ხშირად, ფრაზა “ბებიას რეცეპტი” უარყოფითად ესმით. მასში მოიაზრება რაღაც ძველი, რასაც შესანიშნავი თანამედროვე ალტერნატივა აქვს. თუმცა, უბალო საყოფაცხოვრებო ხრიკები, რომლებსაც ჩვენი ბებიები იყენებდნენ, ხშირად, ძალიანაც ეფექტურია.
ჩვენ გადავწყვიტეთ, გავიხსენოთ სხვადასხვა ხრიკი, რომლებიც დრომ გამოსცადა. დღეს ცოტა დიასახლისი თუ იყენებს მას, არადა, დანარჩენები ძლიან ცდებიან.
მწერის ნაკბენები
ქავილისა და ანთების მოსაშორებლად, უბრალოდ დაიდეთ ჭრილობაზე კარტოფილის ნაჭერი: აიღეთ ერთი ბოლქვი, გარეცხეთ, გაჭერით და დაიდეთ მაშინვე ჭრილობაზე. კარტოფილი დაატენიანებს ჭრილობას, რაც მის შეხორცებას შეუწყობს ხელს.
ჭარხლისა და კენკრის წვენი
ჭარხლის მომზადების შემდეგ, მისი წვენის გამო ხელები იისფერდება. ამ შემთხვევაში, საპონი მხოლოდ გააძლიერებს არასასურველ ფერს, ამიტომ, შეიზილეთ ხელებში ლიმონის წვენი ან წაისვით ლიმონის ნაჭრები და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოიბანეთ.
ყვავილები ლარნაკში
ლარნაკში ყვავილების სიცოცხლე რომ გაახანგრძლივოთ, დაუმატეთ წყალს ასპირინი. იგი შეანელებს წყლის ლპობას, შესაბამისად, ყვავილები მეტხანს ძლებს. ეს ხრიკი ჭრის ვარდებთან, ხანჯალასთან და მიხაკებთან. ნარცისებს სიცოცხლე რომ გაუხანგრძლივოთ, დაუმატეთ წყალს მარილი, გეორგინას შემთხვევაში – ძმარი.
მიმწვარი ქვაბი
რა თქმა უნდა, მისი გაწმენდა სპეციალური საშუალებებითაც შეიძლება. თუმცა, ეს საკმაოდ დამღლელი იქნება. გაცილებით მარტივია მასში წყლის ჩასხმა, რამდენიმე ს.კ. მარილის დამატება და 15-20 წუთით წამოდუღება. ასეთი ხრიკი მარტივად უმკლავდება ცხიმიან ზედაპირებსაც.
პურის დაჭრა
ახალი პური ლამაზად რომ დაჭრათ და მთელ სამზარეულოში ნამცეცები არ მიმოფანტოთ, უბრალოდ გაახურეთ დანის პირი. შეგიძლიათ, იგი მდუღარე წყალში ჩადოთ ან ცეცხლით გააცხელოთ. ახლა მარტივად დაჭრით პურს თანაბრად.
კვერცხის მოხარშვა
როგორ მოვიქცეთ, თუ კვერცხის მოხარშვა გვინდა, ის კი სულ დაბზარულია? უბრალოდ დაუმატეთ წყალს ცოტა მარილი. იგი ცილას არ მისცემს ნაჭუჭიდან გამოჟონვის საშუალებას, ამასთან, გემოზე გავლენას საერთოდ არ ახდენს.
როგორც ამბობენ, რა საჭიროა ველოსიპედის გამოგონება? ეს მარტივი ხრიკები ხომ მრავალი წლის განმავლობაში უმარტივებდა ცხოვრებას ჩვენს ბებიებს. თქვენ გაქვთ იცით მსგავსი ხრიკები? გაგვიზიარეთ გამოცდილება!