ხასიათისა და ბუნებრივი მონაცემების მიხედვით, გოგონები დეკორატიულ კოსმეტიკას თავიანთი შეხედულებებისამებრ იყენებენ. თუმცა, როცა საქმე საქორწილო ცერემონიალს ეხება, ნებისმიერ ქალს სურს, თავის დღესასწაულზე დედოფალივით გამოიყურებოდეს. სწორედ მაშინ ვიწყებთ თავისი საქმის პროფესიონალის ძებნას. დღეს ჩვენი რედაქცია გეტყვით, თუ როგორ გამოიყურება პროფესიონალური მაკიაჟი სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის.
ალბანელ ვიზაჟისტ Arber Bytyqi-ს ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ, ტელეფონში მაშინვე შევინახე რამდენიმე ფოტო. ვიზაჟისტს სამასი ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებიც დაუღალავად მისდევენ პროფესიონალის მუშაობას. აი, როგორ უნდა შეავსოთ ბუნებრივი სილამაზე, არაფერი ზედმეტი:
პროფესიონალური მაკიაჟი
ამ ფოტოზე გოგონას სახე მაკიაჟის გარეშეც ლამაზია. დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში მისი დანახვა ტონალურისა და წამწამების გარეშეც სასიამოვნო იქნება. თუმცა, ფოტოაპარატის კამერას აქვს თვისება, ზოგიერთი შეუფერებელი ადგილი შეუფერებლად გამოაჩინოს. არადა, ფოტო სწორედ ისაა, რის გამოც ქორწილის დღეს ვწვალობთ. ბედნიერი მეუღლეების საქორწილო ფოტო წლების განმავლობაში გაახარებს თვალს, ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველას უნდა ახალგაზრდად და ლამაზად გამოიყურებოდეს მათზე.
ეს გარუჯული ლამაზმანი კი “შემდეგ” ფოტოზე ცოტათი უფრო მხიარულად გამოიყურება. რა თქმა უნდა, ასეც იქნება – მაკიაჟმა ხომ რამდენიმე წლით გააახალგაზრდავა! მკრთალი ტუჩსაცხი, რომელიც კარგად ეხამება კანის ტონს – ასეთი დედოფლის პირდაპირ პოდიუმზე გაშვებაც შეიძლება.
მესამე პატარძლის ტრანსფორმაცია შოკისმომგვრელია, თითქოს ეს ორი სხვადასხვა ქალია. აი, რა შეუძლია კოსმეტიკას, თუ იგი თავისი საქმის ოსტატის ხელში მოხვდა. აშკარაა, რომ ვიზაჟისტი თავის შემოქმედებაში მთელ სულს აქსოვს. საჭიროა ნიჭი და მოთმინება მოდელის სახის გარდასახვისთვის, აგრეთვე, უნდა იცოდეთ დროულად შეჩერებაც. ამ ლამაზმანის ცქერისას საერთოდ არ მიჩნდება შეგრძნება, რომ მას სახეზე “ბათქაში” უსვია. სახის ჯანმრთელი ფერი, მკვეთრი თვალები და ლავიწზე მსუბუქი ელვარება პატარძალს ქორწილის დედოფლად აქცევს.
ალბათ, რაღაც უნამუსობის წესით, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დღეს თქვენც გამოგსვლიათ საზიზღარი მუწუკი ყველაზე თვალსაჩინო ადგილას. ნუ შეშინდებით, თუ პროფესიონალთან მოხვდით. ამ საქმეში არანაკლებ როლს ასრულებს კოსმეტიკის ხარისხიც – ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არ უნდა დაიშუროთ ფული და მიმართოთ კარგ სალონს.
ვიზაჟისტის ინსტაგრამზე იმდენი შესანიშნავი მოდელია, რომლებიც, ვარდების მსგავსად, მცირე ჯადოსნობის შემდეგ აყვავდნენ. თუ “მანამდელ” ფოტოებს არ ნახავთ, შეიძლება დაიჯეროთ, რომ პატარძლებმა უბრალოდ წამწამები და ტუჩები შეიღებეს. აი, სწორედ ამაშია ოსტატობა – სახის ნაკლის დაფარვა და მისი ღირსების ხაზგასმა. თითოეული საქორწილო ფოტო თვალწარმტაცი და უნაკლო იქნება.
ალბანელ პატარძლებს გაუმართლათ, რომ მათ ასეთი ნიჭიერი ვიზაჟისტი ჰყავთ. ისღა დაგვრჩენია, ჩვენთანაც ვიპოვოთ ასეთი ჯადოქარი, რომ წარმატებით გავთხოვდეთ. მანამდე კი დავტკბეთ და დავიმახსოვროთ ის, თუ როგორ უნდა გავუსვათ ხაზი ჩვენს ბუნებრივ სილამაზეს.