თუ პასპორტში ამ ციფრებს ხედავთ, დროა, შვილის გაჩენაზე იფიქროთ

1959

შვილის გასაჩენად ქალის ოპტიმალური ასაკის განსაზღვრისთვის, მეცნიერებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს. მართალია, შედეგები ყოველ ჯერზე რაღაცით განსხვავდებოდა, თუმცა, ვერ უარვყოფთ, რომ მშობლის ასაკი ბავშვის როგორც ჯანმრთელობაზე, ისე სამომავლო ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას.

ბავშვები, რომლებიც ძალიან ახალგაზრდა დედებმა (19 წლამდე) გააჩინეს, ხშირად, ნაკლებად ხელსაყრელ საწყის პირობებში აღმოჩნდებიან ხოლმე. დაგვიანებულ ბავშვებს კი, როგორც წესი, აქვთ უზრუნველყოფილი ცხოვრების მშობლებისგან საკმარისი ყურადღების, ხარისხიანნი განათლების მიღების მეტი შანსი, თუმცაღა, იშვიათად გამოირჩევიან ჯანმრთელობით.

ბავშვის გაჩენის პირობები

კვლევებით დადგინდა, რომ 19 წლამდე და 35 წლის შემდეგ ორსულობას დიდი რისკი ახლავს როგორც თავად დედის, ისე ბავშვისთვისაც. მართალია, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ადრეულო ორსულობის რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, თანაც, ეს პრობლემა ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში გაცილებით მწვავეა.

რაც შეეხება გვიანდელ ფეხმძიმობას, იმ ქალების რაოდენობა, რომლებმაც შვილი 35 წლის შემდეგ გააჩინეს, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა. ამ შემთხვევაში კი საუბარია კარგად განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. თუმცა, არც ეს მონაცემებია საკმარისი იმის განსაზღვრისთვის, თუ როგორ ახდენს დედის ასაკი გავლენას ბავშვის ცხოვრებაზე.

როგორც აღმოჩნდა, 19 წლამდე და 35 წელს ზემოთ დედების შვილებს სისხლში შაქრის მომატებული დონე აქვთ, 20-25 წლის დედების შვილებთან შედარებით.

აგრეთვე, ძალიან ახალგაზრდა დედების ბავშვები, ხშირად, ვადაზე ადრე ჩნდებიან, აქვთ წონის უკმარისობის პრობლემები, შედარებით ცუდად იზრდებიან. ზრდასრულ ასაკში კი ამ ბავშვებს სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. შესაძლოა, ეს უკანასკნელი განპირობებულია იმ გარემოებითაც, რომ ახალგაზრდა მშობლებს არ აქვთ საკმარისი დრო და შესაძლებლობა ბავშვის განათლებაში დასახმარებლად.

ხოლო უფროსი დედების შვილები, მიუხედავად იმისა, რომ დროზე ადრე ხშირად იბადებიან, იშვიათად განიცდიან ზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებს და, როგორც წესი, კარგადაც სწავლობენ. საერთო ჯამში, ასეთ ბავშვებს მეტი შესაძლებლობა აქვთ ყოველმხრივი განვითარებისთვის, ვიდრე უფრო ახალგაზრდა და, ხშირად, ნაკლებად უზრუნველყოფილი მშობლების ხელში.

ბოლო დროს, ქალები თავადაც არჩევენ 30 წლის შემდეგ დაორსულებას, როცა უკვე მტკიცედ დგანან ფეხზე, თუმცა, იზრდება რისკიც, რამდენადაც მათი ჯანმრთელობა მხოლოდ უარესდება. თანაც, ყოველწლიურად. ამიტომ, ბავშვის ყოლისთვის იდეალური ასაკი, მეცნიერების აზრით, 34 წელია.

ტეხასელმა მეცნიერებმა ისიც კი დაადგინეს, რომ ქალი, რომელიც 34 წლის ასაკში პირველ შვილს გააჩენს, ნებისმიერ ასაკში იგრძნობს თავს 14 წლით ახალგაზრდად (და შესაფერისი ჯანმრთელობაც ექნება), ვიდრე ის, რომელმაც პირველი შვილი 18 წლის ასაკში გააჩინა. თუმცა, ამ მოსაზრებას ყველა ექსპერტი არ იზიარებს, იმის გათვალისწინებით, რომ სომატური დაავადებების არსებობის შემთხვევაში, ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის შანსი საკუთარი ჯანმრთელობის ვნების გარეშე, წლების განმავლობაში, მცირდება.

სწორედ ამიტომ, დედებისთვის რეკომენდებულია არამხოლოდ საკუთარი ასაკის, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის, ცხოვრების საერთო პირობებისა და ბავშვისთვის პერსპექტივების გათვალისწინება. ხშირად, სწორედ 25-30 წლისას, ქალები ყველაზე დიდ სიამოვნებას იღებენ დედობისგან – როცა სწავლას მორჩებიან და გართობაც საკმარისად მოასწრეს.

ამ ასაკში, ბავშვის პირადი ცხოვრება მშობლებს ყველაზე მეტად აინტერესებს და იტაცებს, აძლევს საშუალებას, ბავშვთან საიმედო ურთიერთობები ააწყოს. ხოლო ასაკში დიდი განსხვავების შემთხვევაში, ურთიერთგაგების დამყარება რთულია, ამიტომ ურთიერთობაში არა სიყვარული, არამედ უფროსი მშობლების დიქტატი მეფობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს