ტორტის საყიდლად საკონდიტროში წავიდა!

„პაპარაცი“ გულწრფელად წუხს, თუ ასე მოხდა. თუმცა გამოსავალს გთავაზობთ. ამ მეთოდს ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ. შესაძლოა, გახსოვთ გაზქურაში მარილით სავსე საცხობი ტაფა? ჯერ კიდევ მაშინ გვაინტერესებდა, თუ რატომ აცხელებდა ბებია მარილს ღუმელში?

ტემპერატურა გაზქურაში

„გახურებულ მარილს ხშირად წინდაში ყრიდნენ. ეს გათბობის შესანიშნავი მეთოდია, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი პროზაულია. მახსოვს, ბებია ყოველთვის შესანიშნავ პეროგებს აცხობდა, რომლებიც ჰაეროვანი, მოწითალო და კარგად გამომცხვარი იყო. მე ახალი ღუმელი მაქვს და მას ვერაფრით გავუგე. თითქოსდა ცომეული გამომდის, მაგრამ ზედა ნაწილი ხშირად ეცემა. რა არ ვცადე და ეს ტაფა გამახსენდა.

უცნაურია, რომ ეს ყველაფერი ადრე ერთმანეთს არ დავუკავშირე. მოკლედ, ძველი ფურცელი ავიღე, მასზე 1 შეფუთვა ქვის მარილი დავყარე და ცომეულთან ერთად ღუმელში შევდე. პეროგი ქვემოთ, მარილი კი ზედა თაროზე მოვათავსე. უბრალოდ დაკვირვება გადავწყვიტე, თუ რა გამოვიდოდა.

და სანაქებო პეროგი გამოვიდა! როგორც იქნა ისეთია, როგორსაც ველოდი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მარილის დამსახურებაა. ის ხურდება და სიცხეს ინარჩუნებს. ზედა თავიც გამოცხვა!

შემდეგში მარილის პეროგის ქვემოთ მოთავსება ვცადე, ასე საფუძველი უფრო ნაკლებად იწვება. მოკლედ, ახლა ასე გამოვიყენებ.

მოსახერხებელია ისიც, რომ მარილი შეგიძლიათ ღუმელიდან არ გამოიღოთ. მას სუნი არ აქვს და პეროგის გემოზე გავლენას არ ახდენს. ბებიას მარილით სავსე ტაფა ღუმელში წლობით ედო. მახსოვს, სულ ყვითელი იყო“.

ახლა სერიოზულად, თქვენი ღუმელი უნდა შეამოწმოთ. დიდი ალბათობით, რაღაც დეფექტი აქვს. ჩვეულებრივმა ნახვრეტმაც კი ცხობაზე შეიძლება გავლენა იქონიოს. შესაძლოა, ფირფიტის შეცვლის დროს ძველი დარჩა, რომელიც ზომებში უბრალოდ არ ჯდება.

გისურვებთ, რომ თქვენს ღუმელში ყოველთვის ოპტიმალური ტემპერატურა იყოს და თქვენი ყველა მცდელობა წარმატებით დასრულდეს! აუცილებლად მოგვწერეთ, რას ფიქრობთ ამის შესახებ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს