სექტემბერ–ოქტომბერი ცხელი სეზონია ყველასთვის, ვინც ზამთრისთვის ბოსტნეულის კონსერვებს იმარაგებს. ზოგი ბევრ ტკბილ დამწნილებულ პომიდორს ინახავს, ზოგი უპირატესობას წვნიან და ხრაშუნა კომბოსტოს ანიჭებს. მე მიყვარს, რომ ყველაფერი იყოს და ბევრი. სწორედ ამიტომ, პომიდორს და კომბოსტოს ერთად ვამარინადებ.
დამარინადებული პომიდორი კომბოსტოსთან ერთად
ინგრედიენტები:
- 1 კგ კომბოსტო
- 1 კგ საშუალო ზომის პომიდორი
- 2 ბულგარული წიწაკა
- 1 დაფნის ფოთოლი
- კამის ქოლგა
- შავი და ბაჰარის წიწაკის მარცვლები გემოვნებით
- სამლიტრიანი ქილები და თავსახურები
მარინადის ინგრედიენტები:
- 1 ს/კ მარილი 1 ლ წყალზე
- 2 ს/კ შაქარი 1 ლ წყალზე
- 2 ჩ/კ (10 მლ) 70%–იანი ძმრის მჟავა ქილაზე
მომზადება:
1. კომბოსტო დაჭერით.
2. ბულგარული წიწაკა თესლისგან გაათავისუფლეთ და ნახევარ რგოლებად დაჭერით. სხვათა შორის, მისი თესლისგან შეგიძლიათ სასარგებლო და გემრიელი სანელებელი მოამზადოთ.
3. თითოეული სტერილური ქილის ძირში სანელებლები მოათავსეთ. პირშუშხის ფოთლები ზემოდან დააფარეთ.
4. ზემოდან კომბოსტოს ფენა მჭიდროდ ჩააწყვეთ. ცოტა ბულგარული წიწაკა დაუმატეთ.
5. შემდეგ პომიდვრის ფენა დაუმატეთ. ამისთვის 10 პატარა „ნაღები“ მაქვს.
6. შემდეგ კიდევ ორი ფენა კომბოსტო და ორი ფენა პომიდორი.
7. ქილებს მდუღარე წყალი დაასხით. სტერილური თავსახურები დაახურეთ და 15-20 წუთით გააჩერეთ.
8. ამის შემდეგ წყალი მთლიანად ცალკე ქვაბში გადაასხით. გაზქურაზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. შაქარი და მარილი დაუმატეთ, აურიეთ.
9. მარინადი ქილებში გადაანაწილეთ.
10. უშუალოდ მოხუფვის წინ 2 ჩ/კ ან 1 დესერტის კოვზი ძმრის მჟავა თითოეულ ქილაში ჩაამატეთ.
11. ქილები ქვაბში საშუალო ცეცხლზე დადეთ, წყლის ორთქლზე 10-15 წუთით აცხელეთ და შემდეგ მოხუფეთ.
12. ქილები თავსახურებით ქვემოთ გადააბრუნეთ და სრულ გაგრილებამდე თბილად შეფუთეთ.
ესეც ასე! დამარინადებული პომიდორი კომბოსტოსთან და ბულგარულ წიწაკასთან ერთად მზადაა. დარწმუნებული ვარ, ზამთარში ეს გემრიელი კონსერვი უამრავ სასიამოვნო წუთს მოგანიჭებთ.