კოდები, რომლებიც სმარტფონის ფარულ ფუნქციებთან წვდომას მოგცემთ

570

ჩვენ მუდმივად ვიყენებთ სმარტფონებს, თუმცა, დიდი ალბათობით, “ჭკვიანი” მოწყობილობების სრული სიმძლავრით გამოყენება თქვენც არ იცით. საქმე ის კი არაა, რომ მასში არასწორ დანართებს ვიწერთ, უბრალოდ არ ვიცნობთ ჩვენი მოწყობილობების ზოგიერთ საიდუმლოს. ამის გამოსასწორებლად, დღეს ჩვენ გთავაზობთ სპეციალურ კოდებს სმარტფონისთვის, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, სრულყოფილი წვდომა მიიღოთ ტელეფონზე. რა თქმა უნდა, როცა ეს საჭირო იქნება.

სმარტფონის კოდები

რა თქმა უნდა, პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ კოდების ცოდნა ბიუჯეტურ სმარტფონს ნამდვილ ფლაგმანად ვერ აქცევს. თუმცა, 2-3 საინტერესო ფუნქციის აღმოჩენა ნამდვილად შეიძლება.

სხვა საქმეა, რომ ამა თუ იმ მოწყობილობის შრომისუნარიანობა, ხშირად, არამხოლოდ ოპერატიულ სისტემაზე, არამედ მწარმოებელსა და, მაგალითად, პროცესორზეცაა დამოკიდებული.

Xiaomi-ის მოწყობილობებზე, კოდების ასამუშავებლად, რეკომენდებულია “Setting”-ში მწარმოებლის რეჟიმის გააქტიურება. ალბათ, მსგავსი რჩევა უნდა გაითვალისწინონ სხვა მოწყობილობების მფლობელებმაც.

უნივერსალური კოდები სმარტფონისთვის

კოდი *#06# თქვენი მოწყობილობის IMEI-კოდს გეტყვით. თანაც, ოპერაციის წარმატებით შესრულება შეიძლება არამხოლოდ Android-ზე, არამედ IOS-ის სისტემაზეც. ამ კოდით შეიძლება, მაგალითად, მოწყობილობის პოვნა მოპარვის ან დაკარგვის დროს. აგრეთვე, იმეი-კოდი ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგცემთ სმარტფონის შესახებ. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ მოწყობილობას ხელიდან ყიდულობთ.

ერთი შეხედვით რთული კოდი *#*#4636#*#* კი სმარტფონის შესახებ სრულ ინფორმაციას მოგაწვდით. აქ იხილავთ არამხოლოდ იმეი-კოდს, არამედ მობილურის მიმდინარე ნომერსაც. შეგიძლიათ, სცადოთ სხვადასხვა მოწყობაც. აგრეთვე, არსებობს მოწყობილობის გამოყენების სტატისტიკაც, რაც საკმაოდ საინტერესოა.

კოდი *#*#6484#*#* ყველა მოწყობილობაზე არ მუშაობს, თუმცა, თუ მუშაობს, ნამდვილად გამოგადგებათ. იქ შეძლებთ მოწყობილობის სხვადასხვა ფუნქციის შრომისუნარიანობის შემოწმებას. საინტერესოა, რომ Xiaomi-ის მოწყობილობებზე კოდი მოქმედია, Samsung-ზე კი ამ მოქმედებას სხვა კოდი სჭირდება (ქვემოთ მასაც დავწერთ).

*#21# კოდმა რომ იმუშავოს, უნდა დააჭიროთ დარეკვის ღილაკს. ასე შეძლებთ ზარების ან სმს-ების გადამისამართების რაოდენობის გაგებას თქვენი ნომრიდან. უნდა აღვნიშნოთ, რომ კოდის ეფექტურობისთვის მობილურში სიმ-ბარათი უნდა იყოს. შეგიძლიათ, შეამოწმოთ გადამისამართება, თუ ეჭვობთ, რომ გისმენენ. თუ ნერვიულობთ, რომ თაღლითებმა თქვენი ნომერი ხელში ჩაიგდეს.

კოდები Samsung-ის ტელეფონებისთვის

კოდით *#0*# შეიძლება მოწყობილობის შრომისუნარიანობის შემოწმება. მაგალითად, დაზიანებული პიქსელების არსებობა, მიკროფონის, დინამიკისა და სენსორის შრომისუნარიანობაც კი. თუ სამსუნგის მეორად სმარტფონს ყიდულობთ, მისი შემოწმება შეგიძლიათ.

კოდი *#0228# გამოგადგებათ ელემენტის მდგომარეობის შესამოწმებლად. ამავე მენიუში შეგიძლიათ იმის მიხვედრაც, თუ რამდენად სწრაფად იტენება იგი. თუმცა, ელემენტის კალიბრაციისთვის, იგი სრულად დამუხტული უნდა იყოს. უკეთესი იქნება, თუ ამ დროს დამტენი შეერთებული იქნება.

აი, კოდით *#12580*369# იხილავთ არამხოლოდ ჩაშენებული პროგრამის ზუსტ სახელწოდებას, არამედ სმარტფონის დამზადების ზუსტ თარიღსაც. მაშინაც კი, თუ ახალ მოწყობილობას სოლიდურ მაღაზიაში იძენთ. ბოლოს და ბოლოს, გაიგებთ იმას, თუ რამდენ ხანს იდო დახლზე.

კოდი *#7412365* კამერის შესახებ ინფორმაციას ხსნის. ალბათ, ადამიანს, რომელსაც თავისი მოწყობილობის შესახებ ყველაფრის გაგება სურს, ეს კოდი გამოადგება.

კოდი *#15987# საშუალებას მოგცემთ, მოწყობილობის ეკრანის ფერები მოარგოთ თქვენს მოთხოვნილებებს. მაგალითად, დაარეგულიროთ თეთრის ბალანსი, თუ გეჩვენებათ, რომ ეკრანზე სხვა ელფერებიცაა. მაინც, გირჩევთ, ფრთხილად იყოთ ამ მოწყობასთან, რათა თეთრი ფერი პირობითი ყავისფრით ან იისფრით არ ჩაანაცვლოთ.

ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ყველაზე უსაფრთხო კოდი მოვიყვანეთ მაგალითად, თუმცა, ამ შემთხვევაშიც ფრთხილად უნდა იყოთ. არსებობს ისეთი კომბინაციებიც, რომლებსაც მოწყობილობიდან მთელი ინფორმაციის წაშლა ან მისი მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია. თანაც, შეუქცევლად.

ამიტომაც, გამოიყენეთ ეს და სხვა მსგავსი ინფორმაცია ფრთხილად, რათა მეტი გაიგოთ სმარტფონის შესახებ ან პატარ-პატარა ცვლილებებით, მოწყობილობა თქვენს საჭიროებებს მოარგოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს