რატომ არ შეიძლება საავადმყოფოდან ყვავილის წამოღება

2074

ადამიანები ნებისმიერ დროს ცდილობდნენ, რომ მცენარეების გვერდით ეცხოვრათ. რაღაც მწვანე, ცოცხალი განწყობას ამაღლებს, ღობეს ამშვენებს და შენობაში ჰაერს ოდნავ წმენდს. უპრეტენზიო ოთახის მცენარეები განსაკუთრებით ღირებულია, რადგან მათ ყოველთვე შეცვლა არ სჭირდებათ. რამდენიმე მორწყვას თუ გამოტოვებთ, მაინც აიტანს.

თანამედროვე სამყაროში ზოგიერთ ადამიანს დრო, შესაძლებლობა ან უბრალოდ სურვილი არ აქვს, რომ მაღაზიაში ქოთანი თავად შეარჩიოს. სწორედ ამიტომ, ხშირად მას „სესხულობენ“, სტუმრად ყოფნისას, საავადმყოფოში ან სამსახურში პატარა ყლორტს იღებენ. ერთი მხრივ, კრიტიკული არაფერია: ალბათ, მცენარე გადარჩება. აი, მეორე მხრივ.

ოთახის მცენარეები

ითვლება, რომ მცენარეს შენობის ენერგეტიკის შთანთქმა შეუძლია და, შესაბამისად, იმ ადამიანების ენერგეტიკის შთანთქმა, რომლებიც აქ ცხოვრობენ ან იმყოფებიან. სწორედ ამ მიზეზით, არ გირჩევენ ქოთნის აღებას საავადმყოფოდან, სამთავრო დაწესებულებებიდან, საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოდან. აქ, ხომ ყოველდღე ძალიან ბევრი ხალხი ტრიალებს.

და ამ ხალხს საკუთარი პრობლემები, კითხვები და სირთულეები აქვთ. ასე თუ ისე, ნეგატივი გეყოფათ. ღირს კი ამად? რა თქმა უნდა, არა. ფიკუსის პატარა ტოტის მოწყვეტით უფრო მეტ ნეგატივს მიიღებთ, ვიდრე თავად მცენარიდან პოზიტიურ ემოციებს.

მეორე საქმეა, თუ ქოთანს მეგობრის ან ნათესავის სახლიდან წამოიღებთ. თუ ხედავთ, რომ მათ სახლში წესრიგია, ზედმეტი დაძაბულობა და ჩხუბი არაა, თქვენ კი სახლში, მაგალითად, ალოეს ქონა მოგინდათ, უბრალოდ ჰკითხეთ. დარწმუნებული ვარ, უარს არ გეტყვიან. სწორი მიდგომით მცენარე ნამდვილად გადარჩება და დიდხანს გაგახარებთ.

ნეგატიური ენერგეტიკა

არსებობს მცენარეები ნეგატიური ენერგეტიკით, თუმცა ისინი ბინებში ხშირად გვხვდება:

1. სურო. ცუდი არჩევანი გაუთხოვარი ქალისთვის. ის კაცების მდევნელად ითვლება და სახლში მისი ქონის შემთხვევაში გოგოს გათხოვება გაუჭირდება.

2. ია. კიდევ ერთი ქოთანი, რომელსაც ახალგაზრდა ქალებთან არაფერი ესაქმება. მან შეიძლება მოიტანოს სხვადასხვა ქალური დაავადები და უბედური სიყვარული.

3. ფიკუსი. ჩვენი სახლის ხშირი სტუმარი. აღმოსავლეთ მითოლოგიაში ითვლებოდა, რომ ფიკუსი, როგორც ვამპირი, ნებისმიერი სახის ენერგიით იკვებება: როგორც ნათელი, ასევე ბნელი. თუ სკანდალებისა და ჩხუბისგან შენობის გაწმენდა გსურთ, ფიკუსი შესაფერისი იქნება.

4. კალა. ეს თეთრი ყვავილები, რომელიც ფანჯრის რაფაზე დევს, ვიღაცისთვის შეიძლება სავალალო გახდეს. ან სხვა ფერის კალა შეარჩიეთ ან სხვა კუთხეში გადაიტანეთ – ასე ყველასთვის უკეთესი იქნება.

მეორე მხრივ, სასარგებლო მცენარეებიც არსებობს. რა თქმა უნდა, მათაც გაგაცნობთ.

პოზიტიური ენერგეტიკა

1. ალოე. ამ სასარგებლო მცენარეზე რაც უფრო კარგად იზრუნებთ, მით უფრო ნათელი ენერგეტიკა იქნება სახლში. შესანიშნავი ქოთანია.

2. კრასულა ანუ ფულის ხე. გამოადგება მათ, ვისაც ფინანსური კუთხით პრობლემები აქვთ. თუმცა ეს მცენარე კაცებს დევნის, ამიტომ ფრთხილად იყავით.

3. ბამბუკი. სამუშაო მაგიდაზე ან მის გვერდით ყოფნა უყვარს. ბამბუკი კარიერული ზრდის სწრაფად მიღწევაში დაგეხმარებათ, უფროსებთან ურთიერთობას აუმჯობესებს.

4. ვარდი. სიყვარულის და ერთგულების ძალიან ძველი სიმბოლო. მაგიდაზე ვარდის ქონა პარტნიორს ღალატზე წასვლის საშუალებას არ მისცემს. მხედველობაში გვაქვს ცოცხალი ყვავილები.

5. ორქიდეა. ქალის შესანიშნავი მეგზური ნებისმიერ ასაკში. ახალგაზრდობას ახანგრძლივებს, სახის და სხეულის სილამაზეს ინარჩუნებს. გარდა ამისა, ორქიდეა მცენარე ვამპირია, ამიტომ თქვენი საძინებელი ოთახის გვერდით მისი ადგილი არაა.

თითოეული მცენარე თავისებურად ლამაზი და სასარგებლოა. შხამიანი მცენარიდანაც კი მეცნიერებმა სხვადასხვა მედიკამენტის და ფარმაცევტული საშუალების გაკეთება ისწავლეს. ეს არ დაგავიწყდეთ, როცა კიდევ ერთ ჩუმ მეგობარს შეიძენთ. ეცადეთ, რომ თქვენს სახლში მცენარე რაიმე ნათელი ადგილიდან მოხვდეს, უარყოფითი ენერგეტიკის ტვირთის გარეშე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს