ქაცვი შაქრით წარმოუდგენლად სასარგებლოა, თუმცა, მოხარშვის გარეშე მისი მომზადება ყველამ არ იცის. ასეთი ტკბილეული კარგია ბავშვებისთვისაც, თუ პროპორციებს დავიცავთ. მის მომზადებას კი ახლავე გასწავლით.
კენკრას მაქსიმალურად რომ შეუნარჩუნოთ სასარგებლო თვისებები, არ გამოიყენოთ თერმული დამუშავების მეთოდები. შესანიშნავი კონსერვანტია ჩვეულებრივი შაქარი, რომელიც არ გააფუჭებს კონსერვს, დაიცავს მას ობისგან და შეინარჩუნებს ყველა ვიტამინს ხანგრძლივი ზამთრის განმავლობაში.
შაქრიანი ქაცვი – ვიტამინების ბომბაა, რომელიც იცავს და ეხმარება ორგანიზმს ზამთრის პერიოდში. სანამ უშუალოდ რეცეპტზე გადავიდოდეთ, გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა ქაცვის კონსერვის მოსამზადებლად:
- ნედლეული კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და გადაარჩიეთ – ერთი გაფუჭებული კენკრა მთელ ქილა კონსერვს გააფუჭებს;
- ნებისმიერი რეცეპტით, სწრაფად უნდა იმოქმედოთ – მზის პირდაპირი სხივები კლავს სასარგებლო მიკროელემენტებს, კერძოდ, C ვიტამინს;
- 1-2 კვირის შემდეგ, კონსერვი დაიყოფა ზეთოვანი სიროფის, პიურესა და ჟელეს ფენებად, ეს ნორმალურია.
- შეინახეთ დაშაქრული ნაყოფი ბნელ, გრილ ადგილას.
რეცეპტი
- შეურიეთ ინგრედიენტები 1:1 პროპორციით და მოხუფეთ ქილებში.
- სიროფი, რომელიც შენახვის დროს გაჩნდება, შესანიშნავად ებრძვის ინფექციებსა და ბაქტერიებს, ხოლო კენკრის გამოყენება შეგიძლიათ ნამცხვრებში, დესერტებსა და ჩაიში დასამატებლად.
თქვენ რა სახით მიირთმევთ ქაცვს?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს