დალაგების მიმართ ყველას განსხვავებული ურთიერთობა აქვს. ზოგისთვის ეს საუკეთესო მეთოდია დასამშვიდებლად და ფიქრების მოსაწესრიგებლად. ზოგისთვის კი არანაირი კმაყოფილება არ მოაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში სახლის დალაგება აუცილებელია, რადგან მხოლოდ სუფთა სახლში შეიძლება ნამდვილად მოდუნება და დასვენება. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ სახლის მტვერსა და მისი მოშორების მეთოდებზე.
მტვერი სახლში
ალბათ, ბევრ სისუფთავის მოყვარულ დიასახლისს სურს, რომ მტვერი ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროს. ის მუდმივად გროვდება მაშინაც კი, თუ ფანჯარა დაკეტილია, ხოლო შენობაში იშვიათად ვინმე იმყოფება. მტვერს ჩვეულებრივ ვუწოდებთ 0,01-დან 10–მდე მიკრონების ნაწილებს, რომლებიც სარკეს, ავეჯს და იატაკს ფარავენ.
მსხვილი მტვრის დანახვა შეიძლება ბინის კუთხეებში. ის წარმოდგენილია დიდი, ფუმფულა გუნდას სახით, ხოლო პატარა მტვერი მუდმივად ჰაერში დაფრინავს. ჩვენა ყველაზე დაუცველები მეორე ტიპის მიმართ ვართ. ასეთმა მტვერმა შეიძლება სუნთქვა გაართულოს.
არსებობს მტვრის წყაროები, რომელთა მოშორებაც შეუძლებელია. მაგალითად, თავად ჩვენ, ჩვენი ნივთები, შინაური ცხოველები და ქუჩა, საიდანაც ჩვენს ბინაში მიწის, მტვრის და სამშენებლო ნარჩენების უამრავი ნაწილი ხვდება. თუმცა თუ სახლს კარგად დაალაგებთ და ნივთებს სწორად შეინახავთ, შენობაში სიტუაცია უფრო გაუმჯობესდება.
როგორ შევამციროთ დაგროვებული მტვრის რაოდენობა სახლში
მომზადება
1. ხალიჩები
ხალიჩა მტვრის ყველაზე „შრომისმოყვარე“ შემგროვებელია. მასზე მტვერი წლები გროვდება, ხოლო კონტაქტისას მტვერი ჰაერში ხვდება, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ. იდეალურ შემთხვევაში, ხალიჩა უნდა დაფერთხოთ და კვირაში ერთხელ მტვერსასრუტით გაწმინდოთ. თუ ეს თქვენთვის ზედმეტია, გირჩევთ ეს მტვრის შემგროვებელი მოიშოროთ.
2. ფარდები
ფარდებზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ეტაპის უგულებელყოფა ჰაერში მტვრის და მტვრის ტკიპების გაზრდას გამოიწვევს. სასურველია, ფარდები რამდენიმე კვირაში ერთხელ გარეცხოთ და ორთქლით დაამუშაოთ. სხვათა შორის, ახლა ბევრი ჩვეულ ფარდებს თანამედროვე ჟალუზებით ცვლის, რომლის მოვლაც ბევრად უფრო მარტივია.
3. ბალიშები
ბუმბულის ბალიშები შეგიძლიათ მტვრის ნაკლებად შემგროვებელი ვარიანტით ჩაანაცვლოთ. თუმცა ერთიც და მეორეც კარგად უნდა გაანიავოთ. მტვერი რბილ სათამაშოებზეც გროვდება. სწორედ ამიტომ, სჯობს ასეთი სათამაშოები ცალკე ყუთში შეინახოთ. სახლში ნივთები რაც უფრო ნაკლებად მიმოფანტულია, მით უფრო ნაკლები მტვერი დაგროვდება.
4. დალაგება
სახლის დალაგებას უფრო მარტივად შეძლებთ, თუ ზედაპირებზე უამრავი წვრილი ხარახურა არ იქნება. ინვენტარიზაცია ჩაატარეთ და ყველა პატარა ნივთი კარადებში ან კამოდებში შეინახეთ. მტვრის გადაწმენდისას გახსოვდეთ, რომ ეს ზემოდან ქვემოთ უნდა გააკეთოთ.
5. პოლიროლი
ახლა ბევრი სხვადასხვა საშუალების შეძენა შეიძლება, რომლებიც ზედაპირებს დიდხანს სუფთას დატოვებს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გლიცერინი. პირველ რიგში, ჩვეული მეთოდით მტვერი გადაწმინდეთ, შემდეგ ჩვარზე ცოტა გლიცერინი წაუსვით და ზედაპირები დაამუშავეთ. ახლა ზედაპირზე უფრო ნაკლები მტვერი დაილექება.
ყველას, ვისაც უყვარს სისუფთავე, მაგრამ არ უყვარს დალაგება, ყურადღება არა თავად დალაგებაზე, არამედ ორგანიზაციაზე უნდა გაამახვილოს. თქვენი ბინა რაც უფრო მარტივად და მინიმალისტურად არის მოწყობილი, მით უფრო ადვილია დალაგება. კიდევ ერთი პატარა რჩევაა, რომ მცირე სიბინძურე და უწესრიგობა დაუყონებლივ მოიშოროთ. ასე მთელ დასვენების დღეებს სახლის დალაგებაში არ დახარჯავთ.