ნივრის დარგვის ტრადიციული მეთოდი, რომლის შესახებ ყველა მებოსტნემ იცის – კბილებით დარგვა. თქვენ ნივრის თავს კბილებად ყოფთ, საუკეთესოებს არჩევთ და ოქტომბერში რგავთ, თუ საქმე ზამთრის ნიორს ეხება.
ზამთრის ნიორი შეგიძლიათ დარგოთ არა მხოლოდ ცალკეული კბილებით, არამედ მთელი თავებით. ამ მეთოდს შეიძლება ზარმაცული ვუწოდოთ, რადგან ჩვეულ მეთოდთან შედარებით დასარგავად ცოტა დროს ითხოვს.
ნივრის დარგვა მთელი თავებით
ნივრის დარგვის „ზარმაცი“ მეთოდი შესანიშნავად გამოგადგებათ მცირე ნაკვეთის ან ბოსტანში წერტილოვანი დარგვის დროს. ზამთრის ნერგებზე უფრო კარგ ეფექტს იძლევა. აი, გაზაფხულის ნივრის შემთხვევაში ეს მეთოდი უფრო ცუდ შედეგს მოგცემთ.
ჩვეულებრივ, 1 ბუჩქიდან 5-7 თავი ნიორი იზრდება. „ბუჩქოვანი“ ნიორი ცოტა პატარაა კბილებით დარგულ ნიორთან შედარებით, მაგრამ მათ მიერ დაკავებული ფართობი თითქმის 57-ჯერ ნაკლებია და მოვლა ბევრად მარტივია.
ასე დროის და ადგილის დაზოგვას შეძლებთ. ამ მეთოდით ნიორი შეგიძლიათ დარგოთ ვაშლის, ჟოლოს ან მოცხარის ირგვლივ. ნიორი მოცხარს ჩრჩილისა და სხვა მავნებლებისგან იცავს, ხოლო ხეს – ბუგრებისგან. გამოგადგებათ ნიორი, რომელსაც ერთ თავზე 4-5 კბილი აქვს. მერწმუნეთ, მოსავალი უბრალოდ შესანიშნავი იქნება!
დარგვის ტექნოლოგია
ნივრის მთელი თავების დარგვის დროს მკვებავ ნივთიერებებზე მოთხოვნა ბევრად მეტია, ვიდრე ტრადიციული მეთოდისას. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და საჭირო რაოდენობის სასუქი მიაწოდოთ.
- ყველაზე ლამაზი ნივრის თავები შეარჩიეთ. შესაგრძნებად თითოეული თავი მაგარი უნდა იყოს, ლპობის ან მავნებლებით დაინფიცირების ნიშნები არ უნდა ჰქონდეს.
- ზედა ფურცლები მოაშორეთ და კბილის თავები გაათავისუფლეთ, ქვედა ნაწილი მშრალი ფესვებით მოაჭერით. ღერო 4-6 სმ სიმაღლეზე გადაჭერით. ნივრის მზა თავები 15 წუთით მარილიან ხსნარში (1 ს/კ მარილი 2 ლ წყალზე) ჩაალბეთ. როგორც სხვა ვარიანტი, ნივრის თავები მარგანცოვკის სუსტ ხსნარში (ძალიან ღია ვარდისფერი ხსნარი) ან 1 %–იან სპილენძის სულფატის ხსნარში ჩაალბეთ. კიდევ ერთი კარგი შესაწამლი – „ფიტოლავინი“, რომელიც ბუნებრივი წარმოშობის სტრეპტოციტული ანტიბიოტიკების კომპლექსს შეიცავს. ფესვების ლპობას, სისხლძარღვების ბაქტერიოზს, ალტერნარიოზის და ბევრ სხვა სოკოვან და ბაქტერიულ დაავადებებს შესანიშნავად თრგუნავს.
- მიწაში 10 სმ სიღრმის ორმოები გააკეთეთ. ორმოებს შორის 25-30 სმ დაშორება უნდა იყოს.
- თითოეულ ორმოს კარგად გადამუშავებული კომპოსტი და 1 ჩ/კ ბაღის დიატომიტი დაუმატეთ. დიატომიტი ნიორს დაავადებებისა და ლპობისგან იცავს, ნიადაგის მკვებავ თვისებებს აუმჯობესებს, აღადგენს და მოსავლიანობას ზრდის.
- შემდეგ სასუქით გამდიდრებულ ორმოში ნივრის თავი ჩადეთ, ოდნავ ჩააწექით და მიწა მოაყარეთ. ღარიბ ნიადაგში დამატებითი კვებისთვის ზემოდან შეგიძლიათ კომპოსტი დაუმატოთ.
ნივრის მთელი თავების დარგვის უპირატესობა
- დროის დაზოგვა
- სივრცის დაზოგვა
- კარგი მოსავალი
- მცენარეების დაცვა ფიტოფთორებისგან, ბუგრებისგან, ჩრჩილებისა და სხვა მავნებლებისგან
ახლა უკვე იცით, როგორ დარგოთ ნიორი მთელი თავებით შემოდგომაზე. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.