8 გენიალური იდეა სახლთან ტერასის დაკავშირებისთვის

965

ნებისმიერ დროს სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანებს ამინდის სიურპრიზებისგან თავის შეფარება უწევდათ. შუადღის მცხუნვარე ამინდს თუ მოულოდნელ წვიმას შეუძლია განწყობა გაგიფუჭოთ და წვეულება სახლში გადაგატანინოთ. ტერასა საშუალებას გაძლევთ სივრცე ცოცხალი მცენარეებით მორთოთ და ამინდზე დამოკიდებული არ გახდეთ. მყუდრო ეზოში, სახლთან მიერთებულ სახურავიან ტერასაზე მცხუნვარე მზე ან წვიმა საშიში აღარაა.

ასეთი თავშესაფრის გამოყენება ჯერ კიდევ ძველი რომიდან ცნობილია. მაშინ შიდა ეზოებს ყვავილებით და შადრევნებით რთავდნენ. ესპანეთი და ავსტრალია გვერდზე არ დარჩა. მათი ტერასები სხვაში არ აგერევათ.

პირველმა ტერასა მოზაიკით მოაპირკეთა და მრავალფეროვანი ყვავილების ქოთნებით მორთო. მეორემ კი ფილები დააგო, შუააში შადრევანი მოაწყო და უამრავი დეკორატიული ელემენტით გააფორმა. აქ შეგიძლიათ ყველაფერს შეხვდეთ: ყვავილები თუ ხეები, ამფორები თუ ხილის ლარნაკები.

სახლთან მიერთებული ტერასები და მათი განსხვავება ვერანდისგან

ტერასას შეიძლება ნებისმიერი სახის იატაკი ჰქონდეს. ჩვეულებრივ სახლთან მისი მიშენება  პირველი სართულის დონეზე ხდება. მას კედელი არ აქვს, მხოლოდ დაბალი მოაჯირები, რომელთაც უფრო დეკორატიული და შეზღუდული ფუნქცია აქვთ.

რაც შეეხება ტერასის ჩარდახს ისე სახლთან მიერთებულ ღია ტერასას შეიძლება არ ჰქონდეს, ან მას ნაწილობრივ ფარავდეს. ხელმისაწვდომია მოწყობილობის ვარიანტები, როცა სახურავი მთელ ფართობს ფარავს.

ვერანდა თავისი არსით დახურულ ტერასას წარმოადგენს, ანუ ასეთივე შენობა, ოღონდ კედლებით, რომელიც სივრცეს წვიმისა და ქარისგან იცავს. თავისი არსით გაუთბობელ ოთხას წარმოადგენს. თუმცა იმავე როლს ასრულებს: აქ სტუმრებს ხვდებიან და ისვენებენ.

როგორ შევარჩიოთ ტერასის ასაშენებელი ადგილი?

თუ ვერანდის ფუნქციებსაც ითავსება, შემოსასვლელ მხარეს უნდა მიაშენოთ. ასე ტერასა ვერანდაც იქნება და დასასვენებელი ზონაც. ყველაფერი მიშენების ზომაზეა დამოკიდებული.

ზოგჯერ შეიძლება იხილოთ სახლი ტერასით და ვერანდით. ამ შემთხვევაში ვერანდა შემოსასვლელ მხარეს გადაინაცვლებს, ხოლო ტერასა კედლის მხარეს სამზარეულოს ან სასადილოს კუთხეში მოხვდება. ასე სამზარეულოდან პირდაპირ ღია სივრცეში გასვლა უფრო კომფორტული გახდება.

გამორიცხული არაა ტერასის მიშენება სახლის რამდენიმე კედელზე. ასე შემოსასვლელიდან დასასვენებელ ან სამწვადე ზონაში გადასვლა თავისუფლად შეძლებთ. ზოგჯერ ტერასა კერძო სახლის მთელი პერიმეტრს იკავებს.

თუ ტერასა მხოლოდ შემოსასვლელის ალტერნატივას წარმოადგენს, მაშინ აქ ორი ზრდასრული ადამიანის მოსაბრუნებლად საკმარისი ადგილი უნდა იყოს. ამისთვის 120 სმ სიგანის სივრცე დაგჭირდებათ.

ტერასისთვის, სადაც ექვსკაციანი მაგიდის დადებას აპირებთ, 4 კვ.მ ფართობი დაგჭირდებათ. აქ მაგიდის გარდა კიდევ 6 სკამის და ავეჯის სხვა ნივთების დადებაც მოგიწევთ. თუ სამოძრაოდ და ბაღის დივანის დასადებად საკმარისი ადგილი გსურთ, ტერასის ფართობი 7,5 კვ.მ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ხის სახლში ტერასის ფორმა სახურავზე ან იატაკზე არის დამოკიდებული. უფრო ხშირად სწორი ხაზები აქვს. სწორედ ამიტომ, ტერასის იატაკი კვადრატული ან მართკუთხა გამოდის. შესაძლოა, ზემოდან მთლიანად დაფარული არ იყოს.

სივრცე საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი ფორმა გამოიყენოთ. აქ შეხვდებით გატეხილ ხაზებს ან მომრგვალებულ ფორმებს, რომლებიც სახლის არქიტექტურას ან ლადნშაფტს მიმართულებას აძლევს.

სახლის სტილი მიშენებაზე გამოყენებულ მასალას განსაზღვრავს. აგურის სახლს ხის ტერასა აგურის ან ქვის სვეტებით ჰარმონიულად ერწყმის. მხოლოდ ხის ტერასა ხის სახლს შეიძლება მიუშენოთ.

მინის ტერასა უნივერსალურია და როგორც ხის აგარაკს, ასევე აგურის ან ქვის სახლს შესანიშნავად შეეფერება.

ტერასის იატაკისთვის შეგიძლიათ სპეციალური დაფა გამოიყენოთ. ასევე ხელმისაწვდომია შემდეგი ვარიანტები:

  • ბეტონის ან ასფალტის ზედაპირი
  • ქვაფენილი ის ან მკვრივი აგურის ფილები
  • ხრეში ან ნატურალური ქვა
  • რეზინის ფილები

აგარაკი ტერასით: ორი შენობა შევაერთოთ თუ არა?

სახლის აშენების შემდეგ ბუნებრივი პროცესები მოქმედებს იწყებს, რაც დროთა განმავლობაში შენობის დაწევას იწვევს. დაწევა თანდანათობით მცირდება და ჩერდება. რადგან სახლის და ტერასის წონა განსხვავებულია, მათი დავარდნის წონაც განსხვავებული იქნება. თუ ორი შენობა მყარად შეერთებული იქნება, ეს ერთ-ერთი მიშენების დაზიანებას გამოიწვევს.

ჩვეულებრივი ერთ სართულიანი სახლი ტერასით სხვადასხვა საძირკველზე ჩნდება. მით უმეტეს, რომ მათი საძირკველის სიღრმე შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. კონსტრუქცია ერთ მთლიანობად რომ გამოჩნდეს, ფართო სახვევებით ამაგრებენ. ასე აგარაკის სახლთან ტერასის თავისუფლად მიერთების მიღწევას შეძლებთ.

როგორ მივაშენოთ ტერასა სახლს: საძირკვლის საკითხი

იმით უნდა დაიწყოთ, რომ ტერასა იმ სიღრმემდე უნდა ჩადგათ, რომელიც ნიადაგის გაყინვის სიღრმეს აჭარბებს. ასე ყინულის გადნობის შემდეგ ტერასის გადაადგილებას თავიდან აიცილებთ.

ტერას იატაკის და ჩარდახის ნაწილისგან შედგება, ამიტომ მას მარტივი საძირკველი თავისუფლად გაუძლებს. შეიძლება იყოს ბეტონის საძირკველი. ამისთვის საჭირო სიღრმეზე ორმო ამოთხარეთ და შემდეგი ფენები ჩააწყვეთ: ღორღი, ქვიშა, ხრეში. საძირკველში ფიცრებისგან სვეტების ფორმა ჩადგით და ბეტონის ნარევი დაასხით.

აუცილებლობის შემთხვევაში ეს სვეტები აგურით შეგიძლიათ სიმაღლეში გაზარდოთ. საძირკველის შენებისას მთელი ზედაპირის გაძლიერების შესახებ არ უნდა დაგავიწყდეთ. ახლა ამ საძირკველზე კონსტრუქცია ააწყვეთ. იატაკი დააგეთ და ღობეები გაუკეთეთ. თუ ტერასას ჩარდახი ექნება, კონსტრუქციას მის დასამაგრებლად ვერტიკალური მხარდაჭერა დასჭირდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს