კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი ძალიან სწრაფად მზადდება, თანაც, უკვე დიდი ხანია პოპულარულია თავისი დაბალკალორიულობისა და ვიტამინური შემცველობის წყალობით. იგი არაჩვეულებრივი კერძია ვახშმისთვის – მსუბუქი და მარტივად მოსანელებელი.
დაბალკალორიული სალათის რეცეპტი
ინგრედიენტები
- 500 გ წვრილად დაჭრილი კომბოსტო
- 1 ც სტაფილო
- 1 ჩ.კ. მარილი
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 4 ს.კ. 3%-იანი ძმარი
- 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
მომზადება
- დაჭერით კომბოსტო, მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ ძმარი და მოათავსეთ ემალის ჭურჭელში.
- შემდეგ დადგით ეს ჭურჭელი დიდ ცეცხლზე და გაათბეთ, სანამ კომბოსტო მოცულობაში არ შემცირდება – ამას დაახლოებით 3 წუთი სჭირდება.
- არ დაგავიწყდეთ ბოსტნეულის მუდმივი მორევა, თორემ მიიწვავს.
- გამორთეთ ცეცხლი და გააგრილეთ კომბოსტო, ხოლო სტაფილო გაფცქვენით და დახეხეთ მსხვილად ან გამოიყენეთ სტაფილოს კორეულად მომზადების მეთოდი და დაუმატეთ ბოსტნეული კომბოსტოს.
- ბოსტნეული კარგად შეურიეთ, შეაზავეთ ზეთითა და შაქრით და მოურიეთ კიდევ ერთხელ – თუ დიდი რაოდენობით წვენი გაჩნდა – გადაასხით.
- შედგით მზა კერძი მაცივარში რამდენიმე საათით, შემდეგ გაიტანეთ მაგიდაზე გარნირის სახით.
გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს