ავსტრალიაში, ნიუკასლის უნივერსიტეტის ექსპერტებმა დაასახელეს სამი პროდუქტი, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე სასიკვდილოდ მოქმედებენ, მათ შორის წნევის ზრდას იწვევენ.
მტერი № 1 – მარილი. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ყოველდღიურ რაციონში მარილის რაოდენობის 4,4 გრამამდე შემცირებით წნევის დარეგულირებას შეძლებთ.
მტერი № 2 – სპირტიანი სასმელები, რომლებიც არა მხოლოდ ჰიპერტონიას, არამედ სტენოკარდიას, ინფარქტს და ინსულტს იწვევენ.
მტერი № 3 – კოფეინი. ეს ნივთიერება ბევრ სასმელში გვხვდება. მისმა უკონტროლო მოხმარებამ შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს, როგორიცაა მაღალი წნევა, თავის ტკივილი და სისხლძარღვების სპაზმები.
როგორც ბოლო კვლევამ აჩვენა, 2 ჭიქა ყავა სისტოლურ არტერიულ წნევას 8,1 მმ ვერცხლისწყლის სვეტში და დიასტოლურ არტერიულ წნევას 5,7 მმ ვერცხლისწყლის სვეტში ზრდის.