დღეს ჩვენ გიამბობთ, თუ რომელი ნივთები იზიდავს თქვენს სახლში სიღარიბესა და უბედურებებს. საქმე ნივთების ნეგატიურ ენერგეტიკაშია, რომელიც კარს უხურავს ფულის ნაკადს. ამიტომ, სწრაფად შეუდექით სტატიის კითხვას და იჩქარეთ სახლის გაწმენდა ამ მავნებლებისგან.
ნივთები, რომლებიც სახლში უბედურებას იზიდავს
1. ძველი საფულე
საფულე მის მეპატრონესა და ფულადი ენერგიის ნაკადს შორის დამაკავშირებელი ჯაჭვის რგოლია. არ შეიძლება ფულის ტარება ან შენახვა ძველ ან დახეულ საფულეში.
2. დაზიანებული ამულეტები
სახლში ფულადი ენერგიის მოზიდვისთვის, არსებობს მრავალფეროვანი ამულეტები: ცხოველების ფიგურები, ფულის ხეები, ნალები და სხვ. თუმცა, ისინი იდეალურ მდგომარეობაში უნდა იყოს. პირდაპირი გაგებით, ფულად ამულეტებს უნდა ელოლიავოთ, მტვრის ნაწილაკებს სული შეუბეროთ, თორემ უკუეფექტს მიიღებთ.
3. დაბზარული ნივთები
არ შეიძლება სახლში დაზიანებული საყოფაცხოვრებო ნივთების შენახვა და გამოყენება. მაგალითად, გატეხილი სარკე, ჭურჭელი ან სამკაული სასწრაფოდ უნდა გადაყაროთ. მათი ბზარებიდან სახლში აღწევს არამხოლოდ სიღარიბე, არამედ დაავადებებიც.
4. ცხოველის ნაწილები
საუბარია ფიტულებზე, ირმის რქებზე, ტყავებზე და სხვ. ყველა ეს ნივთი ატარებს უარყოფით ენერგეტიკას, რომელიც სახლში პრობლემებსა და უბედურებებს იზიდავს.
5. გაფუჭებული საათი
გაფუჭებული სალათი ან უნდა შეაკეთოთ, ან გადააგდოთ. დრო, რომელიც გაჩერდა, ნიშნავს ფულის შემოდინების შეჩერებასაც.
6. ძველი ცოცხი
ცოცხი სახლში კეთილდღეობის სიმბოლოა. ამიტომ, თუ თქვენი დამხმარე უკვე იშლება, დაემშვიდობეთ და შეიძინეთ ახალი.
7. უსარგებლო ხარახურა
ძველი ნივთები, ჭუჭყი, უწესრიგობა და ბინძური ნივთები სახლში უბედურებებსა და უფულობას იზიდავს. სახლის მათგან გათავისუფლებით, თქვენ სიმბოლურად ათავისუფლებთ ადგილს კეთილდღეობისა და ბედნიერებისთვის.