თავდადებული დიასახლისი: გადადეთ კონსერვების გაკეთება და იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე

0
922

დიასახლისის ცხოვრება ბევრს წარმოუდგენია, როგორც რაღაც ძალიან მარტივი და ჩაუხლართავი. ზოგი კი საერთოდ ოცნებობს, იცხოვროს ასეთი “უმუშევარი” ცხოვრებით.

თუმცა, უნდა გესმოდეთ, რომ რეალურად, საყოფაცხოვრებო შრომა ქალს გაცილებით მეტს ართმევს ხოლმე, ვიდრე ჩვეულებრივი რვასაათიანი სამსახური, რამდენადაც დიასახლისს მუდმივად აქვს სამუშაო. ამიტომ, ზოგიერთ ქალს იმის დროც კი აღარ რჩება ხოლმე, რომ საკუთარ თავზე იზრუნოს.

თავისი მცდელობების სანაცვლოდ კი, ძალიან ხშირად, მხოლოდ უკმაყოფილებასა და ოჯახის წევრების კრიტიკას იღებს. სხვათა შორის, სწორედ ასეთ სიტუაციას წააწყდა ჩვენი ერთ-ერთი მკითხველი.

დიასახლისის ყოფაცხოვრება

“იმ დილას ჩვეულებრივზე ორი საათით ადრე გამეღვიძა. თუმცა, მიუხედავად ამისა, საუზმისა და თავის მოვლისთვის დრო საერთოდ არ მრჩებოდა. სწრაფად უნდა ჩამეცვა და ბაზარში გავქცეულიყავი, რადგან ამ კვირაში უკვე დაგეგმილი მქონდა ჩემი ქმრის საყვარელი პომიდვრის კონსერვის მომზადება.

ქმარი, რა თქმა უნდა, არ გავაღვიძე, დაისვენოს-მეთქი. არც ვაჟების გაღვიძება მინდოდა ასე ადრე, ამიტომ გადავწყვიტე, საყიდლებზე მარტო წავსულიყავი.

10 კგ პომიდვრის ყიდვის შემდეგ, სახლში კმაყოფილი დავბრუნდი. მძიმე პარკებს არ შევუწუხებივარ, რამდენადაც უკვე იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორ გაუხარდებოდა ჩემს ქმარს, როცა მაგიდაზე თავის საყვარელ კონსერვს დაინახავდა. მართალია, ბოლო დროს მასთან მთლად კარგად ვერ ვიყავი, თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს დროებითი პრობლემა იყო. ყველა ოჯახურ წყვილს ხომ ჰქონია ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი…

“მახსოვს, ადრე ყოველთვის მაქებდა დიასახლისობისა და ზრუნვისთვის, ერთხელ გამოტყდა კიდევაც, რომ სწორედ ამის გამო ვუყვარვარ ასე ძალიან. ალბათ, ახლა უფრო ნაკლებად ვცდილობ და მაგიტომაც შეგვექმნა პრობლემები. არაუშავს, უბრალოდ უფრო მეტად ვეცდები.” – ვიფიქრე მე, გავაღე ბინის კარი და მაშინვე სამზარეულოსკენ გავეშურე.

ჩემდა გასაკვირად, ქმარი სახლში არ დამხვდა. თავიდან ვიფიქრე, სამსახურში გამოიძახებდნენ-მეთქი. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, ასე სულ უფრო ხშირად ხდებოდა. გულწრფელად არ მესმოდა, რატომ მიდიოდა ჩემი ქმარი ასეთ დათმობებზე და სამსახურში თავის კანონიერ უქმეებზეც კი დადიოდა… სხვათა შორის, სწორედ ასეთი კეთილი და დახმარებისთვის მზადმყოფი ადამიანი მომწონდა სულ თავიდან.

კონსერვის მოხუფვას რომ მოვრჩი, ჩვეულებრივ შევუდექი რეცხვას, დალაგებას, ვახშამს. ქმარი ისევ არ მოსულა სახლში… აი, უკვე 23:00-ია, ის კი ჯერ კიდევ გარეთაა. დავურეკე – არ მიპასუხა, მივწერე ათამდე მესიჯი – ისევ არაფერი… მის გარეშე ვერ დავიძინე, მთელი ღამე ვფიქრობდი იმაზე, რომ ჩემს უბედურს რაღაც შეემთხვა.

ჩემი უბედური კი მხოლოდ დილით დაბრუნდა და ზღურბლიდან განაცხადა: “განქორწინება მინდა”. – და წავიდა ნივთების ჩასალაგებლად. კითხვაზე, თუ რა მოხდა, მოკლედ მიპასუხა, რომ უკვე დიდი ხანია, სხვა უყვარს. ნივთები შეაგროვა, ერთი წუთით შემოსასვლელ კართან შეჩერდა, დერეფანში გახვეული კონსერვები შენიშნა. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მისი ერთადერთი რეაქცია იყო დაღლილი ღიმილი და ფრაზა: “კარგი იქნებოდა, დრო თავის მოვლაზე დაგეხარჯა და არა ამ სისულელეებზე.”

მისი სიტყვები დიდი ხნის განმავლობაში არ ამომდიოდა გონებიდან. რამდენიმე დღე მეჩვენებოდა, რომ ეს უბრალოდ უცნაური სიზმარი იყო. შემდეგ აზრები დამილაგდა, სარკეში ჩავიხედე და დაღლილი ქალი დავინახე… რა თქმა უნდა, დავშორდით. უნდა ითქვას, რომ ყოფილმა ქმარმა მალევე ინანა. სხვათა შორის, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა…”