ჩემმა ნათესავებმა და მეგობრებმა იციან, რომ სალათებზე ვგიჟდები. ამბობენ, რომ სტუმრად ყოველთვის რაღაც ახალ გემრიელობას ელოდებიან. რა თქმა უნდა, მე ხომ ყოველთვის საინტერესო კერძებით ვმასპინძლობ. გსურთ საუკეთესო სალათის რეცეპტების გაგება? სიამოვნებით გიზიარებთ!
დღესასწაულებზე ან დასვენების დღეებში დრო მაქვს, რომ რთული კერძები მოვამზადო ან ახალი რეცეპტი გამოვცადო. აი, სამუშაო დღეებში უპირატესობას ვანიჭებ უფრო მარტივ, მაგრამ გემრიელ წასახემსებელს. ჩაიწერეთ სწრაფი სალათების რეცეპტები! ნამდვილად გამოგადგებათ.
მარტივი სალათის რეცეპტები
სალათი კიბორჩხალის ჩხირით და პომიდვრით
ინგრედიენტები:
- 150 გრ კიბორჩხალის ჩხირები
- 20 გრ მაიონეზი
- 1 კბილი ნიორი
- 70 გრ ყველი
- 1 პომიდორი
მომზადება:
- კიბორჩხალის ჩხირები ირიბ ზოლებად დაჭერით. პომიდორი ჩვეულებრივ ზოლებად დაჭერით და ზედმეტი სითხე გადაასხით.
- ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, ნიორი დაპრესეთ და ინგრედიენტებს მაიონეზი მოასხით, აურიეთ.
სალათი „ლედი“
ინგრედიენტები:
- 150 გრ კიტრი
- 300 გრ ქათმის ფილე
- 150 გრ დაკონსერვებული ბარდა
- 1 კონა კამა
- მარილი გემოვნებით
- 150 გრ არაჟანი
- მომზადება:
- ქათმის ფილე მომზადებამდე მოხარშეთ და საშუალო ზომის კუბებად დაჭერით.
- კამა წვრილად დაჭერით. კიტრი საშუალო ზომის კუბებად დაჭერით.
- ყველა ინგრედიენტი აურიეთ, ბარდა, მარილი და არაჟანი დაუმატეთ, აურიეთ.
სალათი ლობიოთი და კიბორჩხალის ჩხირებით
ინგრედიენტები:
- 200 გრ წითელი ლობიო საკუთარ წვენში
- არაჟანი გემოვნებით
- 2 კვერცხი
- მარილი გემოვნებით
- წიწაკა გემოვნებით
- 200 გრ კიბორჩხალის ჩხირები
- მწვანილი გემოვნებით
მომზადება:
- კვერცხი მოხარშეთ. მწვანილთან ერთად წვრილად დაჭერით.
- ლობიოს წვენი ოდნავ გადაასხით და დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ.
- მარილი და წიწაკა მოაყარეთ. არაჟანი მოასხით და აურიეთ.
სალათი შებოლილი ძეხვით
ინგრედიენტები:
- 1 სტაფილო
- 2 კბილი ნიორი
- 100 გრ ყველი
- 2 ს/კ მაიონეზი
- 100 გრ შებოლილი ძეხვი
- მარილი გემოვნებით
- წიწაკა გემოვნებით
- 150 გრ დაკონსერვებული სიმინდი
მომზადება:
- ყველი და სტაფილო წვრილ სახეხზე გახეხეთ, ძეხვი ზოლებად დაჭერით.
- სიმინდი, დაპრესილი ნიორი და მაიონეზი დაუმატეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ, აურიეთ.
- სალათი მწვანილით მორთეთ.
სალათი „ფრანგული“
ინგრედიენტები:
- 2 ვაშლი
- 4 კვერცხი
- 2 სტაფილო
- მაიონეზი
- 70 გრ ყველი
მომზადება:
- 1 ვაშლი მსხვილ სახეხზე გახეხეთ და სალათის პირველ ფენად გამოიყენეთ. ზემოდან 1 ს/კ მაიონეზი მოასხით.
- 2 მოხარშული კვერცხი გახეხეთ, მეორე ფენად დაადეთ და ასევე 1 ს/კ მაიონეზი წაუსვით.
- შემდეგ ფენად წვრილად გახეხილი სტაფილო დაადეთ, კვლავ მაიონეზი წაუსვით.
- ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ და დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ. კიდევ ერთი ფენა გაიმეორეთ.
სალათი „სწრაფად და გემრიელად“
ინგრედიენტები:
- 1 პეკინის კომბოსტო
- 1 კიტრი
- 1 ხახვი
- 100 გრ ძეხვი
- მაიონეზი გემოვნებით
- სანელებლები გემოვნებით
მომზადება:
- კომბოსტო დაჭერით, კიტრი და ძეხვი ზოლებად დაჭერით, ხახვი – ნახევარ რგოლებად.
- სანელებლები და მაიონეზი დაუმატეთ, აურიეთ.
სალათი შებოლილი ქათმის ხორცით, ვაშლით და ანანასით
ინგრედიენტები:
- 300 გრ შებოლილი ქათმის გულმკერდი
- 2 ვაშლი
- 250 გრ დაკონსერვებული ანანასი
- 3 ს/კ მაიონეზი
- მარილი გემოვნებით
- წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
- ხორცი და ვაშლი ზოლებად დაჭერით, ანანასის რგოლები ნაჭრებად დაჭერით.
- მარილი და წიწაკა მოაყარეთ, მაიონეზი მოასხით და აურიეთ.
თქვენ შეგიძლიათ სალათის რეცეპტები თქვენი გემოვნების მიხედვით შეცვალოთ. მაიონეზის ნაცვლად თითქმის ყოველთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ არაჟანი, დაუმტკბარი იოგურტი ან მცენარეული ზეთი. საყვარელი სანელებლები დაუმატეთ და სხვადასხვა ინგრედიენტებით ექსპერიმენტები ჩაატარეთ!