როგორ გავასქელოთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება, უკონტროლოდ რომ არ იღვრებოდეს ბოთლიდან

276

მოხერხებული დიასახლისები ხშირად აზავებენ ჭურჭლის სარეცხ სითხეს ეკონომიის მიზნით. ხშირად, ამისთვის ჩვეულებრივ წყლს იყენებენ. რა თქმა უნდა, ეს შეამცირებს ხარჯს, თუმცა, სარეცხი საშუალების თვისებებზეც აუცილებლად მოახდენს გავლენას. ჩვენი რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი ინგრედიენტი დაგეხმარებათ არამხოლოდ ფულის დაზოგვაში, არამედ ამ საშუალების თვისების გაუმჯობესებაშიც. გარდა ამისა, ამ მეთოდით მას გაასქელებთ და ორგანიზმსაც ნაკლებად ავნებთ.

ჭურჭლის სარეცხი სითხე

გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ეს სასწაულმოქმედი ინგრედიენტი ყველა სახლშია! თუმცა, მხოლოდ არსებობა საკმარისი არაა. მთელი ეშმაკობა იმაშია, თუ როგორ გააზავებთ სარეცხ სითხეს ისე, რომ ორჯერ გასქელდეს, გაიაფდეს, არასასურველი ნივთიერებების კონცენტრაცია კი შემცირდეს. მაშ ასე, ამ ყველაფერში ჩვეულებრივი სოდა დაგეხმარებათ.

დაგჭირდებათ

  • ჭურჭლის სარეცხი საშუალების ფლაკონი (გადაღვარეთ ნახევარი სხვაგან)
  • სოდა
  • მდუღარე წყალი
  • ჭურჭელი ინგრედიენტების შესარევად

მომზადება

  1. ჩაასხით ჭურჭელში დაახლოებით იმის ნახევარი წყალი, რამდენსაც სარეცხი საშუალების ბოთლი იტევს.
  2. შემდეგ დაუმატეთ 3-4 ს.კ. სოდა და კარგად მოურიეთ. შემდეგ გადაღვარეთ მიღებული ხსნარი ჟელეს ბოთლში.
  3. მჭიდროდ დაახურეთ და შეანჯღრიეთ. მისი გახსნის შემდეგ, მაშინვე შენიშნავთ, რომ სითხე ბევრად შესქელდა. როგორც კი კონსისტენცია ერთგვაროვანი გახდება, მაშინვე გამოსცადეთ საშუალება პრაქტიკაში.

შეიარაღდით ამ მარტივი და ბიუჯეტური ხრიკით. სცადეთ მისი გამოყენება სამზარეულოში და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს