მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი თუ სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა ჩვენთვის მაქსიმალურად ჩვეულებრივი ნივთებია. მათი გამოყენება უკვე პატარა ბავშვებმაც კი იციან. მიუხედავად ამისა, მოწყობილობები ხშირად გამოდის მწყობრიდან დროზე ადრე, ეს კი იმიტომ, რომ ბანალურ წესებს არ ვიცავთ.
ცოტა თუ კითხულობს საექსპლუატაციო ინსტრუქციებსა და რჩევებს, ამიტომაც უშვებენ ამდენ შეცდომას. ჩვენ ყველაზე მარტივი და ეფექტური რჩევები შევკრიბეთ, რომლებიც გაზრდის საყოფაცხოვრებო ტექნიკის მომსახურების ვადას.
მაცივარი
მაცივართან სწორი ურთიერთობა ჯერ კიდევ ტრანსპორტირებისას უნდა დაიწყოთ. იგი მხოლოდ ვერტიკალურად უნდა გადაიტანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, კომპრესორმა გაჟონოს და მთელი სისტემა დააზიანოს. ამიტომ, თუ არ ხართ დარწმუნებული, დაიცვეს თუ არა მუშებმა წესები, რამდენიმე საათით დააყენეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართეთ.
არასდროს შედგათ მაცივარში ცხელი კერძები, ყოველთვის აცალეთ გაგრილება. თანამედროვე მოდელები, საბედნიეროდ, არ საჭიროებს რეგულარულ გალღობას, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა გაიწმინდოს. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ მტვერსასრუტით უკანა ნაწილის გაწმენდაც.
მიკროტალღური ღუმელი
პირველ რიგში, არასდროს არაფერი დადოთ ამ მოწყობილობაზე. თუ სხვა არჩევანი არ გაქვთ, ღია დატოვეთ სავენტილაციო ხვრელები. არასდროს გაათბოთ მასში იმაზე მეტი საკვები, ვიდრე სახელმძღვანელოშია გაწერილი. ესეც პატარა ხრიკი: თუ რაღაც მცირე რაოდენობის გათბობაა საჭირო, დაუდგით გვერდით ჭიქა წყალიც. იგი ტალღების ნაწილს საკუთარ თავზე გამოცდის.
კიდევ ერთი თვალსაჩინო რჩევა: არასდროს ჩართოთ ცარიელი მიკროტალღური. ყოველთვის გაათბეთ საკვები სპეციალურ ჭურჭელში და არ დაგავიწყდეთ მოწყობილობის რეგულარული წმენდა.
სარეცხი მანქანა
არ დადოთ მასზე რამე მძიმე, მითუმეტეს, არ დააჯდეთ. ყოველთვის გამოიყენეთ ფხვნილი, რომელიც ავტომატიკისთვისაა განკუთვნილი. იგი ნაკლებად ქაფდება, ესე იგი, ტექნიკის დაზიანების რისკიც ნაკლებია. აგრეთვე, დოლაბი მთელი რომ დარჩეს. ეცადეთ, მანქანა რეცხვის დასრულებისთანავე გააცარიელოთ.
ყოველი რეცხვის შემდეგ, გაწმინდეთ მანქანის რეზინის დეტალები. აგრეთვე, ზედმეტი არ იქნება ფხვნილის დანაყოფის გარეცხვა და გაშრობაც. თუ ტექნიკას არ აქვს თვითწმენდის ფუნქცია, თვეში ერთხელ მაინც უნდა გააკეთოთ ეს. მანქანის გასაწმენდად, ჩართეთ ცარიელი მანქანა მაქსიმალურად მაღალი ტემპერატურის რეჟიმზე. ფხვნილის ნაცვლად კი დაუმატეთ ლიმონის წვენი ან ძმარი.
ჭურჭლის სარეცხი მანქანა
სანამ ჭურჭელს მანქანაში მოათავსებდეთ, აუცილებლად გააცალეთ საკვების ნარჩენები. მნიშვნელოვანია მისი სწორი განთავსებაც – მხოლოდ თავდაყირა. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ჭურჭელი არ ეხებოდეს ერთმანეთს და წყლის გადანაწილებას არ უშლიდეს ხელს.
ყველაზე რთული მაგიდის ხელსაწყოების შემთხვევაა, რამდენადაც ისინი შეიძლება მოხვდეს და ჩაკეტოს მანქანის მოძრავი ნაწილები. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში შეიძლება მხოლოდ იმ საშუალებების გამოყენება, რომლებიც სპეციალურად მისთვისაა განკუთვნილი.
ტოსტერი
ეს საკმაოდ ცეცხლსაშიში მოწყობილობაა, ამიტომ მაქსიმალურად შორს უნდა გქონდეთ აალებადი ნივთებისა და სისველისგან. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ მასში მხოლოდ პურის ან გამომცხვარი ღვეზელების გახუხვა შეიძლება, ნამცხვრებისა და ორცხობილებისა არა. თუ ხშირად იყენებთ ტოსტერს, კვირაში ერთხელ მაინც აუცილებლად გამოწმინდეთ ნამცეცები.
თუ ტექნიკა თავის ვადას არ დაფარავს, ხშირ შემთხვევაში, პრობლემა მასში კი არა, მფლობელში მდგომარეობს. ამიტომაც, მოუფრთხილდით ნივთებს, რამდენადაც ეს ნერვებსა და ფულს დაგიზოგავთ.