სმარტფონის სასარგებლო კოდები, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში გიშველით

284

ბოლო ათწლეულის მანძილზე სმარტფონი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. რა შეიძლება იყოს უფრო მოსახერხებელი, ვიდრე ჯიბით ტელეფონის, ფოტოაპარატის, ორგანაიზერის ტარება ერთი პატარა მოწყობილობით. მომხმარებლების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რომ სმარტფონისთვის სასარგებლო კოდები არსებობს.

OC Android–ზე დაფუძნებულ ყველა სმარტფონს არათუ ფარული, უბრალოდ ნაკლებად გამოყენებადი, მაგრამ სასარგებლო ფუნქციები აქვს. მათი დამახსოვრება რთულია, სჯობს სადმე ჩაწერილი გქონდეთ, რადგან მათ საკმაოდ დიდი სარგებელი აქვთ.

*#06#

ეს კოდი IMEI მოწყობილობას ამოანათებს. ეს უნიკალური კოდია თითოეული მოწყობილობისთვის, რომელიც ტელეფონის მფლობელის, მისი დამზადების და ბევრი სხვა დეტალის გასაგებად გამოგადგებათ.

*#43#

ზარის ლოდინის ფუნქცია გამოადგება მათ, ვინც მნიშვნელოვან ზარს ელოდება, მაგრამ ამასთან სხვები ხშირად ურეკავენ. მისი ჩართვისას აბონენტი თქვენთან დარეკვას შეძლებს მაშინაც კი, თუ ამ დროს ტელეფონით სხვას ელაპარაკებით.

*43# ფუნქციას რთავს, #43# ფუნქციას თიშავს.

*#5005*7672*

ეს კოდი საშუალებას მოგცემთ სერვის ცენტრის ოპერატორს სწრაფად დაუკავშირდეთ.

*#*#4636#*#*

ეს კომბინაცია საშუალებას გაძლევთ სმარტფონის შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოთ. გაჩვენებთ გამოყენების სტატისტიკას, ბატარეის მდგომარეობას და ბევრ სხვას.

*#21#

ეს კოდი ზარის გადამისამართების შესახებ ინფორმაციას გაცნობებთ. *#62# დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რომელ ნომერზეა გადამისამართება და ასეთი რამ არსებობს თუ არა. გაითვალისწინეთ, რომ აქ შეიძლება იყოს ნომერი, რომელიც ოპერატორს ეკუთვნის, ის გააქტიურებულია, როდესაც თქვენ კავშირის ზონაში ხართ.

##002# – კომბინაცია ზარის და სმს–ს ნებისმიერ გადამისამართებას გამორთავს. ყველა შეტყობინებას მხოლოდ თქვენ მიიღებთ.

ეს ყველაზე სასარგებლო ფუნქციების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. სმარტფონების კოდები – შესაძლებლობების ძალიან დიდი სიაა, რომელთა უმეტესი ნაწილი რიგ მომხმარებლებს საერთოდ არ სჭირდებათ. თუმცა ამ ფუნქციების არსებობის შესახებ ცოდნა სასარგებლო იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს