როგორ შევასუქოთ მარწყვი შემოდგომაზე

362

წელს მარწყვის მოსავალი იმდენად უხვი არ მქონდა, როგორც ვისურვებდი. აი, მეზობელს კი პირიქით: ყოველდღე მოჰქონდა ჩემთვის ლამაზი და წვნიანი კენკრა. საუბრისას მითხრა, რომ მარწყვი ზაფხულის ბოლოს უნდა შესუქდეს, მცენარე რომ აღდგეს და ძალები მოიკრიბოსო.

ახლა აქტიურად შევუდექი მარწყვის შესუქებას: პირველად სექტემბრის პირველ რიცხვებში დავუმატე სასუქი, მეორეც ოქტომბრის ბოლოს ვაპირებ. იმავე მეზობლის რჩევით, პირველი სასუქი ორგანული უნდა იყოს, მეორე – მინერალური. იმედია, შემდეგ ზაფხულს მეც უხვ მოსავალს მივიღებ.

რით გამოვკვებოთ მარწყვი შემოდგომაზე

ფოთლის ნეშომპალა

მარწყვისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშემოდგომო სასუქია. თუ ნაკვეთთან ახლოს ფოთლოვანი ტყე გაქვთ, შეაგროვეთ სასუქი. მისი გამოყენება უმარტივესია: მოათავსეთ ნეშომპალა მარწყვის ბუჩქების გარშემო.

კომპოსტი

თუ შეგიძლიათ, აუცილებლად გამოიყენეთ კომპოსტი მარწყვის შესასუქებლად. მცენარეს ძალიან უყვარს ასეთი სასუქი. ყურადღება მიაქციეთ, რომ კომპოსტი გადამპალი არ იყოს.

ხის ფერფლი

თუ მწვადები შეწვით და ფერფლი მოგრჩათ, არ გადაყაროთ. ეს შესანიშნავი სასუქია მარწყვისთვის როგორც ზაფხულზე, ისე შემოდგომაზეც. საჭიროა 150 გ ფერფლი 1 კვ.მ. ნიადაგზე. ფერფლი მარწყვის ბუჩქების გარშემო უნდა დაყაროთ.

სიდერატები

კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ვარიანტი. უბრალოდ მოცელეთ სიდერატები, მოაყარეთ მარწყვის ბუჩქებთან და მსუბუქად მიაყარეთ მიწა. სასუქი ზამთრამდე დალპება, შესაბამისად, მარწყვი მიიღებს ყველა სასარგებლო მკვებავ ნივთიერებას.

მინერალური სასუქი

თუ კომპოსტისა და ფერფლის გამოყენების დრო და ენერგია არ გაქვთ, შეიძინეთ სასუქი სპეციალიზებულ მაღაზიაში. ამისთვის გამოდგება სუპერფოსფატი, კალიუმის მარილი და ნიტროფოსკა. პირველ შემთხვევაში, გააზავეთ 10 გ სასუქი 10 ლ წყალში და მორწყეთ მარწყვის ბუჩქის ძირები ისე, რომ ფოთლებს არ შეეხოთ. აგრეთვე, შეგიძლიათ 20 გ მარილი ან 2 ს.კ. ნიტროფოსკა 10 ლ წყალში გახსნათ და იმავე გზით მორწყოთ.

გამოცდილი მიწათმოქმედის რჩევების წყალობით, აღარ იქნება საჭირო იმაზე ფიქრი, თუ რით გამოკვებოთ მარწყვი. აირჩიეთ შესაფერისი სასუქი და დაელოდეთ შესანიშნავ შედეგებს მომავალი წლისთვის. თქვენ რომელ სასუქს იყენებთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს