კოჭასა და თაფლის კომპრესს ფილტვებიდან ლორწო გამოჰყავს და ხველას დილამდე აქრობს

0
212

გაციება, გრიპი და ხველა ისეთი უსიამოვნებაა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი ერთხელ მაინც შეუწუხებია. ხდება ხოლმე, რომ თავად გაციება და გრიპი გაივლის, ხველა კი თავისუფლად და მარტივად ჩასუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს. რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი შესაფერსი პრეპარატი და სიროფი ხველის სამკურნალოდ, თუმცა, მათი უმეტესობა მხოლოდ ახშობს სპაზმს და, ამასთან, უამრავ გვერდით მოვლენას შეიძლება იწვევდეს. ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ერთ მარტივ ხერხს, რომელიც ხველასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ეს კომპრესი ძალიან სწრაფად მოხსნის ხველას და ფილტვებიდან ლორწოს გამოდევნის.

თაფლისა და კოჭას კომპრესი

თაფლი სასარგებლოა როგორ სამედიცინო, ისე კოსმეტოლოგიურ სფეროში. ეს პროდუქტი ფილტვებიდან ლორწოს ამოყვანას უწყობს ხელს და ეხმარება როგორც ზრდასრულებს, ისე ბავშვებსაც.

ჯანჯაფილი დამამშვიდებელი საშუალებაა, რომელსაც სახლის პირობებში ერთ-ერთ საუკეთესო ამოსახველებელ პრეპარატს უწოდებენ.

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ ეს კომპრესი:

დასაწყისისთვის, დაგჭირდებათ:

  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 ს.კ. ჯანჯაფილის წვენი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • ხელსახოცი, მარლა, წებოვანი სამედიცინო ლენტი

1. შეურიეთ თაფლი და ფქვილი. მასა არ უნდა ეკრობოდეს ხელებს. დაუმატეთ ჯანჯაფილის წვენი, ზეთი და გააბრტყელეთ მიღებული მასა მაგიდაზე, რომელსაც წინასწარ ფქვილი უნდა მოაყაროთ.

2. მოათავსეთ ფირფიტა ხელსახოცზე და შეახვიეთ მარლაში.

3. მიიმაგრეთ კომპრესი ზურგზე ან მუცელზე, წებოვანი ლენტის გამოყენებით.

ზრდასრულებმა ასეთი კომპრესი მთელი ღამით უნდა გაიჩერონ, ხოლო ბავშვებმა – 2-3 საათით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!