ყოველდღიურ საზრუნავსა და რუტინულ დღეებში მარტივია ხალისის დაკარგვა ისე, რომ ამას ვერც კი შეამჩნევთ. დროთა განმავლობაში ხვდებით, თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ რაღაც არ გყოფნით. ჩვენ ყოველთვის არ შეგვიძლია იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად რა გვაკლია. დღეს ჩვენ ამაში დაგეხმარებით!
Paparazzi-ს რედაქციამ მოამზადა მარტივი ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, თუ რა გაკლიათ სრული ბედნიერებისთვის. ტესტის პირობები ასეთია: შეხედეთ სტატიის დასაწყისში მოცემულ სურათს და აირჩიეთ ერთი ლარნაკი. დიდხანს არ იფიქროთ, უბრალოდ აირჩიეთ ის, რაც ყველაზე მეტად მოწონთ.
აირჩიეთ? ახლავე გეტყვით, როგორ უნდა გაამრავალფეროვნოთ ცხოვრება.
1. მეგობარი
ცხოვრებაში ბედნიერებისთვის ერთგული მეგობარი გაკლიათ. ალბათ, ბევრი ნაცნობი და ამხანაგი გყავთ, თუმცა, მათ შორის არავინაა ისეთი, ვისაც ნამდვილ მეგობარს უწოდებთ. ის ადამიანი, რომელთანაც ყველაფერზე ისაუბრებთ ან, უბრალოდ, არაფერს იტყვით.
შესაძლოა, ასეთი ადამიანი გყავთ, თუმცა თქვენგან შორსაა. ცხოვრება ამ კუთხით, ხშირად, უსამართლოა. თუ ასეთი ადამიანი გყავთ, დაუფიქრებლად გაემართეთ მისკენ. თავს ბედნიერად იგრძნობთ.
2. გულის გადაყოლება
ბედნიერებისთვის, უნდა იპოვოთ ჰარმონია სამსახურს, ოჯახსა და საკუთარ მოთხოვნილებებს შორის. დიდი ალბათობით, ზედმეტად დიდ დროს უთმობთ სამსახურს და უგულებელყოფთ ჰობის. დამიჯერეთ, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს გულის გადაყოლების საშუალება. ამის გარეშე ცხოვრება ერთ დიდ განსაცდელად იქცევა.
ალბათ, გაქვთ რაღაც მშვიდი ოაზისი, სადაც თავს მშვიდად და კარგად გრძნობთ. ეს შეიძლება იყოს რომელიმე ადგილი ან საქმიანობა. გიყვართ ხატვა ან ცეკვა? ახლავე აიღეთ ხელში ფუნჯი ან ცეკვის გაკვეთილებზე ჩაეწერეთ. მიუძღვენით დრო საკუთარ თავსაც.
3. შთაბეჭდილებები
ახალი ქალაქები, ქვეყნები ან, თუნდაც, ქუჩები თქვენს ქალაქში თქვენს სულს ახალი შთაბეჭდილებებით აავსებს. თუ მესამე ლარნაკი აირჩიეთ, სწორედ ეს გრძნობა გაკლიათ. გაემგზავრეთ სადმე, თუნდაც ეს ქალაქის უახლოესი რაიონი იყოს, სადაც ჯერ არ ყოფილხართ. გაუხსენით გული ახალ შეგრძნებებს.
გჭირდებათ გულწრფელი სიხარულის, გაოცებისა და აღტაცების შეგრძნება. ამ ყველაფრის გარეშე, ცხოვრება მოსაწყენი ხდება. თუმცა, ნუ დაელოდებით რამე განსაკუთრებულ მომენტს, უბრალოდ მოუწყვეთ თავს დღესასწაული.
4. დასვენება
სრულყოფილი დასვენების გარეშე, ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება იგრძნოს თავი ცუდად. სწორედ დასვენება გაკლიათ თქვენ. მოუწყვეთ თავს სრულფასოვანი რელაქსის დღე: იარეთ მაღაზიებში, ისეირნეთ პარკში, მიირთვით ბამბის ნაყინი ან წიგნი წაიკითხეთ დივანზე. დაისვენეთ ისე, როგორც თქვენს გულს გაუხარდება.
დამიჯერეთ, დასვენების დღე ყველაფერს შეცვლის: ძალებს მოიკრებთ და ახალი საქმეები თუ მისიები გაცილებით მარტივად დასაძლევი გახდება!
6. თვითრეალიზაცია
ეს ყოველთვის თვალსაჩინო როდია. ერთი შეხედვით, კარგი სამსახური და ოჯახური ურთიერთობა გაქვთ, თუმცა, რაღაც მაინც არ გყოფნით. თუ ბოლო ლარნაკი აირჩიეთ, ესე იგი, ცხოვრებაში თვითრეალიზაცია გაკლიათ.
იქნებ, სამსახურის შეცვლის ან საკუთარი საქმის წამოწყების დროა? თუ რაღაცის განხორციელებაზე დიდი ხანია ოცნებობთ, ახლა საუკეთესო დროა ამისთვის. მენდეთ, სწორედ ეს მოგიტანთ თქვენ ბედნიერებას.
თითოეულ ჩვენგანს რაღაც აკლია სრული ბედნიერებისთვის – ადამიანი ასეა მოწყობილი. რეალურად, ეს კარგიცაა, სხვანაირად ხომ ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა. ჩვენ იშვიათად ვუფიქრდებით სამყაროს მრავალფეროვნებას – არადა, ის შესანიშნავი და ახალი შესაძლებლობებით სავსეა. უბრალოდ ჩაეჭიდეთ შანსს და ცხოვრება გაამრავალფეროვნეთ.