დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ გემრიელი კერძის რეცეპტს – წიწაკა ფარშირებული კომბოსტოთი. ეს წასახემსებელი არა მხოლოდ სტუმრებს გააოცებს სადღესასწაულო სუფრაზე, არამედ სამარხვო რეცეპტების მოყვარულებისთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდება.
წიწაკა ფარშირებული კომბოსტოთი
კერძი ძალიან სასარგებლო და უჩვეულოდ გემრიელია, თუმცა მოსამზადებლად რთული არაა, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ეჭვიც არ მეპარება, რომ კერძი თქვენი ერთ–ერთი საყვარელი რეცეპტი გახდება.
ინგრედიენტები:
- 35 ბულგარული წიწაკა
- 3 კგ კომბოსტო
- 1 კონა კამა
- 1 ცხარე წიწაკა
- 2 სტაფილო
- 13 კბილი ნიორი
- 1 კონა ოხრახუში
- 1 ლ წყალი
- 2 ს/კ მარილი
- 1 ჭიქა შაქარი
- 0,5 ჭიქა მზესუმზირას ზეთი
- 0,5 ჭიქა ძმარი
მომზადება:
1. წიწაკა თესლებისგან გაწმინდეთ და 8 წუთით ბლანშირება გაუკეთეთ. შემდეგ შესაფერის ჭურჭელში წყალი ჩაასხით, მარილი, შაქარი, ძმარი, მზესუმზირას ზეთი დაუმატეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.
2. შემდეგ სტაფილოთი და კომბოსტოთი ამოავსეთ. ყველაფერი დაქუცმაცებულ მწვანილს, ნიორს და ცხარე წიწაკას აურიეთ. მარილი დაუმატეთ და აურიეთ.
3. ამის შემდეგ წიწაკები კომბოსტოთი ამოავსეთ. სუფთა ქილებში გადაიტანეთ და მარილწყალი დაასხით. თავსახური დაახურეთ და ნახევარი საათით გაასტერილეთ.
ახლა ქილები მოხუფეთ, გადააბრუნეთ და სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ!
გემრიელად მიირთვით!