მწერები დაჟინებით ჩვენთან ერთად ცხოვრებას მოითხოვენ მაშინაც კი, თუ მწერების საწინააღმდეგო ყველა სახის საშუალება უკვე გამოვიყენეთ.
თუ სახლში შინაური ცხოველი გყავთ, „პაპარაცი“ გამოსავალს გთავაზობთ. ტკიპებისა და რწყილების მოსაშორებლად მხოლოდ საკვები სოდა გამოიყენეთ.
როგორ დავაღწიოთ თავი რწყილებს და ტკიპებს საკვები სოდის დახმარებით
საკვები სოდით რწყილის მოსაკლავად, თქვენ ხალიჩები, თეთრეული და ავეჯი უნდა დაამუშაოთ, სადაც ისინი დამალვას ცდილობენ.
თუ ასე არ მოიქცევით, რწყილებთან ბრძოლის ყველა მეთოდი (განსაკუთრებით ის, რომელიც შინაური ცხოველისთვის გამოიყენება) არაეფექტური იქნება, რადგან რწყილი უბრალოდ ამ ადგილებში გამრავლებას გააგრძელებს.
პროცედურის დაწყებამდე სჯობს შინაური ცხოველი გარეთ გაიყვანოთ. მარილი და სოდა ცხოველის კანს აღიზიანებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ცხოველს ღია ჭრილობა აქვს.
მარილი და საკვები სოდა აურიეთ და ძველ შეიკერის ბოთლში ჩაყარეთ. შეგიძლიათ ხალიჩას სოდა და მარილი ცალ-ცალკე მოაყაროთ.
ნატრიუმის ბიკარბონატის მეთოდით რწყილების მოსაკლავად ხალიჩის ზედაპირს საკვები სოდა და მარილი გულუხვად მოაყარეთ.
ახლა ფუნჯი ან ცოცხი გამოიყენეთ და დარწმუნდით, რომ ნარევი თანაბრად გადანაწილებულია.
ნარევი მთელი ღამით გააჩერეთ. მეთოდი რწყილის გაუწყლოების ხარჯზე მუშაობს. საბოლოოდ რწყილები იღუპებიან.
შემდეგ ხალიჩა მტვერსასრუტით კარგად გაწმინდეთ. ასე მკვდარი რწყილების მოშორებას შეძლებთ. თუ ტომსიკიან მტვერსასრუტს იყენებთ ერთჯერადი ტომსიკა გამოიყენეთ და ქუჩაში გადააგდეთ.
პროცესი 3-4 დღეში გაიმეორეთ, რადგან რწყილის კვერცხები ამ პერიოდში იბადება. ასე პროცედურა უფრო ეფექტური იქნება და დარჩენილ რწყილებს მოგაშორებთ.