როგორ გავაუმჯობესოთ სალათის გემო საბჭოური მეთოდით

476

როგორც ცნობილია, სალათების უმეტესობა, დაწყებული საყვარელი „ოლივიეთი“ და დამთავრებული „ქაშაყი შუბის ქვეშ“, მაიონეზით იკაზმება. შესაძლოა, ადრე გასაყიდი მაიონეზის შემადგენლობა ცუდი არა იყო, მაგრამ ახლა მხოლოდ საუკეთესოს სურვილს გვიტოვებს. სწორედ ამიტომ „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რომელ სასარგებლო სასალათე საკმაზს შეუძლია მავნე მაიონეზის სრულად ჩანაცვლება.

სალათის საკმაზი

კლასიკური მაიონეზი შეიცავს მცენარეულ ზეთს, კვერცხის გულს, ძმარს და მდოგვს. ასეთია ტრადიციული შემადგენლობა, მაგრამ ჩვენს დროში მწარმოებლები ასეთ ვარიანტს იშვიათად იცავენ. თანამედროვე მაღაზიის მაიონეზში შედის:

1. ცხიმი

ხშირად იყენებენ მოდიფიცირებულ და მცენარეულ ზეთს, ე.წ. ტრანსცხიმებს, რომლებიც ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენენ. ზოგჯერ შეფუთვაზე შეიძლება იპოვოთ ეშმაკური მარკეტინგული ფრაზა „გამოიყენება მაღალხარისხიანი მცენარეული ცხიმები“ სამწუხაროდ, ამით პროდუქტი უფრო სასარგებლო არ ხდება. მსგავსი ფრაზა მხოლოდ იმას ამბობს, რომ ცხიმები ლაბორატორიაში აწარმოეს.

2. გემოს გამაძლიერებლები

ნატრიუმის გლუტამატი პროდუქტს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს. ამასთან მსგავსი ხელოვნური დანამატი გემოს რეცეპტორებსა და კუჭზე გავლენას ახდენს და მიჩვევას იწვევს.

3. კონსერვანტები

კონსერვანტების წყალობით პროდუქტის დიდხანს შენახვა შეიძლება, რადგან ისინი ბაქტერიებზე მავნე ზემოქმედებას ახდენენ. მართალია, კონსერვანტები კარგ მიკროორგანიზმებსაც ანადგურებენ. შემდეგ კონსერვანტები კუჭის წვენის დახმარებით ნაწილობრივ ნადგურდება, დარჩენილი ნაწილი კი ორგანიზმის უჯრედებში ხვდება და არასასურველ გავლენას ახდენს.

საინტერესოა, რომ მაიონეზს სარგებელი აქვს, ოღონდ მხოლოდ შინაურულ, ნატურალური მაიონეზს. ამ შემთხვევაში, ის საჭმლის ათვისებას ხელს უწყობს. ასე ვიღებთ კარგ განწყობას, შრომისუნარიანობას და კმაყოფილებას. თუმცა ასე თუ ისე სჯობს მაიონეზის მიღებას თავი აარიდოთ. გთავაზობთ მარტივი საკმაზის რეცეპტს, რომელიც გემოთი მაიონეზს ძალიან ჰგავს.

ინგრედიენტები:

  • 2 მოხარშული კვერცხის გული
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 1 ს/კ მდოგვი
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1. პირველ რიგში, კვერცხის გული ჩანგლით დაჭყლიტეთ.

2. შემდეგ კვერცხის გულის მასას არაჟანი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.

3. ახლა მდოგვი, მარილი და წიწაკა დაუმატეთ. ესეც ასე, მზადაა!

სალათის საკმაზის ეს მაქსიმალურად მარტივი რეცეპტი შეინახეთ, რომ მავნე მაიონეზი სამუდამოდ დაივიწყოთ. თქვენ ჯერ კიდევ მაიონეზს მიირთმევთ? კომენტარებში თამამად აღიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს