კარტოფილის, კიტრის და პომიდვრის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება ფიტოფთოროზია. ნიადაგში დაავადების პათოგენების მოშორება ძალიან რთულია. საუკეთესო მეთოდია – ბოსტნის შემოდგომაზე დამუშავება.
კვლები ჩვენი რეცეპტებით მომზადებული საშუალებებით მორწყეთ და მომავალ წელს ფიტოფთოროზი კიტრი–პომიდვრის მოსავალს ნამდვილად ვერ დააზიანებს.
ბოსტნის დამუშავება
ფიტოფთოროზის მთავარი საფრთხე მისი ყველგან მძრომი სპორების წარმოუდგენელი სიჩქარით ზრდაა. ის გვხდება დაზიანებულ ნაყოფზე, თესლში, სათბურის ზედაპირებსა და მცენარეულ ნარჩენებში.
წვიმა ან მორწყვა სოკოების ნაწილს აშორებს და ისინი მიწაში ხვდებიან, სადაც ძალიან დიდხანს ცხოვრება შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, შემოდგომაზე ფიტოფთოროზს უმოწყალო დარტყმა უნდა მიაყენოთ.
ამ მიზნით საუკეთესო იარაღია სპილენძის სულფატი, რომელიც ადამიანისა და ცხოველებისთვის შედარებით ნაკლებად ტოქსიკურია. ფიტოფთოროზს სპილენძის სულფატის ცეცხლივით ეშინია.
ფიტოფთოროზის საწინააღმდეგო ხსნარის რეცეპტი
თქვენ დაგჭირდებათ 150 გრ სპილენძის სულფატი ფხვნილის სახით. ფხვნილი ლიტრიან ქილაში თბილ წყალში გახსენით.
მიღებული ნარევი 10 ლ წყალში გააზავეთ და სარწყავში გადაასხით.
აუჩქარებლად მორწყეთ კვლები, სადაც ადრე ძაღლყურძენასებრთა კულტურა გქონდათ დარგული და ახლა წიწაკის, პომიდვრის და კიტრის დარგვას აპირებთ.
გაზაფხულზე თოვლის გადნობისთანავე პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ, მაგრამ უკვე სხვა ნარევით. გამოცდილი მებოსტნეები გირჩევენ, რომ კვლები მარგანცოვკას ცხელი ხსნარით ( 1 გრ ვედროზე) მორწყათ. ასეთი დამუშავება საკმარისია, რომ ფიტოფთორების რაოდენობა თქვენს ნაკვეთზე მნიშვნელოვნად შეამციროთ.
ამ პათოგენის ერთხელ და სამუდამოდ მოსაშორებლად საშუალება არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ბოსტნის დასაცავად ყველა ხელმისაწვდომი საშუალება კომპლექსურად გამოიყენეთ.
ორგანული მეურნეობის მომხრეებს შეუძლიათ ქიმიური საშუალებები სიდერატებით (მწვანე სასუქი) ჩაანაცვლონ. ამ მხრივ ყველაზე ეფექტური მცენარეა ბოლოკი, თეთრი მდოგვი, გულყვითელა და ფაცელია.
პროფილაქტიკის მიზნით მიწის დამუშავების გარდა შეგიძლიათ ფიტოფთოროზის მიმართ გამძლე ბოსტნეული დარგოთ, მოსავლის აღების წესები მკაცრად დაიცვათ, დარგვის წინ თესლს დეზინფექცია გაუკეთოთ და მცენარეული ნარჩენები გაანადგუროთ.