ძმარი, ლიმონი, კურკუმა და სხვა უჩვეულო კონტრაცეპტული საშუალებები

0
314

ახლა ჩვენ უკვე ვიცით რამდენიმე ეფექტური და პოპულარული კონტრაცეპტული საშუალებების შესახებ: აბები, იმპლანტანტები, სპირალები, პრეზერვატივები და ა.შ. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში გამოიყენება უჩვეულო მეთოდები, რომლებიც არამხოლოდ ფეხმძიმობას არ უშლის ხელს, არამედ ქალის ჯანმრთელობის დაზიანებაც კი შეუძლია.

1. ვაშლის ძმარი

მოლდოვის ზოგიერთ რეგიონში ქალები, სექსის შემდეგ, საშოში იდებენ ბამბას, რომელსაც წინასწარ ვაშლის ძმარში ავლებენ. ითვლება, რომ მჟავა კლავს სპერმატოზოიდებს და ხელს უშლის ფეხმძიმობის დადგენას. გარდა ამისა, ეს საშუალება ნატურალური და იაფია. თავისი არსით, ძმარი ანადგურებს ბუნებრივ ფლორას და ზრდის ინფექციის მიღების რისკს.

2. საპნიანი წყალი

მიანმარში ზოგიერთი ქალი, სექსის შემდეგ, საშოს საპნიანი წყლით იბანს, რათა ვაგინალური არხიდან სპერმა გამორეცხოს. პირველ რიგში, ეს არაეფექტურია. მეორეც, საპნის გამოყენება ორგანიზმის შიგნით იწვევს ანთებებსა და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევას.

3. ანტისეპტიკები

ამ საშუალებას შრი-ლანკელი ქალბატონები იყენებენ შეწყვეტილი სქესობრივი აქტის შემდეგ. ითვლება, რომ დეზინფექტანტი კლავს მავნე ბაქტერიებს, სპერმატოზოიდებსა და ინფექციებს. სამწუხაროდ, ეს არაეფექტურია და მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს.

4. ასპირინიანი კოლა

პოპულარული მეთოდია ანგოლაში: გაზიანი სასმლის დალევა 2 აბი ასპირინით. განსაკუთრებით განვითარებული მოსახლეობა კი სასმელს ათბობს კიდევაც. სამწუხაროდ, ეს მეთოდი გულის შეტევას უფრო გამოიწვევს, ვიდრე სპერმატოზოიდების შეჩერებას.

5. ლიმონი

ზოგიერთ ქვეყანაში, სექსის შემდეგ, საშოში იდებენ ლიმონის ნაჭერს: პრინციპი იგივეა, რაც ძმრის შემთხვევაში.

6. კურკუმა

ახლა ეს მეთოდი აღარ გამოიყენება, თუმცა, 70-80-იან წლებში, ნეპალში, იგი საკმაოდ პოპულარული იყო. სექსის შემდეგ დილით ურევდნენ 3 კოვზ კურკუმას 1 ჭიქა წყალში და სვამდნენ. ეს უსაფრთხოა, თუმცა, კონტრაცეპციის სახით – უაზრო.

7. მანგოს თესლი

ეს უძველესი ტრადიციაა იემენში, რომელმაც პოპულარობა ხელახლა მოიპოვა სამედიცინო პრეპარატების ხელმიუწვდომლობის გამო. თესლს ნაყავენ, ურევენ წყალში და სვამენ ციკლის მეხუთე დღეს. კვირის განმავლობაში არ შეიძლება თაფლის ჭამა, რძის დალევა და ანტიბიოტიკების მიღება.

8. ბალახეული

მეთოდი პოპულარულია ვიეტნამში: ხარშავენ გარკვეული ბალახების ნაკრებს და სვამენ ნახარშს, რათა მან ხელი შეუშალოს ემბრიონის მიმაგრებას. ამ საშუალებით იღებენ თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებას, თუმცა, ჩასახვის ალბათობაზე იგი საერთოდ არ მოქმედებს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი