დღეს „პაპარაცი“ გიზიარებთ საყვარელი ბებიების რეცეპტებს და გიამბობთ, როგორ მოამზადოთ შემწვარი ღვეზელები კომბოსტოთი. ცომი ისეთი რბილი და ჰაეროვანი გამოდის, როგორც ბუმბული. შიგთავსით კი თამამად შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ.
შემწვარი ღვეზელები კომბოსტოთი
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ მშრალი საფუარი
- 0,5 ლ კარტოფილის ნახარში
- 2 ს/კ შაქარი
- 1 კგ ფქვილი
- 2 ქათმის კვერცხი
- მწიკვი მარილი
- 2 ს/კ შაქარი
- 50 გრ მცენარეული ზეთი
- 1 თავი კომბოსტო
- 1 სტაფილო
- 1-2 ხახვი
მომზადება:
1. მშრალი საფუარი თბილ კარტოფილის ნახარში გახსენით და 2 ს/კ შაქარი დაუმატეთ. 15 წუთით გააჩერეთ.
2. ნახევარი კილოგრამი გაცრილი ფქვილი საფუარს და ნახარშს დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ქათმის კვერცხი, მწიკვი მარილი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ცომის მოზელა დაიწყეთ. თანდათანობით ფქვილი დაუმატეთ, რამდენიც დასჭირდება (დაახლოებით 500 გრ). ცომი ელასტიკური უნდა გამოვიდეს და ხელზე არ გეკვროდეთ.
3. ახლა ცომი მცენარეულ ზეთწასმულ ჭურჭელში გადაიტანეთ, პირსახოცი დააფარეთ და 1 საათით გააჩერეთ.
4. ამ დროში კომბოსტო დაჭერით, ხახვი დაჭერით, ასევე სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ბოსტნეული ტაფაზე ან დიდ ქვაბში ოდნავ მოთუშეთ, სანელებლები და მცენარეული ზეთი დაუმატეთ.
5. ხელებზე მცენარეული ზეთი წაისვით, რომ ღვეზელის ფორმირებისას ცომი ხელზე არ მიგეკვროთ. ღვეზელები საშუალო ცეცხლზე მზესუმზირას რაფინირებულ ზეთში ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით.
სხვათა შორის, ღვეზელის შიგთავსს შეგიძლიათ დაუმატოთ მოხარშული კვერცხი ან დაქუცმაცებული პომიდორი და მწვანილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი რეცეპტით აღფრთოვანებული იქნებით. გემრიელად მიირთვით!