რატომ ამბობენ პატარძლები ფატის გაკეთებაზე უარს

1244

საპატარძლო ფატა უძველესი დროიდან მთავარ საქორწილო ატრიბუტად ითვლება. უფრო მეტიც, ადრე მის გარეშე გათხოვების უფლება პრაქტიკულად არც ერთ გოგოს არ ჰქონდა. ითვლებოდა, რომ ასეთი ქორწინება წარმატებული არ იქნებოდა და ახალდაქორწინებულებს უბედურებას მოუტანდა.

ახლა დახვეწილი საქორწილო სტილის შექმნისას ცოტა თუ ფიქრობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფატა. არადა მასთან, როგორც ბევრ სხვა საქორწილო დეტალთან ცრურწმენები და რიტუალები არის დაკავშირებული. დღეს „პაპარაცი“ მათგან ყველაზე საინტერესოს  შესახებ გიამბობთ.

საპატარძლო ფატა

ცრურწმენა ფატის შესახებ

დიდი ხნის წინ ფატა პატარძალს ავი თვალისა და ბოროტი სულებისგან იცავდა. ითვლებოდა, რომ თუ ახალგაზრდა გოგოს ფატის ქვეშ არ დამალავდნენ, ბნელი ძალები მას ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე მოიტაცებდნენ. საინტერესოა, რომ ამ ლეგენდის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში სჯეროდათ.

ადრე ფატისთვის ჩვეულებრივი, მკვრივი ქსოვილის ნაჭერი გამოიყენებოდა, რომლითაც შესაძლებელი იყო პატარძლის თავიდან ბოლომდე დაფარვა. ამასთან აუცილებელი პირობა იყო არა მხოლოდ გოგონას თავის, არამედ მთელი სახის დაფარვა ქორწინებამდე. მხოლოდ ფიცის დადების შემდეგ შეიძლებოდა სახიდან ფატის მოშორება.

ამას იმისთვის აკეთებდნენ, რომ დანარჩენ ახალგაზრდა კაცებს (საქმროს გარდა) სცოდნოდათ, რომ ახლა ეს გოგო მათთვის „მკვდარია“ და მისი გულის მოსაგებად აღარ უნდა იბრძოლონ.

სიმბოლიზმი და რიტუალები

დროთა განმავლობაში, ფატას დაცვის გარდა სხვა თვისებებიც მიაწერეს. კერძოდ, თეთრი თავსაბურავი პატარძლის სიწმინდეს მიანიშნებდა.

რაც შეეხება საქორწილო რიტუალს, ალბათ, ყველაზე მთავარი ფატის მოხსნის რიტუალია. ეს ზეიმის ბოლოს ხდებოდა. ჰაეროვანი ფატის ნაცვლად ქალს თავზე აფარებდნენ თავსაფარს, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ გოგონა თავის უზრუნველ ცხოვრებას სერიოზულ, გათხოვილი ქალის ცხოვრებაზე ცვლიდა.

ქვეყნების მიხედვით ფატის მოხსნის ცერემონია ოდნავ განსხვავდება. ზოგ ქვეყანაში ფატის მოხსნის უფლება ქმარს აქვს, რაც ახალგაზრდა ცოლის მორჩილებას მიუთითებს. სხვა ქვეყანაში – ახალ გამომცხვარი ცოლი ფატას თავად იხსნის, რომ ქმართან თანაბარ ურთიერთობაში ყოფნის სურვილი აჩვენოს.

ასევე ზოგან ამ რიტუალს პატარძლის დედას ანდობენ, რომ მან ქალიშვილს ბედნიერი ოჯახური ცხოვრება უსურვოს.

აღსანიშნავია, ასევე ფატის შენახვის ტრადიცია. არსებობს რწმენა, რომ ეს საქორწილო ატრიბუტი ცერემონიის შემდეგაც თავის დამცავ თვისებებს ინარჩუნებს.

ადრე სჯეროდათ, რომ ფატა სახლიდან ბოროტ ხალხს და ძალებს დევნიდა. ასევე მასში ავადმყოფ ბავშვს ახვევდნენ, რომ ის სწრაფად გამოჯანმრთელებულიყო.

აი, მეგობრისთვის ან თუნდაც ქალიშვილისთვის ფატის მოსარგებად მიცემა სასტიკად აკრძალული იყო. ითვლებოდა, რომ ამას ოჯახურ ცხოვრებაში უთანხმოების მოტანა შეეძლო.

დღესდღეობით, ფატა უფრო ჩვეულებრივი აქსესუარია სრულყოფილი საქორწილო იერსახის შესაქმნელად. ამ თავის აქსესუარის უამრავი ვარიანტი არსებობს. თუმცა ბევრი ინტუიციურად ირჩევს გრძელ ფატას, რომელსაც ყველა ზემოთ ხსენებული დაცვის ფუნქცია გააჩნია.

როგორ ფიქრობთ, თანამედროვე პატარძალმა ძველი რიტუალები უნდა დაიცვას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს